7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი თავისუფალია - პოლიტიკური შეფასებები

7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი თავისუფალია - პოლიტიკური შეფასებები

access_time2020-02-20 13:00:37

7 წლიანი პატიმრობის შემდეგ ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი თავისუფალია. საპატიმროდან გამოსულმა ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვება. მისი თქმით, აუცილებელია, მოქმედი ხელისუფლების ცვლილება.

 

„ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, წლის ბოლომდე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის შემდეგ ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი, რომელიც ამ ციხეშია, და მე ვამბობ, რომ ვინც მე ვიცი, ვინც ამ ციხეში ზის, ყველა არის პოლიტპატიმარი“ ,- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

 

ვანო მერაბიშვილის დღევანდელ განცხადებას  უკვე მოჰყვა გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში.

 

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილის, ლევან კობერიძის შეფასებით, ვანო მერაბიშვილის დღევანდელი განცხადებები და რიტორიკა პატიმრობამდე მეხსიერების გაგრძელებას ჰგავს. კობერიძის თქმით, მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროინდელი რიტორიკით აგრძელებს საუბარს და სავარაუდოდ, ამ რიტორიკით აპირებს პოლიტიკაში შესვლას.

 

„პოლიტიკური განცხადებები მისი მხრიდან მოვისმინე, ეხლა დაველოდოთ, როგორ გაინაწილებენ ერთმანეთში „ნაციონალური მოძრაობა და „ევროპული საქართველო ვანო მერაბიშვილს, საით გაუწევს უფრო გული. ეს უკვე მათი შიდა სამზარეულოს თემაა, რომელიც ვფიქრობ, არცთუ ისე აქტუალური იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის და მომავალი არჩევნებისთვის“, - აცხადებს ლევან კობერიძემ.

 

 

„ვფიქრობ, პირველივე განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანისთვის გარეთ გამოსვლა ადრე იყო და შესაბრუნებელია“- ასე აფასებს დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ვანო მერაბიშვილის მიერ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ გაკეთებულ კომენტარს. ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ის სასჯელი, რაც ვანო მერაბიშვილმა მოიხადა, საკმარისი არაა.

 

 

„ეს არის კიდევ ერთხელ ქართველი ხალხის დაცინვა, როდესაც ასეთი ადამიანი გამოჰყავთ დ ამას პერსპექტივას უტოვებენ. ეს „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავეებთან მიმართებაში, გინდაც გიგი უგულავა იყოს. ახლა არ ვიცი, რას მოახერხებენ, იმედია, მერაბიშვილს იგივე მდგომარეობაში არ ჩააყენებენ, რომ ის ისევ პოლიტპატიმრად აქციონ. ამ ადამიანებს საკმაოდ მძიმე დანაშაულებები აქვთ ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და ვფიქრობ, ის სასჯელი, რაც მოიხადეს, არ არის საკმარისი, ყველა დაზარალებული ადამიანი ამ უკმარისობას გრძნობს, განიცდის“ ,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

 

„ვანო მერაბიშვილის დასამხობი ქვეყანაში არაფერია, ასეთი ადამიანები ხელისუფლებაზე ოცნებას ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაემშვიდობონ, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა. როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, ვანო მერაბიშვილი არის ვანო მერაბიშვილი, ეს არის სამარცხვინო ლაქა საქართველოს ისტორიაში.


 

