სავაჭრო აპარატები I საუკუნე - 8 გამოგონება, რომელმაც დროს გაუსწრო

სავაჭრო აპარატები I საუკუნე - 8 გამოგონება, რომელმაც დროს გაუსწრო

access_time2018-05-26 20:00:37

ძნელია იყო გამომგონებელი - ზოგჯერ მათი გენიალური იდეები იმდენად უჩვეულოა, რომ ადამიანებს უჭირთ მათი სათანადო შეფასება და ამას ხშირად სჭირდება საუკუნეები. წარმოგიდგენთ 8 გამოგონებას, რომელმაც გაუსწრო დროს მხოლოდ საუკუნეების შემდეგ აღიარეს.

 

1.ლეონარადო და ვინჩის ტანკი

 

რენესანსის ეპოქის ტანკი ითვლება დღევანდელი ტანკების წინამორბედად.  ის უნდა აწყობილიყო ხის და რკინის ნაწილებისგან. მექანიზმი, რომლის მეშეობითაც მანქანას უნდა ემოძრავა, შედგებოდა ბორბლების, კბილანების და ბერკეტებისგან. ტანკის ამოძრავებისთვის უნდა გამოყენებულიყო 8 კაცის ფიზიკური ძალა. კონსტრუქციის პერომეტრზე უნდა განლაგებულიყო ზარბაზნები, ზევით - სათვალთვალო კოშკი. ტანკი უნდა ყოფილიყო ძალიან მაღალი, ამიტომ შიგნით გათვალისწინებული იყო კიბეების ჩადგმა. ამ უჩვეულო მანქანის ეკიპაჟი დაცული იყო მოწინაამღდეგეებისგან, ამიტომაც მას უნდა ემოქმედა ბრძოლის ეპიცენტრში. ტანკის შეიარაღებაზა მყოფ ზარბაზნებს უნდა ესროლათ ყველა მხარეზე, რაც იქნებოდა დამღუპველი მტრის ჯარისკაცებისთვის.

 

2. ფერდინანდ ვერბუსტის ავტომობილი, 1672 წელი


დიპლომატმა კარტოგრაფმა და თარჯიმანმა ფერდინანდ ვერბუსტმა აღწერა თავისი უჩვეულო გამოგონება ჟურნალ AstronomiaEuropea- ში - პირველი თვითმავალი სატრანსპორტი საშუალება - სათამაშო ჩინეთის იმპერატორისთვის. ის იყო 65 სანტიმეტრის სიგრძის, თუმცა მასზე დაყენებული იყო ორთქლის ძრავი. სფერულ ქვაბში მაღალი ტემპერატურის მეშვეობით იქმნებოდა წყლის ორთქლი, რომელიც ტურბინის ამოქმედებით ამოძრავებდა ბორბლებს.

 

3. ბი შენის საბეჭდი მანქანა, მე-11 საუკუნე


ჩინელმა ბი შენმა პირველმა გამოიგონა და გამოიყენა პრაქტიკაში მოძრავი შრიფტის მეშვეობით ბეჭდვის ტექნოლოგია. მან აიღო თიხა, გამოჭრა იეროგლიფები, დაამაშუშავა ცეცხლით, შემდეგ დაამზადა რკინის ფირფიტა ჩარჩოებით, სადაც აღავსებდა იეროგლიფებს. ბეჭდვის დაწყებამდე  ბი შენი აცხელედბა მთელ კონსტრუქციას, რითიც უზრუნველყოფდა იეროგლიფების გადატანას ქაღალდზე.


4.რენე დეკარტის კონტაქტური ლინზები, 1636 წელი


ფრანგმა მეცნიერმა რენე დეკარტმა შექმნა ე.წ. ჰიდროსკოპი, რომელიც ითვლება კონტაქტური  ლინზების პროტოტიპად. ეს იყო წყლით სავსე პატარა რკინის მილი, რომლის ერთ-ერთ ბოლოში თავსდებოდა ლინზა. 1801 წელს კონსტრუქტორმა ტომას იანგმა მოახერხა ამ თეორიული იდეის რეალიზება, თუმცა ჰიდროსკოპი ვერ გახდა პოპულარული.

 

5.  სავაჭრო აპარატები, ალექსანდრია, I საუკუნე


მსოფლიო ისტორიაში პირველი სავაჭრო აპარატი შექმნა ინჟინერმა გერონმა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, ქალაქ ალექსანდრიაში. ყველაფერი დაიწყო ტაძრებში, სადაც შესვლის წინ ყველას უნდა დაებანა ხელები, მაგრამ ეს პროცედურა მოითხოვდა ბევრ დროს, ამიტომაც გერონმა გადაწყვიტა პროცესის ავტომატიზება. მან შექმნა აპარატი, სადაც მომლოცველები აგდებდნენ ხურდას, რომელიც ამოძრავებდა სპეციალურ პლატფორმას, რომელიც ხსნიდა წყლის რეზერვუარს. მორმწუნეებმა ჩათვალეს ეს მორიგ საოცრებად, თუმცა სინამდვილეში ეს იყო მარტივი მექანიზმი. გამოდის,  რომ გერონმა პირველმა შექმნა სავაჭრო აპარატი, თანამედროვე ანალოგის დაპატენტებამდე  1800 წლით ადრე.


