7 მითი სტარტაპერებზე, რომლებისაც ყველას გვჯერა

7 მითი სტარტაპერებზე, რომლებისაც ყველას გვჯერა

access_time2020-10-24 14:00:33

უმეტესობა ჩვენგანისთვის სტარტაპერი ახალგაზრდა, მოუსვენარ ადამიანთან ასოცირდება, რომელიც, ბავშვობის მეგობრებთან ერთად, ჯერ არნახულ იდეაზე მუშაობს.

სტატისტიკურ მონაცემებს თუ დავუჯერებთ, ამ წინადადების ერთი ნაწილიც კი არ შეესაბამება ტიპურ წარმატებულ ანტრეპრენერს.

ასეთ გაუგებრობას ის იწვევს, რომ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული ისტორიები გამონაკლისებს ეხება და არა სტანდარტებს. მსგავსი სტერეოტიპების მიღება იმდენად გაუცნობიერებელი პროცესია, რომ მისი მსხვერპლი მსხვილი ინვესტორებიც ხდებიან ხოლმე.

კარგი ამბავი ისაა, რომ სტარტაპერებზე შეგროვებული მონაცემების ანალიზი გვეხმარება უკეთ გავერკვეთ, რა იმალება ჩვენი წარმოდგენების უკან.

წარმატებული ანტრეპრენერების საშუალო ასაკი 45 წელია
ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მცდარი მოსაზრება ისაა, რომ ანტრეპრენერები სტუდენტები ან 30 წლამდე ადამიანები არიან. სინამდვილეში, გამოცდილება ამ სფეროშიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვაგან (უფრო მეტად თუ არა). MIT-ის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ, სინამდვილეში, წარმატებული სტარტაპერების საშუალო ასაკი 45 წელია.

ასეთი მითები რიგით მოქალაქეებზე შორსაც მიდის. Როგორც პოლ გრაჰამი, Y კომბინატორის ერთ-ერთი დამფუძნებელი, აღნიშნავს:

“ინვესტორების თავში ზღვარი 32 წელზე გადის. 32 წლის ზემოთ ისინი სკეპტიკურები ხდებიან.”

ეს მცდარი შეხედულება იმას უნდა დავაბრალოთ, რომ ყველასათვის ცნობილი ანტრეპრენერები ახლოსაც არ იყვნენ გამოთვლილ საშუალოსთან: სტივ ჯობსმა ეფლი 21 წლისამ დააარსა; მარკ ცუკენბერგი და ბილ გეითსი, საერთოდაც, ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ. რატომღაც, ყველას უფრო გვიზიდავს ახალგაზრდა დამფუძნებლებზე ფიქრი, ვიდრე ამ სფეროში კარგად გამოცდილ ზრდასრულ ადამიანებზე.

წარმატებული სტარტაპები, ძირითადად, ოჯახის წევრებისგან შედგება და არა - მეგობრებისგან
საუკეთესო მეგობრებთან ერთად ბიზნესის წამოწყება ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყველას გვისურვია. რა არის იმ ადამიანთან მუშაობაზე უკეთესი, რომელთან ერთადაც დაუვიწყარი დღეები გაგიტარებია? ასეთი ისტორიებიც გვაქვს უკვე ცნობილ ანტრეპრენერებზე, მაგრამ, თურმე, ესეც იშვიათობას წარმოადგენს. სინამდვილეში, ოჯახის წევრებთან ერთად წამოწყებული ბიზნესი უფრო ღრმად ფესვგადგმულ ნდობასა და ამტანობას ეფუძნება, ვიდრე ნებისმიერ სხვასთან.

