კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 7 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი უმნიშვნელოდ გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2032 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე კი დილიდან ვაჭრობა $1/3.2080 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.2100-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა მცირედით გამყარდა, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/7.1919 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 7.1608-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამი უმნიშვნელოდ გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/482.3100 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 482.3200-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი კი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და მხოლოდ მცირედით გამყარდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/1.7002 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6989-ის ნიშნულზე იყო.