8 ეტაპად ჩატარებულ აუქციონზე 278 ობიექტი 236 მლნ ლარად გაიყიდა

8 ეტაპად ჩატარებულ აუქციონზე 278 ობიექტი 236 მლნ ლარად გაიყიდა

access_time2022-02-21 15:00:20

8 ეტაპად ჩატარებული სახელმწიფო აუქციონის შედეგად, 2021 წელს 278 ობიექტი, რომელთა ჯამური საწყისი ღირებულება 159 მლნ ლარს შეადგენდა, 236 მლნ ლარად გაიყიდა. სიაში დიდი საერთაშორისო კომპანიები არ იძებნება, ყველაზე ძვირიანი ობიექტი ბათუმში ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე 7000 კვადრატულ მეტრი ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აღმოჩნდა, რომელიც საწყის ფასზე 2.6-ჯერ მეტად 30 მლნ ლარად (2021 წლის კურსით $10 მლნ-ზე ნაკლებად) სს დე ჯგუფმა შეიძინა, მან იქ 48 თვის ვადაში 150 ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს.

 

19 მლნ ლარად გაყიდული 2300 კვადრატულ მეტრის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთიც ბათუმში მდებარეობს. ის შპს REAL PALACE-მა შეიძინა. კომპანია 2011 წელს დაარსდა და მის ძირითად საქმიანობას ბათუმში საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა წარმოადგენს. მის წილებს სამი ფიზიკური პირი ზურა ხიმშიაშვილი, ჯიმშერ ზოიძე და თამაზ ბექაია თანაბრად ინაწილებენ. კომპანიამ ბოლო 10 წელიწადში 13 პროექტი განახორციელა, ამჟამად ყველაზე მასშტაბური პროექტი 557 ბინიანი Black Sea Tower-ა, საიდანაც 525 ბინა უკვე გაყიდულია.

 

შპს ქანდა გრიქალჩერმა მცხეთაში, სოფელ მუხრანში 77 და 66 ჰექტრის სასოფლო სამეურნეო ნაკვეთები 11 მლნ ლარად შეიძინა. იმავე ფასად, იმავე სოფელში 224 ათასი კვადრატული მეტრის არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი გია გორგოშაძემ იყიდა.

 

მცხეთაში მუხათწყაროს მიმდებარედ 5.3 მლნ ლარის გადახდის შემდეგ 63 ათასი კვადრატული მეტრის მიწის ფართობი შპს ლიდერმშენი 2010-ის საკუთრება გახდა.

 

თბილისში, დოდაშვილის ქ. N18–ში (ნაკვ. 28/13) არსებული 15637 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მფლობელი 4.7 მლნ ლარად შპს ტიბანი დეველოპმენტი გახდა.


 

შპს გოფრატრამ თბილისში ვანის ქუჩაზე 11.3 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობასთან ერთად 3.9 მლნ ლარად შეიძინა.

 

3.1 მლნ ლარად დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული 12003 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა შპს ალფამ შეიძინა.

 

რუსთავში, XXI მიკრო/რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 56098 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მფლობელი 3.4 მლნ ლარად შპს მოდერნ თაუნი გახდა.

 

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ არსებული არსებული 4404 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული N1-N5 შენობა-ნაგებობების შესაძენად გელა კალცოევს 3.2 მლნ ლარის გადახდა მოუწია.

 

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ნავთობაზის მიმდებარედ არსებული 10182 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 3.2 მლნ ლარად შპს მისო ნოვა კრედიტმა შეიძინა.

 

აუქციონში შენობა-ნაგებობების ან მიწის ნაკვეთების შესაძენად 1 მლნ ლარზე მეტის გადახდა მოუწიათ ასევე: შპს ჩიგოგიძე ვან ბარსს, შპს დეილს, შპს იბეროელს, შპს გლობალფარმს, შპს კიკეთი დეველოპმენტი 1-ს, შპს ბაკურიანი ინნ-ს, შპს ასკანელი აგროს, შპს არტ ინვესტს, შპს მოდერნ ჰაუს დეველოპმენტს, შპს უდაბნოს, შპს ვიქთორი ჯეორჯიას, შპს კაპიტალ ინვესტ ჯგუფს, შპს ჯორჯიან ალიანსს, სს ატოვების მართვის კომპანიას. აგრეთვე ფიზიკურ პირებს: თეიმურაზ შუკაკიძეს, თამაზ ზვიადაურს, ნონა ჭანტურიას, დავით კოსტავას, ზაურ ცხადაძეს...


2022 წლის ბიუჯეტში პრივატიზაციის გზით 300 მლნ ლარის მობილიზებაა დაგეგმილი.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up