7-ჯერ შეცვლილი ხელშეკრულების მიუხედავად მეტროსადგურ „ავლაბარს“  არქიტექტურული დიზაინის პროექტი არ აქვს

7-ჯერ შეცვლილი ხელშეკრულების მიუხედავად მეტროსადგურ „ავლაბარს“ არქიტექტურული დიზაინის პროექტი არ აქვს

access_time2021-12-27 13:00:45

2020 წელს თბილისის მერიამ მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაცია გადაწყვიტა. ამავე წლის ივნისში  „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მეტროსადგურის არქიტექტურული და ინტერიერ-ექსტერიერის დიზაინის პროექტის შედგენაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 167 200 ლარი იყო და მასში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო. საბოლოოდ ხელშეკრულება „შპს ვეგა+“ - თან გაფორმდა, ღირებულებამ კი 144 444  ლარი შეადგინა.

 


დედაქალაქის მერი 2020 წლის აგვისტოში აცხადებდა, რომ ავლაბრის მეტროს სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დეტალური პროექტირება 2020 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა 2021 წლის აგვისტოში შპს „ვეგა+“-მა  ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება მეშვიდედ ითხოვა.

 


ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა, კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად ვადა 2021 წლის 10 სექტემბრამდე მიეცა, თუმცა 9 სექტემბერს შპს „ვეგა+“-მა  „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გადაწევის თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა. ამჯერად უწყებამ ვადის გადაწევა მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რის შემდეგაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კომპანიის შავ სიაში დარგისტრირების მოთხოვნით მიმართა.

 


თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით,  შპს „ვეგა+“-ის მიერ ხელშეკრულების პირველი ეტაპით გათვალისწინებული ესკიზური პროექტი არ იყო ჯეროვნად შესრულებული, არ ითვალისწინებდა მეტროპოლიტენში მოქმედ ნორმებსა და წესებს, რის გამოც რამდენჯერმე საჭირო გახდა პროექტის კორექტირება და საბოლოოდ მისი შეთანხმება მოხდა 2020 წლის 26 ოქტომბერს. რაც შეეხება ხელშეკრულების მეორე ეტაპით გათვალისწინებულ მუშა პროექტის მიწოდებას, უწყების ინფორმაციით, კომპანიამ მეორე ეტაპი ვერ შეასრულა. მათივე ცნობით, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებას შპს „ვეგა +“ იმის გამო ითხოვდა, რომ ყოველ ჯერზე მისი მხრიდან წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია იყო არასრულყოფილი და უამრავ ხარვეზს შეიცავდა.

 



თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა შპს „ვეგა+“-ის თხოვნით შვიდჯერ გაგრძელდა, მაგრამ მიუხედავად ამისა კომპანიამ ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულების შეთანხმებულ ვადაში ჯეროვნად შესრულება, რის გამოც უწყებამ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

 


რადიკალურად განსხვავებულია შპს „ვეგა +“-ს პოზიცია. მათი განმარტებით, კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების პირველი ეტაპი შეასრულა, რომლის საფასური 44 444 ლარს შეადგენდა, თუმცა მათივე ინფორმაციით თბილისის სატრანსპორტო კომპანიას თანხა არ აუნაზღაურებია. რაც შეეხება ხელშეკრულების მეორე ეტაპის შესრულებას, „ვეგა +“-ში აცხადებენ, რომ იგი დამოკიდებული იყო სახელმწიფო უწყების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, კერძოდ, არსებული მდგომარეობის კვლევის შედეგების, აზომვითი ნახაზების, მოცულობითი ციფრული მოდელის, პროექტის საინჟინრო ნაწილის მოწოდებაზე. „ვეგა +“-ში ამბობენ, რომ აღნიშნული ვალდებულება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესრულდა მხოლოდ ნაწილობრივ. რის გამოც ბოლომდე ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და  იძულებული იყო, სიტყვიერი თხოვნის საფუძველზე რამდენჯერმე მოეთხოვა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება.

 


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ყურადღებას ამახვილებს „ვეგა +“-ის პოზიციაზე და განმარტავს, რომ საქმეში არსებული მასალების თანახმად, უსაფუძვლოა მითითება მის მიერ ხელშეკრულების მეორე ეტაპით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, სატრანსპორტო კომპანიის მიერ საჭირო დოკუმენტაციის მიუწოდებლობის გამო. სააგენტო განმარტავს, რომ ბიზნეს ოპერატორს საქმეში არსებული არცერთი წერილით სახელმწიფო უწყებისთვის არ განუმარტავს, რომ იგი ვერ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს საჭირო დოკუმენტაციის უქონლობის გამო. აღნიშნულის საპირისპიროდ კი, იგი არაერთ წერილში განმარტავდა რომ პროექტი დასრულებული იყო. სააგენტოსთვის გაუგებარია, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელს ხელი ეშლებოდა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დოკუმენტაციის მიუწოდებლობის გამო, რატომ არ სთხოვდა წერილობით მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას აღნიშნულ დოკუმენტაციას და როგორ მიიჩნევდა მიმწოდებელი პროექტს დასრულებულად, თუ მას დოკუმენტაცია არ ჰქონდა სრულყოფილად გადაცემული.

 


ამდენად, სააგენტო მიიჩნევს, რომ „ვეგა +“-მა არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც შავ სიაში უნდა დარეგისტრირდეს.

 


მიუხედვად იმისა, რომ ტენდერს შეუსრულებელი ხელშეკრულების სტატუსი აქვს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ მეტროსადგურ ავლაბრის არქიტექტურული და ინტერიერ-ექსტერიერის დიზაინის პროექტის შედგენაზე ახალი ტენდერი არ გამოუცხადებია.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up