7 მაისს ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ასოციაციის წევრებთან ონალინ შეხვედრა

7 მაისს ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ასოციაციის წევრებთან ონალინ შეხვედრა

access_time2020-05-09 19:16:11

2020 წლის 07 მაისს ევროპის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ასოციაციის წევრებთან ონალინ შეხვედრა შრომის ინსპექციის უფროსთან ბ-ნ ბექა ფერაძესთან. სამუშაო შეხვედრის თემა იყო „როგორ გავაგრძელოთ ბიზნეს აქტივობა COVID -19-ის შემდგომ“.


შეხვედრაზე განხილული იქნა ეკონომიკის გახსნის პროცესში საწარმოთა ბიზნეს საქმიანობის განახლების პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები.


ბექა ფერაძი განმარტებით, პირველ ეტაპზე, ეკონომიკის სამინისტროში ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური ერთად შრომის ინსპექცია ახდენდა კონკრეტული ბიზნეს სუბიექტების შემოწმებას და ვადაზე ადრე ხდებოდა საქმიანობის განახლების ნებართვების მინიჭება. ამ ეტაპზე შრომის ინსპექციას გადაეცაეკონომიკის გახსნისა და საწარმოთა შემოწმების კოორდინაციის უფლებამოსილება. ახლა ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მეტწილად დამაკმაყოფილებებლია და შემაკავებელი ზომებიდან გახსნის ეტაპზე გადავდივართ. შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოწმების დაწყების შესახებ მიღებული იქნა გადაწყვეტილება. უმთავრესი მიზანია ფრთხილად მოხდეს ეკონომიკის გახსნა, სწორედ ამიტომ ხდება ობიექტის წინსწრებით შემოწმება თუ რამდენადაა იგი შესაბამისობაში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან.


როგორ უნდა განხორიციელდებს რეგისტრაცია?



ბიზნეს სუბიექტს აქვს უფლება არ დაელოდოს სექტორის გახსნას და მანამდე მოგვმართოს შემოწმებისათვის. მან განცხადი უნდა გააკეთოს ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონული გვერდის მეშვეობით. შემოწმების მოთხოვნის დაფიქსირების შემდგომ, 2-3 დღის ვადაში ჩვენი წარმომადგენელი დაათვალიერებს ობიექტს. შემოწმების დროს ხარვეზების დადგენის შემთხვევაში გაიცემა რეკომენდაციები. საქმიანობის დაწყების შემდგომ თუ აღმოჩდა შეუსაბამობა კომპანია დაჯარიმდება. სანქცია ოდენობა 15 000 ლარია. ჩვენი თვითმიზანი არაა სანქცირება. იგი პრევენციულია ხასიათისაა და ეკონომიკის გახსნის ეტაპის მდგრადობის გარანტია.


01 მაისიდან 5 დღის განმავლობაში 6000 ობიექტზე მეტის შემოწმება მოხდა. ციფრი მასშტაბურია და შრომის ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა მარეგულირებელი უწყების დახმარებით მოხდა ეს ყველაფერი. რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა შემუშავებული და მისი აღსრულებაც ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობაშია, თუმცა მასშტაბურობიდან გამომდინარე ბიზნეს სექტორის შემოწმების პროცესში ჩართულია სხვა სახელმწიფო უწყებებიც (მუნიციპალური სამსახურები, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემოსავლების სამსახური, სსიპ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმინაობის რეგულირების სააგენტო.


ჩვენი მიზანია, რომ COVID-19-თან ერთად თანაცხოვრება შევძლოთ. რეკომენდაციების დაცვა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი უნდა გახდეს. 15 რეკომენდაცია შემოშავებული სხვადასხვა სექტორული მიმართულებით. საცალო ვაჭრობისთვის ახლა მუშავდება დამატებით და მალე იქნება მიღებული.


ფაქტია, რომ ეკონომიკის გახსნა დაანონსებულზე სწრაფად მიდის. უმნიშველოვანესია, ეკონომიკის გახსნის პროცესი იყო ზედმიწევნით სწორად შესრულებული. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ბიზნეს სუბიექტამდე მივიტანოთ ინფორმაცია პროცედურებისა და ვალდებულებების შესახებ. ამ მხრივ, ბიზნეს ასოციაციების როლი უმნიშვნელოვანესია.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up