7006 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ტექნიკური შემოწმება 1592-მა ვერ გაიარა

7006 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ტექნიკური შემოწმება 1592-მა ვერ გაიარა

access_time2018-02-07 15:00:18

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 7006 ავტოსატრნსპორტო საშუალებიდან ტექნიკური შემოწმება 1592-მა ვერ გაიარა.როგორც პირველ არხს სამინისტროში განუცხადეს, ძირითადი დარღვევები იყო სამუხრუჭე სისტემა, გამონაბოლქვი, ფარების გაუმართაობა, საბურავები და საჭის მართვის მექანიზმი.

 

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან ტექდათვალიერება უნდა გაევლო სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილებს. 2018 წლის 1 ივლისიდან კი ინსპექტირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები.

 

2018 წლის 1 ოქტომბრიდან ტექდათვალიერება სავალდებულო გახდება მსუბუქი ავტომობილებისთვის, რომელთა ძრავის მოცულობა სამი ათას კუბური სანტიმეტრია ან აჭარბებს მას. 2019 წლიდან კი ტექნიკურ შემოწმებას ყველა ავტომობილი დაექვემდებარება.

 


მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარს შეადგენს, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების – 100 ლარია.თუ მძღოლი დარღვევის შემთხვევაში ერთთვიან ვადაში ხარვეზს არ გამოასწორებს, 50 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირისთვის კი ჯარიმა 200 ლარით განისაზღვრა. კომპანიასთან ერთად მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება.

 

ამჟამად საქართველოს მასშტაბით 24 ტესტირების ცენტრი და 35 ხაზი მოქმედებს. დაგეგმილია მათი რაოდენობის 115 გაზრდა.

 

1TV.ge

 



თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“

თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“
access_time2020-01-21 10:45:48
„კაზინოების ინკოგნიტო ბარათები სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს ფულის გათეთრების მიმართებაში და ამიტომაც, მისი გამოყენება დაუშვებლად მიმაჩნია“-ამის შესახებ „კომერსანტს“ აშშ-ში მცხოვრებმა ფინანსისტმა, აშშ-ის საგადასახადო სამსახურის მიერ ლიცენზირებულმა ექსპერტმა თემურ ბასილიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ეს ეხება არა მხოლოდ კაზინოსთან დაკავშირებულ ბარათებს, არამედ ყველა...

ინვესტიციების ქვეყნიდან ვალების ქვეყნამდე - რა გზა გაიარა საქართველომ ბოლო 3 წელში

ინვესტიციების ქვეყნიდან ვალების ქვეყნამდე - რა გზა გაიარა საქართველომ ბოლო 3 წელში
access_time2020-01-21 10:00:32
ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი ადგილი  ინვესტიციებს უჭირავს.  ჯერ კიდევ 2016 წელს საქართველოს ყოფილმა  პრემიერ-მინისტრმა  ბიძინა ივანიშვილმა, „ ქართული ოცნების“ 4 წლიანი მუშაობის შეფასებისას განაცხადა, რომ  „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ეკონომიკა ვალების ეკონომიკიდან ინვესტიციების ეკონომიკად გადააქცია. თუ „საქსტატის“ მონაცემებს გავითვალისწინებთ, ყოფილი პრემიერის შეფასება რეალობას არ შეესაბამებოდა, რადგან ქვეყანაში...

„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-20 21:30:20
„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა 1.„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულყოფას მოითხოვს, ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს“ 2.კაზინოების ინკოგნიტო ბარათები ფულის უკონტროლო მოძრაობის საფრთხეს...

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ
access_time2020-01-20 18:00:21
ბრიტანულმა კომპანია BDRC Continental-მა და პროვაიდერმა Cable.co.uk-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც სირიამ ყველაზე იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს რეიტინგის სათავეში უკრაინა იყო, თუმცა, წელს მეორე ადგილზე აღმოჩნდა.   ყველაზე იაფი ინტერნეტის ქვეყნებში საქართველო 19-ე ადგილს იკავებს, ხოლო ინტერნეტის ღირებულება საშუალოდ თვეში 13,86...

თურქეთში უძრავი ქონების შესყიდვით რუსები, საქართველოში კი ისრაელის და ირანის მოქალაქეები ინტერესდებიან

თურქეთში უძრავი ქონების შესყიდვით რუსები, საქართველოში კი ისრაელის და ირანის მოქალაქეები ინტერესდებიან
access_time2020-01-21 11:30:55
რუსეთის მოქალაქეები თურქეთის უძრავი ქონების შემსყიდველთა რიგებში დაწინაურდნენ. ერაყისა და ირანის მოქალაქეებთან ერთად რუსეთი ამ მაჩვენებლით პირველ სამეულშია.  ამის შესახებ სააგენტო RBK თურქული სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს. 2019 წელს რუსებმა თურქეთში 2890 უძრავი ქონება შეიძინეს,  რაც 26 პროცენტით მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ. ამ მაჩვენებლით...


მსგავსი სიახლეები

up