„8 თვის მონაცემებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 78%-ით არის შემცირებული, რაც დაახლოებით 1,8 მილიარდ დოლარიან კლებას ნიშნავს“

„8 თვის მონაცემებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 78%-ით არის შემცირებული, რაც დაახლოებით 1,8 მილიარდ დოლარიან კლებას ნიშნავს“

access_time2020-09-10 18:00:06

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით, 8 თვის მონაცემებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 78 პროცენტითაა შემცირებული, რაც დაახლოებით 1,8 მილიარდ დოლარიან კლებას ნიშნავს. ამის შესახებ მან პარლამენტში მიმდინარე წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მიმოხილვისას განაცხადა.

„ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო ტურიზმის სექტორმა. შესაბამისად, ტურიზმში შემოსავლები არის მნიშვნელოვნად შემცირებული. ჩვენ გვქონდა 6 თვეში 456 მილიონი დოლარი სულ ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი. 8 თვეში ეს მაჩვენებელი შეადგენს 483 მილიონ დოლარს . 78 პროცენტითაა შემცირებული გასული წლის 8 თვის მაჩვენებელთან შედარებით და საკმაოდ დიდი მოცულობით 1,8 მილიარდ დოლარამდეა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შემცირებული. შემცირება თითქმის არაა ფულადი გზავნილების ნაწილში. 6 თვეში იყო 662 მილიონი დოლარი და დაახლოებით 5 %-იანი შემცირება იყო, 7 თვეში გზავნილების ოდენობა იყო 829 მილიონი დოლარი ანუ შემცირება იყო 0.4 პროცენტით მხოლოდ“, - განაცხადა კაკაურიძემ.

მისივე განცხადებით, მიმდინარე წელს გასული წლის 8 თვესთან შედარებით საგადასახადო შემოსავლებში 330 მილიონ ლარამდე დანაკლისია.



BPN.GE 

თეგები:
ტურიზმი



შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up