80 000 ლარამდე ჯარიმა - რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ რუსთავში საწარმოებს

80 000 ლარამდე ჯარიმა - რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ რუსთავში საწარმოებს

access_time2020-10-23 23:00:00

საწარმოები, რომლებიც რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამტკიცებულ ახალ გეგმას არ შეასრულებენ, 40 000-დან 80 000 ლარამდე დაჯარიმდებიან.



სანქცია დაიწერება იმის მიხედვით, თუ რამდენად აჭარბებს საწარმოს მიერ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნვითიერებების დოზა არსებულ ნორმას. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ლევან დავითაშვილის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განმარტა, ამ დრომდე ეს ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდე მერყეობდა.



„დღემდე არსებული კანონმდებლობა ძალიან ლიბერალური იყო. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს არ ჰქონდა ფილტრაციის სისტემა, ჯარიმები ძალიან დაბალი იყო. მისი ოდენობა 500-დან 1000 ლარამდე განისაზღვრებოდა, რაც ასეთი ტიპის დარღვევისთვის ძალიან მინიმალურია, ჩვენ ახალი საკანონმდებლო რეგულაციებით მოვახერხეთ ის, რომ ჯარიმების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. დაინერგა რანჟირების სისტემია, რაც გულისხმობს, რომ თუ საწარმოს მხრიდან მავნე ნივთიერებების ჰაერში გაფრქვევა დასაშვებ ნორმას 5-ჯერ აჭარბებს, სხვა მოცულობის ჯარიმაა. თუ 10-ჯერ, სანქცია გაცილებით მაღალია. ჯარიმების ოდენობა 40 000-დან 80 000 ლარამდე გაიზარდა. ყოველ ჯერზე, თუკი საწარმოს დაუფიქსირდება მავნე ნივთიერების გაფრქვევის გადაჭარბება, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურ შემთხვევაში დაჯარიმდება. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ სახელმწიფოს მხრიდან აღსრულება იყოს ეფექტიანი. რა თქმა უნდა, ეს ყველა მსხვილ საწარმოს ეხება. ყველა იმ საწარმოს, რომელთა ფუნქციონირება გარკვეულწილად გარემოზე ზეწოლას ახდენს. ეს მოთხოვნები ყველასთვის თანაბრად შესასრულებელია“,- განაცხადა თანდილაშვილმა.




მისივე თქმით, ახალი გეგმის თანახმად, საწარმოებს თანამედროვე ტექნილოგიებით შექმნილი ფილტრაციის სისტემების შეძენა-დამონტაჟება მოუწევთ.



„რამდენიმე წლის წინ რუსთავში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩავატარეთ. პირველ რიგში, ყველა სამრეწველო საწარმო კომპლექსურად შევამოწმეთ იმისთვის რომ გვცოდნოდა, რა პრობლემები არსებობდა და როგორ უნდა გამოსწორებულიყო იქ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა. ამის შემდეგ ჩვენ განვათავსეთ მონიტორინგის სადგური, რომლის მეშვეობითაც ჰაერის ხარისხის მაჩვენებლებს ვაკვირდებოდით. მავნე ნივთიერებების გადაჭარბება იყო. ძირითადი დამაბინძურებელი მტვერი გახლდათ. სწორედ აქედან გამომდინარე, საკანონმდებლო პაკეტზე დავიწყეთ მუშაობა. მთავარი მიზანი ისაა, რომ სამრეწველო ობიექტებიდან ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებები მინიმალურად შემცირდეს. ეს იმას გულისხმობს, რომ თითოეულ საწარმოს უნდა ჰქონდეს თანამედროვე ფილტარციის სისტემა, რაც მავნე ნივთიერებების გაფრქვევისა და გარემოზე ზემოქმედების მინიმიზებას უზრუნველყოფს. თუ საწარმოებს არ ექნებათ ეს ფილტრაციის სისტემები, სახელმწიფოს აღსრულების მექანიზმები საკმაოდ მკაცრი იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ კერძო სექტორს უღირს განათავსოს ეს სისტემები, ვიდრე მუდმივ რეჟიმში გადაიხადოს მაღალი საჯარიმო სანქციები. ეს ის მიდგომებია, რომელიც ევროპის ქვეყნებში წლების განმავლობაში არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ეს მოლაპარაკებები, ფაქტობრივად, 1 წლის განმავლობაში კერძო სექტორის ჩართულობით მიმდინარეობდა. იმისთვის, რომ შევთანხმებულიყავით კონკრეტულ გონივრულ ვადებზე, რასაც კერძო სექტორი თავის თავზე აიღებს“, - აღნიშნა თანდილაშვილმა.


business-partner.ge




თეგები:
ჯარიმა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up