გადამზადების სახელმწიფო პროგრამა 2018 წელს 2064 ადამიანმა გაიარა, აქედან 1600-ზე მეტი უკვე დასაქმდა

გადამზადების სახელმწიფო პროგრამა 2018 წელს 2064 ადამიანმა გაიარა, აქედან 1600-ზე მეტი უკვე დასაქმდა

access_time2018-12-05 12:00:00


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ „კომერსატნთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში უმუშევრობის პრობლემის მოგვარების გზებზე ისაუბრა .გამოსავალს ქობულია საბაზისო პროფესიების განვითარებასა და კადრების გადამზადებაში ხედავს. მისი შეფასებით ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების ზრდის მთავარი საფუძველი ქვეყანაში პროფესიული განათლების დაწინაურებაა.


“ რაც გაკეთდა 6 წლის განმავლობაში ყველა მიმართულება მომწონს, ერთადერთი რასაც შევცვლიდი ეს მასშტაბებია. თუნდაც ის პროფესიული გადამზადების კურსები, რომელზეც ლაპარაკი იყო ჯერ კიდევ წინა პრემიერის დროს, ეს ხომ სწორი იყო -  მაგრამ მასშტაბი იყო არასაკმარისი. უკვე ვაბიუჯეტებთ იმ პროგრამებს, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება. მაგალითად, დაიწყება აქტიური სწავლებები — როგორც 2-3 კვირიანი, ისე 2 წლიანი კურსები. ეს იქნება სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ეყოლება დონორი ორგანიზაციები და ასევე პროცესებში ჩაერთვება კერძო სექტორიც. რა თქმა უნდა, სწავლება იქნება უფასო.-განაცხადა გიორგი ქობულიამ


კომერსანტი დაინტერესდა რამდენად წარმატებით ხორციელდება უკვე არსებული სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ხორციელდება.


აღნიშნული პროგრამის შესახებ კომერსანტს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, მარი ბეზარაშვილი ესაუბრა.


რას გულისხმობს მომზადება-გადამზადები პროგრამა და ვის შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება?


ჩვენ პროგრამა მოიცავს  2-იდან 4 თვემდე გადამზადების კურსს, რომელიც ადამინებს საშუალებას აძლევს აითვისონ იმ კომპეტენციების მინიმუმი, რაც სჭირდებათ დასაქმებისთვის. სერვისებს ყველა მსურველს ვთავაზობთ, მათ შორის უპირატესობას ვანიჭებთ ისეთ მოწყვლად ჯგუფებს, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებთანაც ჩვენი ჯობქოუჩები და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტები მუშაობენ, იძულებით გადაადგილებული პირები, პრობაციონერები, ახალგაზრდები, რომლებმაც უსახსრობის გამო შეწყვიტეს სწავლა, სოციალურად დაუცველები, მარტოხელა დედები და ძალადობის მსხვერპლები. ნებისმიერ ადამიანს, ნერბისმიერ გეოგრაფიულ ერთეულში, 16 წლის ზემოთ ასაკის შეუზღუდავად შეუძლია ჩვენი სერვისით სარგებლობა.


გიორგი ქობულიას ვარაუდით დაანონსებული პოგრამის ფარგლებში გადამზადებულთა 70 % დასაქმდებასაინტერესოა რამდენად ხდება არსებულ მომზადება-გადამზადების პროგრამაში ჩართვა დასაქმების გარანტი და კიდევ რა სახის პროგრამებს სთაბაზობთ დასაქმების მსურველებს?


- პროგრამა რომ წარმატებულია ამაზე წლიდან წლამდე ბენეფიციარების მზარდი სტატისტიკაც მეტყველებს.შარშან თუ გადამზადდა 2130 კაცი ორივე ეტაპზე, აქდან დაახლოებით 80% დასაქმდა. წელს მარტო პირველი ეტაპის მონაცემებით კურსი 2064-მა ადამიანმა დამთავრა. თეორიულთან ერთად პრაქტიკული სწავლებაც მიმდინარეობს, რაშიც დამსაქმებლები არიან აქტიურად ჩართულები და ისეც ხდება, რომ ადამიანები  კურსის დასრულებამდე უკვე საქმდებიან. მომზადება-გადამზადების ყოველი ეტაპის დასრულებისას ტარდება დასაქმების ფორუმი. ერთ სივრცეში ჩვენი კურსდამთავრებულებს და არა მარტო მათ, ვახვედრებთ მინიმუმ 30 მსხვილ კომპანიას. წელს დასაქმების ფორუმი გვქონდა აჭარაში , მინდა დავაანონსო, რომ მეორე ეტაპისთვის 7 დეკემბერს, თელავში ვგეგმავთ დასაქმების ფორუმის ჩატარებას. რაც შეეხება სხვა პროგრამებს, გვაქვს სტაჟირებისა და სუბსიდირების პროგრამა. სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, რომელიც 1-დან 3 თვემდეა, 1 ვაკანსიაზე 3 ბენეფიციარს ვუგზავნით დამსაქმებელს, ის ვალდებულია ერთი მაინც დაასაქმოს და მინიმუმ 6 თვიანი ხელშეკრულება გაუფორმოს. სუბსიდირება პირველი დღიდან დასაქმებაა, სადაც 470 ლარამდე თანაფარდობით შევდივართ 4 თვის ვადით, ანუ თუ ხელფასი არის 800 ლარი 400 ლარს ჩვენ ვუხდით. ამ შემთხვევაშიც დამსაქმებელი ვალდებულია 4 თვის შემდგომ 6 თვიანი ხელშეკრულება გაუფორმოს დასაქმებულს, რაც 10- თვიან გარანტირებულ დასაქმებას უზრუნველყოფს.