პენსილვანიის უნივერსიტეტის ვარტონის სკოლის პროფესორმა, ეთან მოლიკმა, და მისმა კოლეგა ჯეისონ გრინბერგმა ათასობით დამფუძნებლები გააანალიზეს და აღმოაჩინეს, რომ უმეტესობა ოჯახის წევრებისგან შედგებოდა. ამას ემატება შვეიცარიაში დაარსებული სიმდიდრის გლობალური მენეჯერის, საინვესტიციო ბანკისა და ფინანსური სერვისების პროვაიდერი კომპანიის, Credit Suisse-ს მიერ წარმოებული საკმაოდ საინტერესო კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ასეთი ბიზნესები ორიენტირებულები არიან ეკოლოგიური, სოციალური და სახელისუფლებო პრობლემების მოგვარებაზე და სისტემატურად ზრდიან მოგებასაც: 2018 წელს მათმა 60%-მა 5%-ზე მეტით გაზარდა თავისი შემოსავლები.


წარმატებული სტარტაპების უკან წარუმატებელი პროექტები იმალება
ბევრი ადამიანი ერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ სტანდარტულ სამსახურს უბრუნდება. ისინი თვლიან, რომ თუ პირველი ბიზნესი ჩაუფლავდათ, საერთოდ უნდა შეეშვან ამაზე ოცნებას. სინამდვილეში, ასე ძალიან ცოტას უმართლებს. ანტრეპრენერობა ბევრი დეტალისგან შედგება. გამოცდილება აქ ძალიან მნიშვნელოვანია და ამ გამოცდილებას პრაქტიკაზე უკეთ ვერაფერი მოგაწვდის. წარუმატებელი წამოწყებები ჩვენს ყურამდე, უბრალოდ, ვერ აღწევს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არ არსებობს.

სანამ ლინკდინს შექმნიდა, რეიდ ჰოფმანი SocialNet-ზე მუშაობდა. პლატფორმა შეიქმნა როგორც პროფესიული, ისე სასიყვარულო პარტნიორების საპოვნელად. მარტივი მისახვედრია, რატომ დასრულდა კრახით ეს წამოწყება: ხალხმა ვერაფრით გაიგო, მაინც რისთვის უნდა გამოეყენებინათ SocialNet-ი. შემდეგ გაჩნდა ლინკდინი - ადგილი მხოლოდ და მხოლოდ ბიზნეს ურთიერთობებისთვის.

ევან ვილიამსი, ტვიტერისა და მედიუმის დამფუძნებელი, ერთ დროს პოდკასტების პლატფორმა ოდეოზე მუშაობდა. კომპანიის განვითარება მაშინ შეწყვიტეს, როცა ბაზარზე ეფლის iTunes გამოვიდა. ამას ევანისთვის ხელი არ შეუშლია, ორი სახელგანთქმული პროექტი წამოეწყო.

ამაზონმა თავის სერვისებს პროდუქტების სახლში მიწოდებაც დაამატა Webvan-ის სახელით. როცა გაფართოება მოინდომეს, პროექტი ჩაფლავდა. რამდენიმე წლის შემდეგ ის დაუბრუნდა ამ იდეას და უკვე HDS-ის სახელით გამოჩნდა ბაზარზე.

კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. პრინციპში, ყველასი. ეს, ალბათ, ყველაზე, ყველაზე მცდარი შეხედულებაა, რომელიც ამ სიაში მოხვდა.

დამფუძნებლების უმეტესობა პროგრამისტები არიან და არა ბიზნესის კურსდამთავრებულები
იმის გარდა, რომ ინჟინრებს თავად შეუძლიათ საკუთარი იდეისთვის ხორცის შესხმა, როგორც აღმოჩნდა, ტექნიკური გამოცდილება საკმარისად კარგად ამზადებს მათ ანტრეპრენერობისთვის. სამეცნიერო ნაშრომი, რომელსაც “ნერდების შურისძიება” ჰქვია, აჩვენებს, რომ სამჯერ უფრო მეტი მონაცემთა ინჟინერია დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ვიდრე ბიზნესის კურსდამთავრებული.

იდეა ყველაფერი არაა
როგორც ჯერონ პოლი, ერთ-ერთი ცნობილი ანტრეპრენერი, აღნიშნავს:

“A დონის სტარტაპ იდეა B დონის შესრულებით C დონისაა;

B დონის სტარტაპ იდეა A შესრულებით A დონისაა.”