„ვანო მერაბიშვილის დღევანდელი განცხადება არის „ქართული ოცნების“ არასწორი პოლიტიკა, რაზეც წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ მივუთითებდით მართვის სისტემურ კრიზისზე, რომელიც მან აირჩია ორმაგი თამაშებით. ხან „ნაციონალებს“ ეთამაშა, ხან „ევროპულ საქართველოს“, თან მექრთამე ყოფილ ჩინოვნიკებს გაურიგდა. კეზერაშვილთან დალაგდა, ყველა სასამართლო მოაგებინა. ამ ორმაგმა თამაშმა გამოიწვია, რომ ვანო მერაბიშვილი დღეს გვემუქრება სახელმწიფოს დამხობით. ე.ი. ტყუილად ვწვალობთ, საარჩევნო მოდელებს ვეძებთ, რომ ქვეყანაში არჩევნები დემოკრატიულად ჩავატაროთ. უცებ ვანო მერაბიშვილი გამოდის და გვთავაზობს, მარტივ რეცეპტს ხელისუფლების შეცვლას, დამხობით. სახლში რომ მივა, თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი, თავზე დაიმხოს, რაც დასამხობი აქვს. ვანო მერაბიშვილის დასამხობი ქვეყანაში არაფერია. დემოკრატიული განვითარება და არჩევნები გვჭირდება. ასეთი ადამიანები ხელისუფლებაზე ოცნებას ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაემშვიდობონ. ქვეყანაში უნდა დასრულდეს, რომ ვაის რომ გაეყრები, უის შეეყრები. შეიძლება, ვანო მერაბიშვილი თავს იმხნევებს და ძლიერობს. როცა პატიმარი იყო, თავს ვიკავებდი კრიტიკისგან და დელიკატიურობის მომენტი იყო. როცა თავისუფალია, არაფერს არ მოვერიდებით. ვანო მერაბიშვილის დასამხობი შეიძლება იყოს ის, რასაც ფლობს. პოლიტიკაში შანსი შეიძლება ჰქონდეს, ადამიანები დახვდნენ და ის ადამიანი მოსწონთ, ვინც წლების განმავლობაში ადამიანებს ხოცავდა. გერმანიაშიც არიან ადამიანები, ვინც ჰიტლერს აღმერთებდნენ და კონცლაგერებს ელოდებიან. როგორც ჩანს, ადამიანები არსებობენ, ვინც ამისგან სიამოვნებას იღებენ“, – განაცხადა ლევან გოგიჩიაშვილმა.

 

ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი, ე.წ. ლიდერი შეუერთდა კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერთა ჯგუფს. მისი თქმით, არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას ქართული ოცნება მოიპოვებს, ხოლო ვანო მერაბიშვილს სისტემური დანაშაულის მსხვერპლი ადამიანები გასცემენ პასუხს.

 

„ივანე მერაბიშვილი არის მხილებული უმძიმესი დანაშაულების ჩადენაში, ეს ადამიანი არის კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი და ეს ნათლად გამოჩნდა დღეს კიდევ ერთხელ. მე შემიძლია გითხრათ, რომ კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი, ე.წ. ლიდერი შეუერთდა იმ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერთა ჯგუფს, რასაც წარმოადგენს ნაცმოძრაობა მისი სატელიტი პარტიებით. ამ ადამიანს პასუხს გასცემენ ის დაზარალებულები, იმ სისტემური დანაშაულის მსხვერპლი ადამიანები, ვინც ამ ადამიანმა გააუბედურა, ჯერ ისინი უპასუხებენ მათ და ისინი გასცემენ პასუხს. რაც შეეხება პოლიტიკურად, ჩვენ ადრეც განგვიცხადებია და იცით, რომ ქართული ოცნება დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს და ნაციონალური მოძრაობა დასრულდება საპარლამენტო არჩევნებში. კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ადგილი არ არის ქართულ პოლიტიკაში, კრიმინალურ მენტალიტეტს ვებრძვით ჩვენ, ვაგრძელებთ ბრძოლას და საზგადოება გამოიტანს განაჩენს როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალური თვალსაზრისით. რომელ პოლიტიკურ შანსზეა საუბარი?“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

მერაბიშვილის ციხიდან განთავისუფლებას მიესალმება გიორგი ვაშაძე.  მერაბიშვილის პოლიტიკური გეგმები მისთვის უცნობია, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, მზად არის, შეხვდეს. ვაშაძე განმარტავს, რომ ოპოზიციის ერთობასთან დაკავშირებით მერაბიშვილს კარგი გზავნილი ჰქონდა. მისივე თქმით, ყველას აქვს საკუთრი სიმართლე, საკუთარი ხედვა და საკუთარი გზა.

 

„ვანო მერაბიშვილს კონკრეტული საქმეებიც ბევრი აქვს ქვეყანაში გაკეთებული, საპატრულო პოლიციით დაწყებული და სხვა მიმართულებით გაგრძელებული, აქედან გამომდინარე, შევხედავთ, დრო გვიჩვენებს, აბსოლუტურად ყველაფერს. რაც მთავარია, ჩვენ „ახალი საქართველოს“ გუნდი ერთადერთ რამეზე ვფიქრობთ – რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესი, ვინც ამ შენებაში მიიღებს მონაწილეობას, მზად ვართ, ყველას ვესაუბროთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

 

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პატიმრობა საქართველოს უახლესი დემოკრატიის ისტორიაში ერთ-ერთი ლაქა იყო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ივანიშვილმა პოლიტიკური რეპრესიები დაამკვიდრა იმ ხალხის მიმართ, ვინც აღიზიანებდა ან პოლიტიკურ საფრთხეს უქმნიდა.

