7 ETF, რომელსაც ექსპერტები, გრძელვადიანი ინვესტირებისთვის, გვირჩევენ!

7 ETF, რომელსაც ექსპერტები, გრძელვადიანი ინვესტირებისთვის, გვირჩევენ!

access_time2022-01-15 17:00:41

მსოფლიოში არსებობს წამყვანი გაცვლითი სავაჭრო ფონდები (Exchange Traded Fund (ETF), რომელთა აქციების შეძენაც, ექსპერტების თქმით, ნამდვილად ღირს. დღეს, 7 მათგანს გაგაცნობთ.


1. ETF, რომლითაც ეს „შვიდეული“ უნდა გაიხსნას SPDR S&P 500 ETF Trust (ticker: SPY)-ია. ის ერთ-ერთი პირველი გაცვლითი სავაჭრო ფონდია, რომელიც Wall Street-ზე 1993 წელს გამოჩნდა და დღეს, $375 მილიარდის აქტივებს აკონტროლებს. შედეგად, სავაჭრო ბირჟის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა. თუ გრძელვადიანი ინვესტირებისთვის ისეთ დიდი ბრენდებს ირჩევთ, როგორებიცაა: Apple Inc. (AAPL), Microsoft Corp. (MSFT) to Johnson & Johnson (JNJ), მაშინ, როგორც სპეციალისტები ამბობენ, SPDR S&P 500 ETF Trust-ის რესურსი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.

2. როდესაც გრძელვადიანი ინვესტირებისთვის ხელსაყრელ გაცვლით სავაჭრო ფონდებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ Vanguard Russell 2000 ETF (VTWO). ასეთ დროს, მნიშვნელოვანია, თქვენს პორტფოლიოში, ძირითადად, დიდი კორპორაციების აქციები იყოს. მაგრამ დღეს დომინანტი კომპანიების უმეტესობა ნელა იზრდება. ამიტომ, საჭიროა, ერთგვარი მიქსის გაკეთება, ანუ ფინანსების ჩადება ორივე ტიპის კომპანიებში. ფონდი Vanguard ისეთ საშუალო და მცირე ბიზნესების ფასიან ქაღალდებზეც გთავაზობთ წვდომას, რომლებსაც უდავოდ გააჩნია ზრდის პოტენციალი. შესაბამისად, ძალიან საინტერესოა გრძელვადიანი ინვესტორებისთვის. Vanguard-ის ღირებულება $7 მილიარდია და 1 000 ყველაზე მსხვილ ამერიკულ კომპანიას აერთიანებს. თუმცა, მის პორტფელში, ასევე, შედის 2 000-მდე მცირე მასშტაბის კომპანია. მაგალითად, ფეხსაცმლის მწარმოებელი Crocs Inc. (CROX)  და ფარმაცევტული კომპანია Biohaven Pharmaceutical Holding Company Ltd.(BHVN). 100%-იან გარანტიას, რომ ინდივიდუალური აქციები აუცილებლად დიდ წარმატებას მიაღწევს, ვერც ერთი ექსპერტი ვერ მოგცემთ, მაგრამ Vanguard-ში შედის მცირე ზომის კომპანიების აქტივები, რომლებსაც ზრდის დიდი პოტენციალი გააჩნიათ. ამიტომ, ერთობლივად აღებული მათი აქციები ნამდვილად უკეთესი ვარიანტია, ვიდრე მხოლოდ ნელა განვითარებადი, დიდი კორპორაციების ფასიანი ქაღალდების შეძენა, მათ ხომ მეტი სტაგნაცია ახასიათებთ.

3. გრძელვადიანი ინვესტირებისთვის, ასევე, ძალიან საინტერესოა ფონდი iShares Core S&P Mid-Cap ETF (IJH). თუ მაინცდამაინც  დიდი ხნის დაარსებულ და ახლად შექმნილ, მცირე კაპიტალიზაციის მქონე კომპანიას შორის უნდა გააკეთოთ არჩევანი, ოქროს შუალედის პოვნაში ეს ფონდი დაგეხმარებათ –  iShares Core S&P Mid-Cap ისეთ ჰოლდინგებს აერთიანებს, რომლებიც არც ძალიან მასშტაბურია და არც ძალიან პატარა. მაგალითად, საფინანსო კომპანია Solaredge Technologies Inc. (SBNY)-ის და მზის ენერგიის Solaredge Technologies Inc. (SEDG)  შესაძლოა, ეს სახელები აქამდე არც კი გსმენიათ, თუმცა $67 მილიარდის აქტივების მფლობელი ფონდის სტრატეგია, შემოგთავაზოთ საშუალო ზომის კომპანიების ფასიანი ქაღალდები, ნამდვილად მიმზიდველია და ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს გრძელვადიანი  ინვესტორებისთვის.