მთავარი ამოცანა იდეის რეალიზებაა. ყველას გვებადება საინტერესო იდეა, მაგრამ ცოტას თუ გაგვაჩნია საკმარისი მოტივაცია და შემართება ამ იდეის განსახორციელებლად. ბევრი მიიჩნევს, რომ კარგი იდეა ძვირად იყიდება. სინამდვილეში, ხალხი უკვე ხორცშესხმულ პროდუქტს ყიდულობს.

არაა აუცილებელი, იდეა უნიკალური იყოს
სარა კაპლანმა, ვარტონის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ნანოტექნოლოგიების მიმართულებით სტარტაპების ანალიზისას აღმოაჩინა, რომ უნიკალური და ეკონომიკურად ღირებული კომპანიები ყველაზე ძვირად ფასობდნენ. კვლევამ ისიც აჩვენა, რომ ასეთი პატენტები საერთო რაოდენობის მხოლოდ 1%-ს შეადგენდნენ.

როცა ჯერონ პოლმა იდეების გენერირების გზამკვლევისთვის 100 მოწინავე სტარტაპი გააანალიზა, აღმოაჩინა, რომ გლობალურად უნიკალური იდეები გამოკვლეულ სტარტაპთა მხოლოდ 16%-ს შეადგენდა.

მართალია, ორივე კვლევა იმაზე მიუთითებს, რომ უნიკალური იდეები ბევრად მაღალ პოზიციას იკავებს, მაგრამ ისინი იმასაც იუწყებიან, რომ ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. ბაზარზე, ძირითადად, გვხვდება არსებული მოდელების გადათამაშება, მათი სხვა ინდუსტრიაში ან გეოგრაფიულ წერტილში გადატანა და ა.შ. მსოფლიო დიდი ადგილია. ერთი კომპანია ყველას ვერ ეყოფა. ასე რომ, თუ ვერაფრით მიხვედი უნიკალურ იდეამდე, ფარხმალი არ დაყარო. შენნაირი ბევრია და ისინი, უბრალოდ, სხვა უპირატესობებს იქმნიან წარმატების მისაღწევად. გაიხსენე წინა პუნქტი. სტარტაპ სამყაროში შესრულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უნიკალურობა.

თუ გაინტერესებს, როგორ მიაგნო საინტერესო იდეას, ამ სტატიაში პოლ გრაჰამისა და ჯერონ პოლის რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ.

სტარტაპის დამფუძნებლები იმაზე მეტ დროს ხარჯავენ მუშაობაში, ვიდრე რიგითი თანამშრომლები
ბევრს ჰგონია, რომ როცა კომპანიას ფლობს, დრო მის ხელშია. სამწუხაროდ, ყველაფერი პირიქითაა - დრო შენს წინააღმდეგ იბრძვის. სამუშაო დღის დასრულება ანტრეპრენისთვის სულაც არ ნიშნავს სამუშაო დღის დასასრულს. მენეჯმენტი იმაზე რთული და საპასუხისმგებლოა, ვიდრე მოწოდებული დავალების შესრულება. ეს, თითქოს, ძალიან ინტუიციური უნდა იყოს, მაგრამ ხშირად დამფუძნებლებს ავიწყდებათ თავიანთი პასუხისმგებლობა, რადგან არავინ ახსენებს მათ ამის შესახებ და არავინ უკონტროლებს გაწეული სამუშაოს ხარისხს. საქართველოში ამას ხშირად ვაწყდებით. თუ სტარტაპერობაზე სერიოზულად ფიქრობ, გაითვალისწინე, რომ ამით საქმეს იმატებ და არა იკლებ. დადებითი მხარე ისაა, რომ აკეთებ იმას, რაც გიყვარს იმიტომ, რომ გიყვარს. როგორც “Shark Tank-ის”, ცნობილი ამერიკული ბიზნეს რეალითი შოუს, მონაწილე ინვესტორი, ლორი გრეინერი აღნიშნავს:

“ანტრეპრენერები ერთადერთი ადამიანები არიან, რომლებიც მუშაობენ კვირაში 80 საათი, რათა თავი აარიდონ კვირაში 40 საათიან მუშაობას.”

medialab.ge


თეგები:
სტარტაპი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up