 

„რა თქმა უნდა, 7 წელი იჯდა ადამიანი ციხეში და მის ნაცვლად მე ვერ ვისაუბრებ. მან უნდა თქვას ეს ყველაფერი. უბრალოდ მიხარია, რომ ამხელა სასჯელის შემდეგ, ერთკაციან კამერაში 7 წელი მჯდომი პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლებულია. ის ჩემი მეგობარია. ამას რომ თავი დავანებოთ, ეს ისტორიაც არის ერთ-ერთი ლაქა ჩვენი უახლესი დემოკრატიის ისტორიაში, რომ ასეთი რამ მოხდა. სწორედ ამიტომ ივანიშვილის რეჟიმი არჩევნების გზით მშვიდობიანად უნდა დასრულდეს, რომ ასეთი ამბები არასდროს აღარ მოხდეს საქართველოში, რომ პოლიტიკური დაკვეთით ვინმე ციხეში იჯდეს.

 

ეს არ ნიშნავს, რომ დაუსჯელები უნდა ვიყოთ, თუ ვინმე დანაშაულს ჩაიდენს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილმა კანონის უზენაესობა კი არ დაამკვიდრა, არამედ დაამკვიდრა პოლიტიკური რეპრესიები იმ ხალხის მიმართ, ვინც აღიზიანებდა ან პოლიტიკურ საფრთხეს უქმნიდა. მერაბიშვილი ასეთი იყო. აღიშნულის გათვალისწინებით, გარდა იმისა, რომ პერსონალურად მიხარია ის, რომ ამდენი ხნის შემდეგ მერაბიშვილი თავისუფალია, ეს გათავისუფლებაც უნდა იყოს სიმბოლო იმის, რომ თუ ივანიშვილს არჩევნებში მშვიდობიანად დავამარცხებთ, ჩვენ არაფერი მსგავსი არასდროს უნდა გავაკეთოთ.7 წელი იჯდა და 5 წუთით ადრე გამოუშვეს, ჩვენ დაგვაგვიანდა. დანარჩენზე თავად ვანომ უნდა ისაუბროს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ მერაბიშვილი პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ პოლიტიკურ პროცესში ჩაერთვება. ჭიაბერაშვილი მერაბიშვილის პოლიტიკურ გეგმებზე წინასწარ კომენტარს არ აკეთებს.

 

6 წელიწადნახევარი ვანო მერაბიშვილი იყო უკანონო პოლიტიკური პატიმარი, რაც სტრასბურგის სასამართლოს დადასტურებული აქვს. ამდენ ხანსაც რომ ბიძინა ივანიშვილმა გააჩერა სტრასბურგის გადაწყვეტილება, ეს ცალკე დარღვევაა. ბუნებრივია მერაბიშვილი თვალს ადევნებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, თუმცა მას ახლა სჭირდება უამრავ ადამიანთან შეხვედრა, გააზრება იმისა, თუ რა პროცესები მიმდინარეობს. ოპოზიცია დღეს მაგიდის გარშემო ერთიანად ზის იმისათვის, რომ საპარლამენტო არჩევნებზე დავასრულოთ ბიძინა ივანიშვილის უკანონო, მაფიოზური მმართველობა ქვეყანაში. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ვანო მერაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს ამაში. მაგრამ რა ფორმით და როგორ, ამას თავად გადაწყვეტს. წინასწარ რაიმე კომენტარი უადგილო მგონია, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

 

ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში სააკაშვილმა ყველას შერიგებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მერაბიშვილის გაუტეხლობით ამაყობს.

 

მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას, მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ. მე ვამაყობ მისი გაუტეხლობით, შემართებით და სიმტკიცით. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება. მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ, არამედ მომავლისკენ სწორებისკენ, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა (უმუშევართა აღრიცხვის და დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების დროს 5,2 მლნ ლარის გაფლანგვა; კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისება) და ამომრჩევლის მოსყიდვის (2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა) ბრალდებით. მოგვიანებით ვანო მერაბიშვილს ბრალი წაუყენეს დეპუტატ ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების გამო. 2014 წელს სასამართლომ ყველა ამ საქმეებზე დამნაშვედ სცნო.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up