ქართუ ფონდი: ლაგუნა ვერესთან დაკავშირებით არაფერი სიახლე არაა და ამ ეტაპზე არაფერი იგეგმება

ქართუ ფონდი: ლაგუნა ვერესთან დაკავშირებით არაფერი სიახლე არაა და ამ ეტაპზე არაფერი იგეგმება

access_time2021-06-03 10:00:14

უკვე თითქმის 8 წელიწადია დედაქალაქის ცენტრში არსებული უდიდესი სპორტული კომპლექსი „ლაგუნა ვერე“ უფუნქციოდაა და პროტესტი ამ ფაქტის მიმართ დღემდე არ წყდება. რომ არაფერი ვთქვათ ძველი „ლაგუნა ვერეს“ მიმართ ხალხში არსებულ ნოსტალგიაზე, ინფრასტრუქტურა მწყობრიდანაა გამოსული და წლებია მის აღდგენაზე დაპირებაც კი არ გაჟღერებულა. „ლაგუნა ვერემ“ მხოლოდ კახა კალაძის საარჩევნო კლიპში გაიელვა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო მოძრაობის გაუმჯობესების კონცეფციას ეხებოდა.


გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ინვესტკაპიტალმა“, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება, „ლაგუნა ვერე“ სესხის ასაღებად ქართუ ბანკში ჩადო. ეს ის კომპანიაა, რომელმაც იპოდრომი 60 მილიონად ფონდ „ქართუს“ მიჰყიდა.


როგორც „კომერსანტს“ „ქართუ“ ფონდში განუცხადეს, სპორტულ კომპლექსთან დაკავშირებით „არანაირი სიახლე არ არის და ახლა არაფერი იგეგმება“.


 








ფოტოები: წყარო

„ლაგუნა ვერე“ 1978 წლის 13 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა და ლენინური კომკავშირის სახელი მიენიჭა. ის გახდა კავკასიის რეგიონში პირველი საწყლოსნო სპორტული კომპლექსი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტს პასუხობდა და სწორედ აქ ეწყობოდა საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებები. აქ ემზადებოდნენ ცურვის, წყალბურთის, წყალში ხტომისა და სინქრონული ცურვის ნაკრები გუნდები. 1982 წელს საცურაო აუზი დაჯილდოვდა სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიით.


ლაგუნა ვერეს დახურვის მიზეზად 2013 წლის დეკემბერში არა მომგებიანობა და გაუმართავი ინფრასტრუქტურა დასახელდა. შედეგად დაახლოებით 8000 იქ მოვარჯიშე ადამიანი და ასზე მეტი თანამშრომელი გარეთ დარჩა. კომპანიაში მაშინ აცხადებდნენ, რომ კომპლექსს მუშაობა, საუკეთესო შემთხვევაში 2015 წლის სეზონიდან უნდა განეახლებინა. მიუხედავად ამისა 40 წლის ისტორიული სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი სტუმრების მიღებას ამ დრომდე ვერ ახერხებს, 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up