6. ბაღდადური ბატარეა


გერმანელი არქეოლოგის ვილჰელმ კენიგის მიერ აღმოჩენილი მესოპოტამიური არტეფაქტი ითვლება პირველ გალვანურ ბატარეად, რომელიც შეიქნა 2 000 წლით ადრე, ვიდრე ის გამოიგონა იტალიელმა მეცნიერმა ალესანდო ვოლტამ. ამჟამად ის ინახება ერაყის ეროვნულ მუზეუმში. კენიგის ვარაუდით, ბატარეა ივსებობა მჟავით და მას შეეძლო 1 ვოლტის ძაბვის გამომუშავება.

 

7. ცენტრალური გათბობა, ანტიქური საბერძნეთი


ცნობლია, რომ პირველებმა სახლების ცენტრალური გათბობის სისტემა შექმნეს რომაელებმა, თუმცა  მანამდე ამ ტექნოლოგიას აქტიურად იყენებდნენ მინოელები - ანტიკური საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე აყვავებული ცივილიზაციის წარმომადგენლები. მათ გაყავდათ მილები იატაკების ქვეშ, სადაც უშვებდნენ ცხელ წყალს. ამ სისტემას ერქვა ჰიპოკაუსტი, ანუ, „გათბობა ქვემოდან“. რომის იპერიაში ჰიპოკაუსტების მეშვეობით ათბობნდენ არისტოკრატების ვილებს და უზრუვნელყოფდნენ საზოგადოებრივი აბანოების გათბობას. რომში გათხრების დროს არაერთხელ აღმოჩენილ იქნა ეს სისტემა, რომელიც შეიძლება ჩაითვალის დღევანდელი „თბილი იატაკის“ პროტოტიპად.

 

8. სეისმოსკოპო, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 132 წელი


ჩინელმა მეცნიერმა ჩჟან ხენმა შექმნა პირველი სეისმოსკოპი, რომელსაც შეეძლო მიწისძვრის იდენტიფიცირება დღევანდელი ხელსაწყოების სიზუსტით. ისტორიულ ჩანაწერებში აპარატის გარენგული მხარე საკმაოდ კარგადაა აღწერილი, თუმცა მისი მუშაობის პრინციპი დღემდე რჩება საიდუმლოდ. მეცნიერები ხშირად ცდილობდნენ მსგავსი სეისმოსკოპის შექმნას და მისი მოქმედების პრიცნიპის ამოცნობას. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, სეისმოსკოპის შიგნით განთავსებულია საათის მსგავსი მექანიზმი,  რომელიც მოდის მოქმედებაში მაშინაც კი, როდესაც მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობს ასობოთ კილომეტრის მანძილზე.


 




29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
access_time2020-05-27 11:08:59
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი განმარტებით, აუცილებელი იქნება მგზავრობის დროს პირბადის ტარება   კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევეციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერებულია.

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე
access_time2020-05-27 12:30:30
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, შეზღუდვების მოხსნა და მითუმეტეს მთლიანად, უდიდეს რისკებს შეიცავს.მისივე თქმით, ეს რისკი შედარებით ნაკლებია საქართველოსთვის, რადგან საქართველომ მყარ სტაბილიზაციას მიაღწია. „ჩვენ მივაღწიეთ იმ სიტუაციას, როდესაც გვყავს ავადმყოფებისა და გარდაცვლილების ძალიან მცირე რიცხვი, ერთ-ერთი ყველაზე მცირე ევროპაში. ბოლო დღეებშიც არ ფიქსირდება ერთეულ შემთხვევაზე მეტი. ამიტომ საქართველოში...

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა
access_time2020-05-27 10:50:16
ახალი კორონავირუსი მსოფლიოს დღის წესრიგის შეცვლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ხალხთა ტრადიციებსაც აქტიურად ებრძვის. უამრავ რეგულაციასთან ერთად, რამდენიმე თვეა ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების ადათ-წესები სახეს იცვლის ან სრულად იკრძალება. მაგალითად, ქორწილისა და ქელეხის გადახდა რამდენიმე თვეა უკვე შეუძლებელია. რა ელის კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ტრადიციას საქართველოსთვის - სტუმარ-მასპინძლობასა და ქართულ სუფრას. რა გამოწვევებია სარესტორნო ინდუსტრიაში დღეს და რას...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...


მსგავსი სიახლეები

up