8 ივნისს მხოლოდ ის სასტუმროები იხსნებიან, ვინც საქართველოს ხელისუფლებასთან საერთო ენა გამონახა

8 ივნისს მხოლოდ ის სასტუმროები იხსნებიან, ვინც საქართველოს ხელისუფლებასთან საერთო ენა გამონახა

access_time2020-06-03 14:00:55

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარია განცხადებით, 8 ივნისიდან გაიხსნება ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნება ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყების შემოწმება და ამაზე კონკრეტული ნებართვა ექნება.


სასტუმრო „კოლხიდას“ მფლობელი ხათუნა ლაგაზიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ორი კვირის განმავლობაში, უშედეგოდ ელოდებიან შემოწმებას, რათა გახსნის ლიცენზია მიიღონ. ლაგაზიძის აზრით, 8 ივნისს მხოლოდ ისინი იხსნებიან, ვინც მოახერხა და საქართველოს ხელისუფლებასთან საერთო ენა გამონახა.


„20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ვრეკავთ ჯანდაცვის სამინისტროში, დავრეგისტრდით საიტზეც იმისათვის, რომ ეკონომიკური საქმიანობა დავიწყოთ. ლიცენზიის მიღების  პროცედურა არის შემდეგი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გადასცემს ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შესამოწმებელი ობიექტების სიას, შემდეგ შესაბამისმა სამსახურებმა უნდა შეგვამოწმონ, თუმცა დღემდე არანაირი სია მათაც არ აქვთ. ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე ყველა ოპერატორი განსხვავებულ პასუხს გვცემს, მაგალითად, ოპერატორისგან ისეთი პასუხიც მივიღეთ, რომ ეს ყველფერი პრემიერს არ უთქვამს. მართალია უამრავი ობიექტია რეგისტრირებული და ამიტომ ჭიანურდება, მაგრამ ძალიან ბევრი აღმოჩნდა ამ პრობლემის წინაშე და უშედეგოდ ელოდებიან შემოწმებას. როგორც ჩანს, 8 ივნისს მხოლოდ ისინი იხსნებიან, ვინც მოახერხა და საქართველოს ხელისუფლებასთან საერთო ენა გამონახა, ანუ „ჩააწყო“. დღეს უკვე 3 ივნისია და როდის შემოვლენ, შეამოწმებენ და შემდეგ შესაბამის ნებართვას გასცემენ - უცნობია, ისედაც წელში გადატეხილი ტურისტული ბიზნესი სახელმწიფოსგან ასეთ დამოკიდებულებას არ ელოდა“, - განმარტავს ხათუნა ლაგაზიძე.



სასტუმრო „კოლხიდას“ მფლობელი აღნიშნავს, რომ ისედაც ცუდ მდგომარეობაში აღმოჩენილი ტურიზმის სექტორი, არსებული ბიუროკრატიული პრობლემების გამო, ყოველდღიურად ათობით დამსვენებელს კარგავს.


„ათასობით ლარის სადეზინფექციო საშუალებები, სპეც აღჭურვილობა თანამშრომლებისთვის და სხვა საჭირო ინვენტარი შეძენილია და ვერ მივაღწიეთ იმას, რომ შეგვამოწმონ და გახსნის ნებართვა მივიღოთ. ისედაც კატასტროფის წინაშე ვართ, შემოსავალი არ არის და ამის ფონზე ყოველდღიურად ათობით დამსვენებელს ვკარგავთ. წელს მოგებას არავინ ელოდება, მთავარია, რომ თანამშრომლები შევინარჩუნოთ და გადავრჩეთ, ამის საშუალებასაც არ გვაძლევენ, ჩვენთვის ის ერთი კვირაც ბევრს ნიშნავს. სასტუმროში მართალია უმეტესად უცხოელი დამსვენებლები გვსტუმრობდნენ, თუმცა წელს გათვლა მაინც ქართველ დამსვენებელზე გვაქვს. ის რომ ტურიზმის იხსნება ძალიან კარგია, მაგრამ თუ ეს ცარიელ სიტყვებად დარჩა და რეალურად შემოწმება ვერ მოხერხდა, ასეთ შემთხვევაში რა ტურიზმის ხელშეწყობაზეა საუბარია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად მობილიზებულები  არიან, რომ თავიანთი ფუნქცია შეასრულონ, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო ამის საშუალებას არ აძლევს“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up