საიდან ფინანსდება დასაქმების აღნიშნული პროგრამა და გაქვთ თუ არა კოორდინაცია სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან დასაქმების ხელშეწყობისთვის?


სამწუხაროთ, დონორები არ გვყავს და ყველა ეს პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ეკონომიკისა და განათლების სამინისტროებთან. მაგალითად, მოთხოვნადი პროფესიებისა და განათლების ხარისხის მიმართულებით, რათა შევარჩიოთ მაღალი დონის სასწავლებლები. ჩვენი სერვისების შესახებ ბევრ დამსაქმებელს საერთოდ არ აქვს ინფორმაცია და სწორედ ამ მიმართულებით უნდა გვიწყობდეს ხელს სავაჭრო -სამრეწველო პალატა. მომზადება -გადამზადებისა და სტაჟირების პროგრამა 2017 წელს 2 მილიონ 14 ათასი ლარით  დაფინანსდა, 2018  წელს მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე თანხაც გაიზარდა 2 მილიონ 90 ათას ლარამდე, თუმცა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, შესაბამისად მომავალ წელს ბიუჯეტი გასაზრდელია.


გარდა ბიუჯეტის არასაკმარისი ოდენობისა, კიდევ რა პრობლემებს აწყდებით მუშაობის პროცესში?


საგულისხმოა, რომ ძალიან მწირი ადმიანური რესურსით ვახერხებთ ამ ყველაფრის კეთებას. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ვაპირებთ მთელი ქვეყანა მოვიცვათ, გაიზრდება კადრებიც, რაც უახლოეს ერთ წელში მოხდება. ასევე მინდა გითხრათ , რომ ის სტატისტიკა რაც გვაქვს, სრულყოფილად ვერ ასახავს რეალობას, რამდენადაც შეიძლება ითქვას, რომ იმაზე 2-ჯერ მეტი გვყავს დასაქმებული ვიდრე ამას ციფრები აჩვენებს. თუ არ მოგვწერს დამსაქმებელი, რომ ადამიანი დაასაქმა , ჩვენ რომც გვქონდეს ამის შესახებ ინფორმაცია, ვერ აღვრიცხავთ დასაქმებულად. ვინაიდან დამსაქმებელს კანონით არ ევალება ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდება და ეს მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, ყოველთვის ვერ ვიღებთ მათგან უკუკავშირს, რითაც, ფაქტობრივად, სტატისტიკას ვკარგავთ. ამის მიუხედავად, შემიძლია გითხრათ, რომ 2017 წელს დასაქმდა 1775 ადამინაი, მათ შორის 103 შშმ პირი, 2018 წელს უკვე 1600-ზე მეტი ადამიანი დავასაქმეთა, ქედან 84 შშმ პირია.


ეკონომიკის მინისტრმა პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის გამოყო სოფლის მეურნეობა და ტურიზმი,თქვენი კვლევებიდან გამომდინარე რომელ პროფესიებს გამოყოფთ მოთხოვნის სიდიდის თვალსაზრისით?


პროგრამის დაწყებამდე წინასწარ ტარდება შრომის ბაზრის თვისობრივი კვლევა და განისაზღვრება მოთხოვნადი პროფესიები. განსაკუთრებით მოთხოვნადი პროფესიებია მიმტანი, მზარეული, მზარეულის დამხმარე, ბარმენი და ზოგადად სასტუმროსთან დაკავშირებული სერვისების მიმწოდებლები, განსაკუთრებით  ტურისტულ სეზონზე. მოთხოვნადია მოლარე-ოპერატორები, სტილისტები და მომსახურების მიწოდებათან დაკავშირებული სხვა პროფესიები, ასევე მოთხოვნა გაიზარდა სამშენებლო სექტორის მიმართულებით.


მარიამ ტიტვინიძე

 

 

 

 

 





იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

„ნატახტარი“ ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს

„ნატახტარი“  ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს
access_time2020-05-28 18:45:57
„ნატახტარი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე მწვანე ლაიმის შემცველობის ლუდს გამოიტანს. როგორც „კომერსანტს“   „ნატახტარის“ კორპორატიულმა   დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა,ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ „ნატახტარი“  არსებულ სასმელებზე, კომპანია  ფასებს დააკორექტირებს.    „განახლებული პროდუქციით  ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს...

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...

ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია
access_time2020-05-28 16:15:17
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის -...


მსგავსი სიახლეები

up