720%-იანი ზრდის შემდეგ Tesla-ს კაპიტალიზაციამ $620 მლრდ-ს გადააჭარბა

720%-იანი ზრდის შემდეგ Tesla-ს კაპიტალიზაციამ $620 მლრდ-ს გადააჭარბა

access_time2020-12-13 18:00:31

პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის პარალელურად ამერიკული ელექტრომობილების გიგანტი - Tesla ახალ რეკორდებს ხსნის. ბირჟაზე ბოლო ვაჭრობის შედეგად, კომპანიის აქციათა ფასები კიდევ 1.27%-ით $650-მდე გაიზარდა. Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ კი $623 მლრდ-ს გადააჭარბა, რაც ნებისმიერ, მასზე ბევრად დიდ სხვა ავტომწარმოებლის ღირებულებას მნიშვნელოვნად აღემატება.  


წლის დასაწყისში Tesla მხოლოდ $76 მლრდ ღირდა. შედარებით მოკრძალებულად გამოიყურებოდა მისი დამფუძნებლის ილონ მასკის ქონებაც. ის $25 მლრდ-ს ფლობდა და Forbes-ის სიაში 31-ე ადგილს იკავებდა. დღეს მასკის ქონება $145 მლრდ-ს შეადგენს და მეორე ადგილზე იმყოფება. წელიწადზე ნაკლებ დროში, $120 მლრდ-ის გამომუშავება, მულტიმილიარდერთა სამყაროშიც კი უჩვეულო მოვლენად ითვლება. ეს წამში $4 000-ის მიღებას ნიშნავს, რაც საქართველოში საშუალო წლიურ ხელფასზე მეტია.


Tesla ილონ მასკმა 2003 წელს კალიფორნიაში დააფუძნა. პირველი ელექტრომობილი Tesla Roadster მან 2008 წელს გამოუშვა. გაყიდვების მხრივ მას დიდი გარღვევა არ მოუხდენია. ის უფრო ცნობილი 2018 წელს მას შემდეგ გახდა რაც თავისი პირველი ელექტრომობილი, თავისივე რაკეტით - Falcon Heavy-ით მარსზე გააგზავნა. 2012 წელს ბაზარზე ლაქშერი კლასის Teslamodel S გამოჩნდა, 2015 წელს კი ასევე ლაქშერი SUV Teslamodel X. ნამდვილი წარმატება 2018 წლიდან Teslamodel 3-ის გაყიდვებში ჩაშვებიდან დაიწყო. 2020 წელს დაგეგმილი იყო 40 ტონიანი სატვირთოს TeslaSemi-სა და სუპერქარ TeslaRoadster-ის გამოშვება. პანდემიამ გეგმები 1 წლით გადასწია. მასკი ირწმუნება, რომ ახალი TeslaRoadster 0-დან 100 კმ/სთ-მდე 1.9 წამში აჩქარდება, მაქსიმალურ სიჩქარეს 400 კმ/სთ-ს განავითარებს და 1 დამუხტვით 1000 კმ-ს გაივლის და მხოლოდ $200 000 ეღირება, რაც ამ მონაცემების სხვა შიდაწვის ძრავიან კონკურენტებთან შედარებით 10-ჯერ ნაკლებია.



გეგმების შეცვლის მიუხედავად წელს ტესლას გაყიდვები მაინც გაიზარდა. თუ გასული წლის პირველ 3 კვარტალში ტესლამ ბაზარს სულ 255 ათასი ელექტრომობილი მიაწოდა, წელს ეს რიცხვი 318 ათასამდე გაიზარდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მესამე კავარტალი, რა დროსაც 24%-იანი ზრდა დაფიქსირდა და გაყიდვებმა 139 000-ს გაააჭრბა. წინასწარი მონაცემებით მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ოქტომბერ-ნოემბერშიც. 2020 შეიძლება იყოს პირველი წელი, როდესაც ტესლას გაყიდვები 0.5 მლნ-ს გადააჭარბებს. გლობალურ ავტოწარმოებაში ეს რიცხვი 0.5%-ზე ნაკლებია, მაგრამ ელექტრომობილების ბაზარზე 15%-ზე მეტი. სწორედ ეს აძლევს ტესლას განსაკუთრებულ ღირებულებას. შედარებისთვის Toyota-მა გასულ წელს 10 მლნ-ზე მეტი მოდელის რეალიზება შეძლო, მაგრამ მისი ღირებულება დღეს $230 მლრდ-ია, Tesla-ზე 2.7-ჯერ ნაკლები.


საინტერესოდ გამოიყურება ელექტრომობილების მთლიანი ბაზარიც. მარტ-ივნისის ოთხთვიანი ჩავარდნის შემდეგ ივლისიდან უკვე მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება. გლობალურმა გაყიდვებმა 10 თვის ჯამში 2.127 მლნ-ს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 21%-ით აღემატება, მხოლოდ ოქტომბერში რეკორდული - 127%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ფლაგ ინ ჰიბრიდების ჩათვლით ახალ ავტომობილებში ელექტრომობილების წილი 3.5%-მდე, მხოლოდ ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილების წილი კი 2.4%-მდე გაიზარდა.




გიორგი ელიზბარაშვილი


თეგები:
Tesla



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up