კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 8 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 15 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 68 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი 16 პუნქტით გაუფასურდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია.
ეროვნული ბანკის მიერ 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 9 აპრილისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში წინა დღესთან შედარებით გაუფასურდა და 3.4260 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე კი დილიდან $1/3.4250 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.4225-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა მცირედით გამყარდა და დოლართან მიმართებაში დაახლოებით 8.165 შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/8.1605 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 8.1558-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი გაუფასურდა და დოლართან მიმართებაში 538,9 დრამი შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კიდილიდან ვაჭრობა $1/539.6900 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 536.4800 -ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებაში 1,7 მანათს უტოლდება. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/1.6979 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6988 ნიშნულზე იყო.