7 ივნისს  სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე აღინიშნა

7 ივნისს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე აღინიშნა

access_time2022-06-08 11:10:00

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩართულობითა და „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) პროექტის ორგანიზებით, თბილისში მზიურის პარკის ტერიტორიაზე ადგილობრივი წარმოების სასურსათო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა და ბავშვთა გასართობი ღონისძიებები გაიმართა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ღონისძიებას დაესწრო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, რომელმაც ხაზი გაუსვა სასურსათო ჯაჭვში ჩართული ყველა რგოლის ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაში. ,,უვნებელი სურსათის წარმოება, ეს არის ზრუნვა ჩვენს მომავალზე. თითოეული მეწარმე ვალდებულია, უზრუნველყოს უვნებელი პროდუქტის წარმოება. საზოგადოებაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია,'' - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის გააქტიურებასთან ერთად, მნიშვნელოვანია რისკების პრევენცია და მართვა. „სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაში ყველა ჩვენგანს თავისი როლი აკისრია, იქნება ეს მწარმოებელი, გადამამუშავებელი თუ მომხმარებელი. ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ, თავიდან ავიცილოთ საკვებისმიერი ინტოქსიკაციის საფრთხეები და გავზარდოთ წარმოება," - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე 2018 წელს დაარსა. მისი მიზანია საზოგადოებისა და სასურსათო ჯაჭვში ჩართული ყველა რგოლის ცნობიერების ამაღლება, საკვებისმიერი რისკების გამოვლენის და მართვის უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას, ასევე სოფლის მეურნეობაში წარმოების ზრდასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.


2022 წლის გზავნილია უვნებელი სურსათი ჯანმრთელობის საწინადარია!“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up