კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 8 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი თითქმის 1 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2100 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე კი დილიდან ვაჭრობა $1/3.2082 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.2112-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/7.1167 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 7.1316-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამი უმნიშვნელოდ გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/483.5600 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 484.0000-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი კი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/1.7043 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1. 7043-ის ნიშნულზე იყო.