„8 წელია საყოველთაო „ბედნიერების“ პროგრამა გვაქვს და ბიუჯეტის სათანადოდ დაგეგმვა ვერ ისწავლეს“

„8 წელია საყოველთაო „ბედნიერების“ პროგრამა გვაქვს და ბიუჯეტის სათანადოდ დაგეგმვა ვერ ისწავლეს“

access_time2020-11-19 10:00:52

„მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის“  პროგრამა დეფიციტურია, 2020 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 802 მილიონი ლარი უკვე ათვისებულია. იმისათვის, რომ პროგრამა შეუფერხებლად გაგრძელდეს ჯანდაცვის სამინისტრომ 95 მლნ ლარი დაამატა.  

 

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სწორ დაგეგმარებას ვერ ახერხებს. ექსპერტისთვის გაუგებარია, როგორ მოახერხა ჯანდაცვის სამინისტრომ ბიუჯეტის სრულად ათვისება, მაშინ როცა გეგმიური ოპერაციები ქვეყანაში თითქმის არ ტარდებოდა:

 

„დაგეგმარების, რისკების და ინფლაციის ინდექსის გამიჯვნის შნო არ გააჩნიათ. წელს ძალიან ცოტა გეგმიური ოპერაციები ტარდება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმიური ოპერაციის დაყოვნების პერიოდი 2-3 თვიდან 4-5 თვემდე გაიზარდა. 23 ოქტომბრიდან გეგმიური ოპერაციების დაფინანსებას, პრაქტიკულად აღარ განიხილავენ. ამასთანავე მთელი მარტი, აპრილი და მაისი, როდესაც ჩაკეტილები ვიყავით, გეგმიური ოპერაციები თითქმის არ კეთდებოდა. სად მოახერხეს ამ თანხის დახარჯვა? ექიმების ხელფასებს არაფერი შეეტყო და არც არაფერი შეუძენიათ. დავით სერგეენკოს დროსაც ბიუჯეტი ხან 100 მილიონი დაამატეს, ხან 120 მილიონი. 8 წელია საყოველთაო „ბედნიერების“ პროგრამა გვაქვს და ბიუჯეტის სათანადოდ დაგეგმვა ვერ ისწავლეს. ველოდებოდი რომ ეს მოხდებოდა, რადგან ჯანდაცვის სამინისტროში მართვის და მენეჯმენტის გვერდით არავის გაუვლია“, - აცხადებს ვატო სურგულაძე.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის სრულად ათვისება და 95 მლნ ლარით გაზრდა ხომ არ უკავშირდება კოროვანირუსს, ექსპერტი გვეუბნება, რომ ინფექციური დაავადება საყოველთაო პროგრამით არ უნდა დაფინანსებულიყო. ვატო სურგულაძე აცხადებს, რომ საკითხით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

 

„ბიუჯეტის გაზრდა კორონავირუს ვერ დაუკავშირდება, რადგან ვირუსთან საბრძოლველად 5 მლრდ იყო გამოყოფილი. კოვიდ 19 არ ფინანსდება საყოველთაო პროგრამიდან, რადგან ინფექციური დაავადებების პროგრამა არის აბსოლუტურად სხვა პროგრამა. ნამდვილად არ ვიცი სად წავიდა ეს ფული, ჩემი აზრით ეს რეალურად საპროკურატურო საქმეა“,- ვატო სურგულაძე..

 

ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის თითქმის ყოველ წელს უხდებოდა თანხის დამატება, რადგან მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი არის უძირო ქვევრი, რომელიც ყოველთვის მეტ თანხას მოითხოვს.

 

„2020 წელს თუ  ძალიან დიდი თანხა იყო გამოყოფილი ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში კოვიდ 19- თან ბრძოლისთვის, ამის უდიდესი ნაწილი გაუქმდა და 2021 წელს ეს ხარჯები განულებულია. ამას ერთი მიზეზი შეიძლება იყოს, რომ ხარჯი საყოველთაო ჯანდაცვისკენ გადმოთამაშდა, იქედან გამომდინარე, რომ შეიძლება პროგრამას კორონაპანდემიის გამო გარკვეული მომსახურებები დაემატა. მეორე ვარაუდი არის ის, რომ შეიძლება 2021 წელს იგივე საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, თანხა არ ეყოთ და გარკვეულ წილად მეტობით იღებდნენ. ამ გადაწყვეტილებას სავარაუდოდ იმიტომ იღებენ, რომ მკვეთრად იზრდება მიმართვიანობა, დაავადებულთა რაოდენობა და ზოგადად მოთხოვნა ჯანდაცვის სერვისებზე. ბიუჯეტი რომ უნდა გაზრდილიყო ეს ცალსახაა, რადგან ქვეყანაში ავადობის ხარისხი გაიზრდება. მთავარი კითხვა არის ის, იქნება თუ არა ეს გაზრდილი ბიუჯეტი საკმარისი“, - განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.

 


საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი დადგენილზე ადრე პირველად არ ამოწურულა. მთავრობამ პროგრამას 2014 წელს 138 მილიონი ლარი დაამატა, 2015 წელს 103,  2016- ში 53 მილიონი ლარი. გამონაკლისი არ ყოფილა არც 2017 წელი, რა დროსაც ჯანდაცვის სამინისტრომ დამატებითი ფინანსური რესურსი 40 მილიონი გამოჰყო.  2018 წელს კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად მთავრობამ პროგრამის ბიუჯეტს 47 მლნ ლარი დაამატა,  2019 წელს კი 11 მილიონ ლარამდე.

 

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს „ქართული ოცნების“ მთავრობა მიიღო დადგენილება, რომლითაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ამოქმედება განისაზღვრა. პროგრამის შედეგად, მოსახლეობის წვდომა სამედიცინო სერვისებზე გაიზარდა, თუმცა ასევე წლიდან წლამდე იზრდებოდა პროგრამის ბიუჯეტიც.

 

საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი წინა წლებში შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

 

2013 წელი — 70 მილიონი ლარი;

 

2014 წელი — 338 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 200 მილიონი;

 

2015 წელი — 573 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 470 მილიონი;

 

2016 წელი — 623 მილიონი ლარი. თავდაპირველი გეგმა — 570 მილიონი;

 

2017 წელი — 700 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 660 მილიონი;

 

2018 წელი — 760 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 713 მილიონი;

 

2019 წელი — 765 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 754 მილიონი.

 

2020 წელი — 802 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 897 მილიონი.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up