8 ქვეყანამ აშშ-ის თაოსნობით მთვარეზე რესურსების მოპოვების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი

8 ქვეყანამ აშშ-ის თაოსნობით მთვარეზე რესურსების მოპოვების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი

access_time2020-10-14 22:00:00

8 სახელმწიფომ მთვარის ათვისების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, რომელიც დედამიწის თანამგზავრზე წიაღისეულების მოპოვებას არეგულირებს. ამის შესახებ NASA იტყობინება.

დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია ასტრონავტთა საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში, ონლაინ-ფორმატში გაიმართა. დოკუმენტს „არტემიდას შეთანხმება“ ჰქვია, ამერიკული მთვარის პროგრა Artemis-ის პატივსაცემად. პროექტის ინიციატორი აშშ იყო. მას დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ, კანადამ, ავსტრალიამ, იაპონიამ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ლუქსემბურგმა დაუჭირეს მხარი.

აშშ-ში აცხადებენ, რომ დოკუმენტი „კოსმოსის შესახებ შეთანხმების“ საფუძველზეა შედგენილი, რომელიც 1967 წელს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სსრიკ-მ გააფორმეს. ის საბუთი ციური სხეულზე ან მის ნაწილზე სუვერენიტეტის დამყარებას კრძალავს. NASA-ში აღნიშნავენ, რომ ფორმულირება იმდენად ბუნდოვანი იყო, რომ შეთანხმების რეალურ გამოყენებას ზღუდავდა.

ახალი საბუთის მიხედვით, ქვეყნებს მთვარესა და მის ნებისმიერ ნაწილზე სუვერენიტეტის გამოცხადება კვლავ აკრძალული ექნებათ, მაგრამ ისინი გარკვეულ ლოკაციებზე რესურსების მოპოვებას შეძლებენ. ამისთვის მათ სპეციალური ბაზების და მათ ირგვლივ „უსაფრთხოების ზონების“ შექმნის უფლებაც ექნებათ, რამაც სხვა ქვეყნებთან კონფლიქტები უნდა გამორიცხოს.


NASA-ში იმედი გამოთქვეს, რომ მალე შეთანხმებას რუსეთიც შეუერთდება. ინფორმაცია დოკუმენტის მზადების შესახებ ჯერ კიდევ მაისში გავრცელდა.

„არტემიდას შეთანხმება“ აშშ-ის მთვარის პროგრამა Artemis-ის მზადების ფონზე გაფორმდა, რომლის სტარტიც 2021 წლის ბოლოს იგეგმება. ამ პროგრამის ფარგლებში NASA 2024 წელს დედამიწის თანამგზავრზე ადამიანების გაგზავნას გეგმავს.

imedinews.ge

თეგები:
მთვარე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up