8 მლნ ლარის ერთჯერადი ხელთათმანების მიწოდების ტენდერში გამყრელიძის შვილის კომპანიამ გაიმარჯვა

8 მლნ ლარის ერთჯერადი ხელთათმანების მიწოდების ტენდერში გამყრელიძის შვილის კომპანიამ გაიმარჯვა

access_time2021-02-10 15:30:16

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ერთჯერად ხელთათმანებზე ორი ტენდერი გამოაცხადა, რომელთა საერთო ღირებულება 7 800 000 ლარია. ტენდერები 21 იანვარს გამოცხადდა, 27 იანვარს საბუთების მიღება დაიწყო და 28 იანვარს დასრულდა. ტენდერში ერთადერთი კომპანია „გეფა“ მონაწილეობდა, რომლის აღმასრულებელი დირექტორი ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკა გამყრელიძეა.


1 600 000-იანი და 1 000 000-იანი ტენდერების მიზნობრიობა საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის ერთჯერადი ხელთათმანების შესყიდვაა - ჯამში ხელთათმანებს 550 საბიუჯეტო ორგანიზაციას გადასცემენ. აღსანიშნავია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიას შესყიდვებიდან 10 წყვილი ხელთათმანი ერგება. 


მილიონიანი შესყიდვისთვის მოკლე დროში და კონკრეტული საეჭვო პირობებით ჩატარებული ტენდერი ხელთათმანების შესყიდვას ისეთი უწყებებისთვის ითვალისწინებს, როგორებიცაა ფაქტობრივად გაჩერებული სამუსიკო სასწავლებლები, საფეხბურთო კლუბები, ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი ცენტრი, შპს  „ქართული ტრადიციები“ და გამგეობები. გარდა ამისა, სატენდერო შესყიდვებში გათვალისწინებულია თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიაც, რომელსაც მხოლოდ ათი წყვილი ხელთათმანი ერგო. იმაზე, რომ ხელთათმანების გამოყენება აუცილებელი  არ არის საუბრობდა, ამირან გამყრელიძეც და ჯანდაცვის  სამინისტროც.

 

„როგორც ჩვენ პირბადეზე ვსაუბრობთ, რომ მანდატორულად ვიხმაროთ ყველგან შინ და გარეთ, ხელთათმანებზე ესეთი რეკომენდაცია არ არის“, -  განაცხადა ამირან  გამყრელძე

 

„თუ სწორად იქნა გამოყენებული ხელთათმანის გამოყენებაც შესაძლებელია, თუმცა ამ შემთხვევაში  ჩვენ  მას  რეკომენდაციას, ისე როგორც ეს ხელის დაბანასა და მისი სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებაა არ ვუწევთ“, -  აცხადებს თამარ გაბუნია.


Covid – 19 -ის წინააღმდეგ ხელთათმანების გამოყენება სავალდებულო არ არის, თუმცა 8 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მაინც გამოიყო. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ტენდერებში დიდი ალბათობით გამარჯვებული,რამდენიმე დღეში გამოვლინდება და ის შპს „გეფა“ იქნება, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ამირან გამყრელძის შვილი ნიკოლოზ გამყრელიძეა.


ტენდერი შემჭიდროვებული ვადებით 21 იანვარს გამოაცხდეს და განაცხადების მიღება 27 იანვარს დაიწყო და ზუსტად ერთ დღეში 28 იანვარს დასრულდა. თითქმის 7 მილიონი ლარის შესყიდვაზე პრეტენზია „გეფამ“ გამოთქვა. სატენდერო დოკუმენტაციის  მიხედვით გამარჯვებული კომპანია მთავარ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, მას გასული წლის განმავკლობაში 1 300 000 ლარზე მეტი სახელმწიფო შესყიდვა ერთჯერადად უნდა ჰქონდეს განხორციელებული.


„შეაჩერე კორუფციას“  მკვლევარი ქეთი ენუქიძე შესაძლო კორუფციაზე საუბრობს, იგი ამბობს, რომ კომპანიის მიმართ წაყენებული განსაკუთრებული პირობის აუცილებლობა, ხელთათმანის შესყიდვის დროს არ არსებობდა და ასეთი პირობების ჩადებით სახელმწიფო სტრუქტურები ტენდერებს სასურველ კომპანიებს არგებენ. მკვლევარებისთვის დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს  ფაქტი, რომ კომპანია, რომელიც სავარაუდოდ ტენდერში გაიმარჯვებს ამირან გამყრელიძის ვაჟი ნიკოლოზ გამყრელიძე ხელმძღვანელობს.


„როდესაც ასეთ შესყიდვებში ოჯახის წევრები აღმოჩნდებიან ხოლმე , ბუნებრივია კითხევებს აჩენს, რაზეც პასუხები უნდა იყოს  გაცემული, ასეთი შემთხვევები ტოვებს ეჭვებს, რომ ტენდერები არის მორგებული და ჩვენ ამას აქ ვხედავთ, საუბარია 7 მილიონ ლარამდე თანხაზე“, -  აღნიშნა ქეთი ენუქიძემ.



სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ხელთათმანებს სამედიცინო დაწესებულებები გარდა სამედცინო ორგანიზაციების, ჯამში  550  ორგანიზაცია მიიღებს.მათ შორისაა მაგალითად აიპი ზევსი, საფეხბურთო სკოლები, მუნიციპალური აუზები და გამჯანსაღებელი ცენტრები, მათ შორის ერთ-ერთია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც 10 ერთეულ ხელთათმანს  მიიღებს.

