8 ქვეყანამ აშშ-ის თაოსნობით მთვარეზე რესურსების მოპოვების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი

8 ქვეყანამ აშშ-ის თაოსნობით მთვარეზე რესურსების მოპოვების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი

access_time2020-10-18 18:45:56

8 სახელმწიფომ მთვარის ათვისების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, რომელიც დედამიწის თანამგზავრზე წიაღისეულების მოპოვებას არეგულირებს. ამის შესახებ NASA იტყობინება.

დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია ასტრონავტთა საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში, ონლაინ-ფორმატში გაიმართა. დოკუმენტს „არტემიდას შეთანხმება“ ჰქვია, ამერიკული მთვარის პროგრა Artemis-ის პატივსაცემად. პროექტის ინიციატორი აშშ იყო. მას დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ, კანადამ, ავსტრალიამ, იაპონიამ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ლუქსემბურგმა დაუჭირეს მხარი.

აშშ-ში აცხადებენ, რომ დოკუმენტი „კოსმოსის შესახებ შეთანხმების“ საფუძველზეა შედგენილი, რომელიც 1967 წელს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სსრიკ-მ გააფორმეს. ის საბუთი ციური სხეულზე ან მის ნაწილზე სუვერენიტეტის დამყარებას კრძალავს. NASA-ში აღნიშნავენ, რომ ფორმულირება იმდენად ბუნდოვანი იყო, რომ შეთანხმების რეალურ გამოყენებას ზღუდავდა.

ახალი საბუთის მიხედვით, ქვეყნებს მთვარესა და მის ნებისმიერ ნაწილზე სუვერენიტეტის გამოცხადება კვლავ აკრძალული ექნებათ, მაგრამ ისინი გარკვეულ ლოკაციებზე რესურსების მოპოვებას შეძლებენ. ამისთვის მათ სპეციალური ბაზების და მათ ირგვლივ „უსაფრთხოების ზონების“ შექმნის უფლებაც ექნებათ, რამაც სხვა ქვეყნებთან კონფლიქტები უნდა გამორიცხოს.

NASA-ში იმედი გამოთქვეს, რომ მალე შეთანხმებას რუსეთიც შეუერთდება. ინფორმაცია დოკუმენტის მზადების შესახებ ჯერ კიდევ მაისში გავრცელდა.


„არტემიდას შეთანხმება“ აშშ-ის მთვარის პროგრამა Artemis-ის მზადების ფონზე გაფორმდა, რომლის სტარტიც 2021 წლის ბოლოს იგეგმება. ამ პროგრამის ფარგლებში NASA 2024 წელს დედამიწის თანამგზავრზე ადამიანების გაგზავნას გეგმავს.


imedinews.ge





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-22 21:00:21
1. ბანკებზე თავდასხმის ქრონიკა საქართველოში   ბანკების ძარცვა ტექნოლოგიების ერაში ბევრს ყველაზე მოძველებულ კრიმინალურ აქტად მიაჩნევა, თუმცა ფინანსურ ინსტიტუტებზე შეიარაღებული თავდასხმა პლანეტის ერთერთ მთავარ გადაუჭრელ პრობლემად დღემდე რჩება....

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-22 18:10:25
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, კურსის ცვლილებამ 0.93 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი...

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა
access_time2020-10-22 20:00:48
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ის წინაამღდეგ სასამართლოში ანტიმონოპოლური სარჩელი შეიტანა.   უწყების აზრით, კორპორაცია ონლაინ-ძიების ბაზარზე ხელოვნულ მონოპოლიას აჩენს.   Google არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებაც 1 ტრლნ. დოლარია. ის თითქმის მონოპოლოსტია მილიარდობით ინტერნეტ-მომხმარებლისთვის, კომპანია ისეთ სერვისებს ფლობს, როგორც  Chrome,  YouTube, Google maps, Google translate და...

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები
access_time2020-10-22 17:30:00
2020 წლის სამ კვარტალში, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 499 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს 81%-იანი დანაკლისია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. PMC Research-ის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 94.2%-ით შემცირდა. აპრილის შემდეგ, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყოველ თვეში, მოგზაურების, ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა 90%-ზე მეტად მცირდებოდა. კვლევაში მითითებულია, რომ COVID-19...

ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე

 ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე
access_time2020-10-22 17:00:34
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ნოემბრის პროგნოზი ახლიდან გაკეთდება.   მისივე ინფორმაციით, აქამდე გაკეთებული პროგნოზის თანახმად, ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში დადგება და ამ პიკის დროს დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა 4-5 ათას შემთხვევას მიაღწიოს.   „პროგნოზირება ძალიან უმადური რამ არის. არ არსებობს არც ერთი...


მსგავსი სიახლეები

up