7 ივნისი სურსათის უვნებლობის საერთაშორისო დღეა

7 ივნისი სურსათის უვნებლობის საერთაშორისო დღეა

access_time2021-06-07 11:50:00

პანდემიის პირობებში, სურსათის უვნებლობამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. სწორედ ამიტომ წელს FAO და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) სურსათის უვნებლობის დღეს ერთად აღნიშნავენ და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ, პანდემიის პირობებში სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების სტანდარტების შენარჩუნებაზე – ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


„ორგანიზაციების ფოკუსში მოხვდა გზავნილები, სახელმწიფოების ვალდებულებების შესახებ - ყურადღება გაამახვილონ, სურსათით გამოწვეული დაავადებების რისკების აღმოჩენასა და კონტროლზე. ასევე, უზრუნველყონ სურსათის ხელმისაწვდომობა, ფერმერების წვდომა ბაზრებზე და უწყვეტი ტექნოლოგიური განვითარება.


სურსათის უვნებლობის დღეს განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმაზე, რომ უსაფრთხო პროდუქტების მოხმარებას მოკლევადიანი და ხანგრძლივი სარგებელი აქვს ადამიანებისთვის, ეკონომიკისა და მთლიანად პლანეტისთვის. ადამიანების, ცხოველების, მცენარეებისა და გარემოს ერთიანობის გააზრება, კაცობრიობას შესაძლებლობას აძლევს, მომავალ გამოწვევებს მომზადებული შეხვდეს.


უნდა გვახსოვდეს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 600 მილიონი ადამიანი - თითქმის 1/10, ყოველწლიურად დაბინძურებული საკვების მიღების შემდეგ ავადდება. რასაც 420 000 ადამიანის გარდაცვალება და 33 მილიონი ადამიანისთვის ჯანმრთელობის გაუარესება მოსდევს. შესაბამისად სურსათის უვნებლობის წესების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.



სურათის უვნებლობის ჯაჭვი იწყება ფერმაში (მეცხოველეობისას თუ ბოსტნეულის მოყვანისა და საირიგაციო წყლის უსაფრთხოების კონტროლით) და სრულდება სუფრასთან (პროდუქტების დახარისხება და უსაფრთხო მომზადება). სასურსათო კონტროლს ექვემდებარება ყველა პროდუქტი მათ შორის: ბოსტნეული, ხილი, ხორცი და რძის პროდუქტები. ასევე, ამ ნედლეულის გადამუშავებისგან მიღებული სურსათი. სურსათის უვნებლობის ქვაკუთხედი, ჰიგიენური სტანდარტების დაცვა, ცხოველთა ჯანმრთელობის მონიტორინგი და სარეაილიზაციო პირობების კონტროლია. ამ მიმართულებით, საქართველოში ბოლო წლების მანძილზე მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა. მათ შორის დაინერგა ცხოველთა იდენტიფიკაცია - რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა (NAITS), რომელიც წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლისა და მათგან წარმოებული პროდუქტების მიკვლევადობას უზრუნველყოფს. სისტემა, ევროპასთან ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების ნაწილია და იგი, ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური გარემოს უწყობს ხელს.


FAO და WHO ორგანიზაციის გზავნილები, ხაზს უსვამენ რომ სურსათის უვნებლობაზე თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა აქტორს, მათ შორის: სახელმწიფოებს, მწარმოებლებსა და მომხმარებლებს.


გვახსოვდეს: სურსათის უვნებლობა - ყველას საქმეა!“ – ნათქვამია ინფორმაციაში.



თეგები:
FAO



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up