 

100 ერთეული ხელთათმანია გათვალისწინებული, კოლეჯში არსებული კოლეჯი პრესტიჟისთვისაც, ასევე ხელთათმანები  გადაეცემათ, მუნიციპალიტეტებში ბაგა-ბაღების სააგენტოებსაც.თელავის სააგენტოში ხელმძღვანელმა თქვა, რომ მათ  ხელთათმანები არ მოუთხოვიათ.

 

„ჩვენ დისტანციურად ვმუშაობთ, არ  ვართ  მართვის სააგენტოში , მე ხელთათმანების მოთხოვნის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, ჩვენ ვალდებულება რაც გვაქვს  და რაც გვჭირდება ვაცხადებთ ტენდერებს , მე ამ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ“, - აღნიშნა ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელობამ.


სახელმწიფო ტენდერი 7 დღეში ჩატარდა, სამედიცინო კორპორაცია გეფას მთავარი კონკურენტები როგორც წესი სხვა შემომტანებიც არიან, თუმცა ამერად არც ერთმა მონაწილეობის სურვილი არ გამოთქვა. კითხვაზე,  თუ  რატომ არ გამოთქვა სურვილი  პსპ  ფარმამ  ტენდერში მონაწილეობაზე, განაცხადესეს რომ მთავარი მიზეზი ვადები და სპეციალური მოთხოვნები იყო.

 

„არ  გვქონდა ჩამონათვალში არსებული პროდუქცია და იმ ვადებში რაც მითითებული იყო ვერ შევძლებდით მომსახურობას, ჩვენ მათ პირობებს ვერ ვაკმაყოფილებდით , რისკიანი  ტენდერი იყო“, - აღნიშნავს  კობა  მამადაშვილი  პსპ  ფარმას შესყიდვების სამსახურის  უფროსი

 

 „კარტელური გარიგებები არსებობს, როდესაც დიდი მოთამაშეები  ერთმანეთთან  თანხმდებიან , რომ  არ მიიღებენ მონაწილეობას ტენდერებში“  აცხადებს პარტია „ ლელო  საქართველოს“ წევრი  ვატო  სურგულაძე.


სახელმწიფო ტენდერი სპეციალური პირობებით კარტელური გარიგებების ეჭვს უჩენს ოპოზიციას. ხელისუფლების  ოპონენტეები, ჯანდაცვის  სფეროს სპეციალისტები, აბობენ, რომ ქართული  ოცნების  მთავრობა მანკიერ პრაქტიკას აგრძელებს მსხვილ  ტენდერებს  მათთან  დაკავშირებულ  კომპანიებს არგებს.

 

„ესეთი კარტელური  გარიგებები  არსებობს, არა მხოლოდ  ჩვენ  ქვეყანაში, არამედ სხვა  ქვეყნებშიც და ეს მიღებული პრაქტიკაა, რა თქმა უნდა ესაა ცუდი სახელმწიფოსთვის“ -  აღნიშნა პარტია „ ლელო  საქართველოს“ წევრმა  ვატო  სურგულაძემ

 

 

„საქართველოს  ხელისუფლებასთან დაკავშირებული ფირმები გამდიდრდნენ კოვიდ პანდემიაზე, დაწყებული ხელთათმანიდან  დამთავრებული დეზინფექტანტებით და პირბადეებით , ყველა  შესყიდვა, რაც კოვიდს  უკავშირდება  არის კორუფციული და მაღალი რისკის  შემცველი“ - აღნიშნა,  ნაციონალური  მოძრაობის  წვერმა   გიორგი ჩალაძემ  

 

„სულ მცირე ეჭვებს იწვევს, რატომ ნიკა გამყრელიძის კომპანია, რატომ ამირან გამყრელიძის შვილი, ამასთან დაკავშირებით რა  თქმა უნდა კითხვები გვაქვს“ -  აღნიშნა  სტრატეგია  აღმაშენებელის  წევრმა  სერგო  ჩიხლაძემც

 

„მთავარია, როდესაც  გადავხედავთ  ორგანიზაციებს, რომლებმაც  თითქოს  მოითხოვეს ხელთათმანების მიწოდება, ესენია შპს  ქართული ფასეულობები 2016,  აიპი  ზევსი, საფეხბურთო კლუბები, სიონი,  მეშახტე მაღაროელი, დავრწმუნდებით, რომ ეს არის აბსოლუტურად ხელოვნურად მოგლონილი ტენდერი, იმისათვის, რომ კონკრეტულ კომპანიას  მიეღო 7-8 მილიონამდე  ლარის  დაფინანსება“ -   აღნიშნავს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი  აბესაძე

 

კომპანია გეფაში აცხადებენ, რომ მათ  სახელმწიფოს ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზეს , ელოდებიან რომ გაიმარჯვებენ. სპეციალურ პირობებში პრობლემას ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ ტენდერი მათზე მორგებული არ  არის.

 

„რა თქმა უნდა ვიღაცას რაღაც აზრები  უჩნდება, მაგრამ  ყოველი შემთხვევისთვის მორგებული, რომ არ არის  ფაქტია ,იმიტომ რომ ჩვენ  ვართ ერთ-ერთ  პრეტედენტი, რომელიც ჩვეულებრივად ვიღებთ მონაწილეობას ტენდერში.  -  აცხადებს ტენდერების კოორდინატორი ზოია კალანდაძე.   

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგანტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერი ახლა შერჩევა-შეფასების  ეტაპზეა, პრეტედენტი მხოლოდ კომპანია გეფაა და სავარაუდოდ გამარჯვებულიც ისგახდება. რვა მილიონლარს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნიკოლოზ გამყრელიძესთან დაკავშირებული  სავარაუდოდ ოფიციალურად ამის შემდეგ მიიღებს


წყარო: ფორმულა 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up