8 თვეში საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებზე გაცემული ნებართვების რაოდენობა 6%-ითაა გაიზარდილი

8 თვეში საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებზე გაცემული ნებართვების რაოდენობა 6%-ითაა გაიზარდილი

access_time2022-09-23 20:00:50

იანვარ - აგვისტოში საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებზე გაცემული ნებართვების რაოდენობა 6%-ით გაიზარდა. როგორც „კომერსანტს“ სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში (lta) განუცხადეს, 2022 წელს, წინა წლებთან შედარებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების მზარდი დინამიკიდან გამომდინარე და სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ეფექტური მუშაობის შედეგად, გაცემული საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვების გაცემის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.


უწყების ინფორმაციით:

2021 იანვარ-აგვისტო - გაცემულია 107,420 ერთეული სანებართვო დოკუმენტი.

2022 იანვარ-აგვისტო - გაცემულია 114,200 ერთეული სანებართვო დოკუმენტი.



აღსანიშნავია, რომ სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო 35 ქვეყანასთან ცვლის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ერთჯერად და მრავალჯერად ნებართვებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ECMT; ITF; TRACECA; BSEC იღებს საქართველოსთვის გამოყოფილ ნებართვებს შესაბამისი კვოტების ფარგლებში.


ნებართვების მოქმედების ვადა, როგორც წესი არის 1 წელი.


„ნებართვა გაიცემა კომპანიაზე, რომელსაც მიღებული აქვს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა კონკურსის წესით. მოქმედების ვადა 1 წელი, ამ ნებართვის მიღების შემდეგ შეუძლია მიიღოს ნებართვები საერთაშორისო გადაზიდვების განსახორციელებლად. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ECMT ნებართვის მისაღებად განმცხადებელმა უნდა დააკმაყოფილოს დამატებითი პირობები“, - განმარტავენ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში.


რაც შეეხება სატარიფო პოლიტიკას, ის დაფუძნებულია სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების პირდაპირ და ირიბ დანახარჯებზე, (მათ შორის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების და დარგის განვითარებისთვის, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, პარტნიორ ქვეყნებთან კომუნიკაციის ხარჯების დაფარვაზე) რომელიც დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნის ნებართვის სახეობის მიღებასთან და მის ოპერირებასთან დაკავშირებულ გასავალზე, შესაბამისად დიფერენცირებულია.





სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის გასასხვისებლად მორიგი აუქციონი 30 სექტემბერსაა ჩანიშნული

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის გასასხვისებლად მორიგი აუქციონი 30 სექტემბერსაა ჩანიშნული
access_time2022-09-24 23:00:00
თბილისში კოსტავას 68-ში მდებარე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა მორიგ აუქციონზე იყიდება. მიმდინარე აუქციონზე, რომელიც 30 სექტემბერსაა ჩანიშნული, ობიექტის საწყისი ღირებულება დღგ-ს გარეშე 65 000 000 ლარს, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 76 700 000 ლარს შეადგენს, რომელიც მყიდველს შემდეგი გრაფიკით უნდა გადაიხადოს: 45% - ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში; 20% - არაუგვიანეს 2022 წლის 31...

ევროპის ავტომობილების ბაზარი პანდემიამდელ ზრდის დონეს დაუბრუნდა

ევროპის ავტომობილების ბაზარი პანდემიამდელ ზრდის დონეს დაუბრუნდა
access_time2022-09-25 11:00:20
აგვისტოს თვეში, ევროპაში ავტომობილების გაყიდვები 4,4%-ით გაიზარდა, რაც 650,305 მანქანას შეადგენს.    ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ASEA) მონაცემებით, ეს პირველი დადებითი შედეგი იყო 13 თვიანი ვარდნის...

ბელარუსმა მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა 6 თვით გაახანგრძლივა

ბელარუსმა მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა 6 თვით გაახანგრძლივა
access_time2022-09-24 21:01:27
ბელარუსის მინისტრთა საბჭომ ქვეყნიდან ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ექსპორტზე აკრძალვა, კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა. ამავდროულად, რეზოლუციის მოქმედება არ ვრცელდება ბელარუსის რესპუბლიკის გარეთ ექსპორტირებულ საქონელზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრ ქვეყნებში. ბელარუსიდან დროებითი ექსპორტისთვის აკრძალული საქონლის სიაშია ხორბალი, ჭვავი, ქერი, სიმინდი, ფეტვი, წიწიბურა, შვრია და სხვა...

საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - პუტინმა კანონს ხელი მოაწერა

საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - პუტინმა კანონს ხელი მოაწერა
access_time2022-09-24 18:00:05
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში თავისუფლების 10 წლამდე ვადით შეზღუდვას ითვალისწინებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე. ამასთან, კანონი დეზერტირობისთვის, ან სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობის...

საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა - კახა კალაძე

საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა - კახა კალაძე
access_time2022-09-24 17:20:47
საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა, ეს გამოწვეულია ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის ქუჩებზე მიმდინარე მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო სამუშაოების გამო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, რაც შეეხება წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების რეაბილიტაციას, პროცესი ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის ქუჩებზე სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება. „ეს სამუშაოები დაიწყება მას...


მსგავსი სიახლეები

up