2021 წლის 7 ივნისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 19 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 116 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია.
ეროვნული ბანკის მიერ 7 ივნისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 8 ივნისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1569 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე კი დილიდან $1/3.1500 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.1550-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა გამყარდა და დოლართან მიმართებაში დაახლოებით 8.620 შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/8.6700 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 8.6275-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი გამყარდა და დოლართან მიმართებაში 519.96 დრამი შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/519.8100 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 519.9200 -ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებაში 1,7 მანათს უტოლდება. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/1.7025 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.7001 ნიშნულზე იყო.