4. თუ ინვესტიციის ჩადება ევროპულ ან აზიურ კომპანიებში გირჩევნიათ, მაშინ Vanguard FTSE All-World ex-U.S. ETF (VEU) დაგაინტერესებთ, რომელიც გლობალური კომპანიების აქციებზე წვდომას გთავაზობთ. ამ ფონდს, სფეროს ექსპერტები, „ყოფილ ამერიკულ“ ფონდსაც უწოდებენ – ამერიკული კომპანიების აქციები ნელ-ნელა ჩაანაცვლა და დღეს მის პორტფელში ევროპული და აზიური ბიზნესის ფასიანი ქაღალდებია თავმოყრილი. მაგალითად, შვეიცარიული სამომხმარებლო პროდუქტების გიგანტი Nestle ADR (NSRGY) და იაპონური ავტომწარმოებელი Toyota Motor Corp. (TM). პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით, ამ ETF-ში წარმოდგენილია შემდეგი სამი ქვეყნის კომპანიები და აქციები: იაპონია – 17%, ჩინეთი -10%, დიდი ბრიტანეთი – 9%.

5. გაცვლითი სავაჭრო ფონდი, რომელიც განვითარებადი ბაზრების მოთამაშეებს აერთიანებს, Vanguard FTSE Emerging Markets ETF (VWO)-ია. ის $110 მილიარდის აქტივებს განკარგავს და Wall Street-ზე ერთ-ერთ უმსხვილეს ETF-დ ითვლება. აქვს საკმაოდ აგრესიული შეთავაზებები და ძირითადად, საზღვარგარეთის ბაზრებზეა ორიენტირებული. ამ ფონდში წარმოდგენილია ჩინეთის, ტაივანის, ინდოეთისა და ბრაზილიის ბაზრების მოთამაშეები. ის აერთიანებს 5 200-ზე მეტ ბიზნესს, მათ შორისაა, პატარა კომპანიები, რომელთა აქციებზე წვდომა და ინვესტირება ჩვეულებრივი საბროკერო ფირმების მეშვეობით შეუძლებელია. მაგალითად, ტაივანური Semiconductor Manufacturing Co. Ltd.(TSM)-ით დაწყებული და პლანეტის უმსხვილესი მწარმოებლებით დასრულებული.

ასე რომ, თუ გსურთ სტანდარტული მსხვილი აქციების ნაცვლად, განვითარებად ბაზარზე ჩადოთ ინვესტიცია, VWO ზუსტად თქვენთვის არის.

6. Vanguard Total World Stock ETF (VTდივერსიფიცირებული გაცვლითი სავაჭრო ფონდია, რომელიც ყველა ზომის, სექტორისა და რეგიონის 9 300 კომპანიის აქტივებს აერთიანებს.
ფონდში შემავალი კომპანიების, დაახლოებით, 60%  ა.შ.შ.-ში მდებარეობს, რადგანაც მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ბაზარი აქაა. თუმცა, ასევე, აერთიანებს იაპონური, ბრიტანული, ფრანგული კომპანიების აქტივებს. ფონდის 10% ჩინეთის ბაზარი მოიცავს.


თუ თქვენ გრძელვადიანი ინვესტიციის განხორციელება მსოფლიო ბაზარზე გსურთ და გინდათ, ეს პროცესი მრავალი წლის განმავლობაში გრძელდებოდეს, ცალ-ცალკე კომპანიებში ფულის დაბანდებას, ნამდვილად ჯობს ამ ETF-ის საშუალებით, განახორციელოთ ინვესტიცია.

7. აბსოლუტურად განსხვავებულ შესაძლებლობებს გთავაზობთ iShares Core U.S. Aggregate Bond ETF (AGG). 

თუ წინა ფონდები სხვადასხვა მასშტაბისა და განვითარების აქციებს გთავაზობდათ, AGG  iShares-ის საშუალებით ობლიგაციებსაც აერთიანებს. ფინანსური ქაღალდების ეს ტიპი საინვესტიციო დონის ფიქსირებულ შემოსავლებს უზრუნველყოფს. ფონდის პორტფელი $89 მილიარდის აქტივებს აერთიანებს და მასში 9 800 სხვადასხვა კომპანია შედის. ეს ნიშნავს, რომ ყოვლისმომცველი და დივერსიფიცირებული ობლიგაციების ფონდი გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ერთ-ერთი ხელსაყრელი ვარიანტია.

ამჟამად ფონდი გთავაზობთ 1.4%-იან შემოსავალს, რომელიც S&P 500-ის მაჩვენებელსაც კი აღემატება. ეს პირობები ძალიან მიმზიდველს ხდის ფონდს, რადგან აქციების მოგების გარდა, გაქვთ შესაძლებლობა, ფიქსირებულად, გარკვეული პერიოდულობით, ობლიგაციებიდან საერთო მოგების წილი მიიღოთ.


არჩევანი მხოლოდ თქვენი საუკეთესო ინტერესების, თუ საჭიროების მიხედვით, სიტუაციის დეტალური შეფასების, რისკებისა და ბენეფიტების აწონ-დაწონვის შემდეგ უნდა გააკეთოთ. 

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.


წყარო: marketer.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up