პროფესიული განათლების სტუდენტის სახელმძღვანელოს “საავტომობილო გზების მშენებლობა” ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაცია პანელური დისკუსიის ფორმატში შედგება და მას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი გახსნის. ღონისძიებაზე ასევე მისასალმებელი სიტყვით წარსდგებიან გერმანიის საელჩოს, GIZ-ისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წარმომადგენლები. დისკუსიის მომდევნო ნაწილში, აკადემიური სფეროს და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ისაუბრებენ სამშენებლო სფეროში საგანმანათლებლო ლიტერატურის მნიშვნელობასა და კვალიფიციური კადრების საჭიროებაზე. ამავე საკითხს განავრცობს ასოციაციის წევრი საგზაო კომპანიის “ელ ენდ ელის” წარმომადგენელი.
სახელმძღვანელო “საავტომობილო გზების მშენებლობა” ააიპ „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის, „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში გამოიცა.
სახელმძღვანელოს შედგენაში მონაწილეობდნენ: მერაბ ბარათაშვილი, კონსტანტინე მჭედლიშვილი, თეა ნარეკლიშვილი, ირმა ღარიბაშვილი, რამინ ძნელაძე, მანუჩარ შიშინაშვილი, გიორგი ჩუბინიძე. რედაქტორ-რეცენზენტი: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე.
სახელმძღვანელოში გამოყენებულია შემდგენლებისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ფოტომასალა.
საგანმანათლებლო რესურსი გასაგებად და სრულყოფილად, ლაკონურად არის ჩამოყალიბებული. წარმოდგენილ ნაშრომში მოცემული რჩევები ადვილად გასაგებია და გამოადგებათ როგორც პროფესიულ სტუდენტებს/მსმენელებს, ასევე, პროფესიული განათლების მასწავლებლებს, მოკლევადიანი პროგრამების მსმენელებს და პრაქტიკოს მეგზევე სპეციალისტებს. მომზადებული სახელმძღვანელო დიდ დახმარებას გაუწევს საავტომობილო გზების მშენებლობის დარგში დასაქმებულ ყველა: მშენებელ-ტექნიკოსს, სამუშაოთა მწარმოებელს და სხვა კვალიფიცირებულ მუშას.
პრეზენტაცია ჩატარდება ონლაინ, MS Teams-ის საშუალებით.