WANDERLUST საქართველოს სტატიას უძღვნის- 7 დაუვიწყარი გამოცდილება დასავლეთ საქართველოში

WANDERLUST საქართველოს სტატიას უძღვნის- 7 დაუვიწყარი გამოცდილება დასავლეთ საქართველოში

access_time2019-09-04 12:29:02

7 დაუვიწყარი გამოცდილება დასავლეთ საქართველოში - სტატიას ამ სათაურით ცნობილი სამოგზაურო ვებ-პორტალი Wanderlust ავრცელებს.



გამოცემის ჟურნალისტმა ჰელენ მოატიმ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში იმოგზაურა და როგორც ის წერს, “საქართველო იმაზე მეტია ვიდრე თბილისი და მთები’’.



“ჰელენ მოატიმ უძველესი კანიონები, უდაბური საბჭოთა აბაზანები, იუნესკოს ნუსხაში შეტანილი სოფლები და წარმოუდგენელი სტუმართმოყვარეობა აღმოაჩინა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში’’-ნათქვამია სტატიაში.



რეპორტიორი მკითხველს იმ შვიდ დაუვიწყარ თავგადასავალს სთავაზობს, რომელთა გავლასაც მათაც ურჩევს.



1 - რელაქსი ქუთაისში



როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, აეროპორტიდან ნახევარი საათის მანძილით დაშორებული აუღელვებელი და მშვიდი ქუთაისი კარგი ბაზაა დასავლეთ საქართველოს შესასწავლად.



მისი დაჩაჩანაკებული (ძველი, დრომოჭმული) ქუჩები და ისტორიული ნაგებობები აყვავებული ყვავილებითა და რძიანი მდინარე რიონით არის გაჯერებული’’-აღნიშნავს ის.



ჟურნალისტი მკითხველს, შუა საუკუნეების ისტორიული ბაგრატის ტაძრის მონახულებას ურჩევს, ასევე გელათის მონასტრის, რომელიც, მისი თქმით, ქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს და ბაგრატისგან განსხვავებით იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს.



2- დაიკარგეთ მინერალური წყლების კურორტ წყალტუბოში



როგორც სტატიაშია ნათქვამი, ქუთაისიდან ოცი წუთის დაშორებით, წყალტუბოს საბჭოთა დროინდელი, დანგრეული სანატორიუმები მდებარეობს, რომლებიც სქელი ტყის ლანდშაფტშია ჩაფლული.



“’ერთ დროს, აქ მოსკოვიდან, ყოველდღიურად სამი მატარებელი ჩამოდიოდა’’- დასძენს ავტორი.




როგორც რეპორტიორი აღნიშნავს, წყალტუბო ფოტოგრაფის საოცნებო ადგილია. მისივე თქმით, სტალინისთვის აშენებული სანატორიუმის რესტავრაცია სრულიად მოხდა.



‘’ახლა ამ სამკურნალო წყლებში, სტუმრებს მასაჟისა და ტალახის აბანოთი სიამოვნების შეუძლიათ’’-ნათქვამია სტატიაში.



3 - გამოიკვლიეთ მღვიმეები და ღრმა კანიონები



ჟურნალისტი წერს, რომ წყალტუბოს ჩრდილოეთით პრომეთეს მღვიმე მდებარეობს, სადაც დამთვალიერებელს საოცარი სანახაობა ელოდებთ. მოშიების შემთხვევაში ჟურნალისტი მოგზაურებს, წივის ტბაზე გამგზავრებას ურჩევს, სადაც მისი თქმით, ტბის გვერდით თანამედროვე რესტორანი Lake Side სტუმრებს მდინარის პირას კარგ კერძებს სთავაზობს.



სტატიის ავტორის თქმით, აქედან ჩრდილო – დასავლეთით მარტვილის კანიონი მდებარეობს, რომელიც ასევე უამრავ თავგადასავალს სთავაზობს მნახველს.



4 - მიჰყევით ჩაის ბილიკს გურიაში



ჟურნალისტი წერს, რომ სუბტროპიკული გურია, რომელიც მჭიდროდ ტყიანი ბორცვებითა და ხეობებით არის გარშემორტყმული - ტაილანდს ან შრი-ლანკას მოგაგონებთ, კაკლისა და ხილის ბაღებითა და ჩაის პლანტაციებით.



რეპორტიორი მნახველს ჩაის ტურში მონაწილეობასაც ურჩევს, სადაც ბიო-ჩაის დამზადების მეთოდების სწავლის საშუალება ექნებათ.



ჟურნალისტი ვიზიტორებს გომის მთაზე ასვლასაც ურჩევს.



“გომის მთა უცნაური და სხვა სამყაროა ღრუბლების თავზე’’-აღნიშნავს ის.



5 - ჩაყვინთეთ შავ ზღვაში



ავტორი ამბობს, რომ დასავლეთ საქართველოში მოგზაურობა, შავი ზღვის მოუნახულებლად არასრულფასოვანია. როგორც ის წერს, ოზურგეთიდან წვერმაღალას პარკამდე უნდა წავიდეთ, სადაც მოინახულებთ, ცნობილი ქართველი მილიარდერის პროექტს, სადაც ის ძველ და მაღალ ხეებს რგავს.



‘’Black Sea Arena -ზე მუსიკალურ პარკში ქართველი კომპოზიტორების მონუმენტების გვერდით, მსოფლიოს მუსიკის ცნობილი სახეების ხილვაც არის შესაძლებელი’’-აღნიშნულია სტატიაში.



ჟურნალისტი მოგზაურებს ბათუმის მონახულებასაც ურჩევს.



6 - აღმოაჩინეთ სვანეთის ველური სული



ჟურნალისტი სვანეთში მოგზაურობასაც უწევს რეკომენდაციას. როგორც ის ამბობს, ველური ლანდშაფტი და თოვლით დაფარული კავკასიონი საოცარი სანახავია.



‘’ზუგდიდიდან ენგურის კაშხალიდან მოყოლებული გზა მდინარე ენგურის პირზე, უფრო და უფრო ველური პეიზაჟებით და კავკასიონის თოვლით დაფარული მთებით გზადაგზა შეგხვდებათ’’- წერს ავტორი.



7 - გაოცდით ქართული კერძებით, ღვინითა და სტუმართმოყვარეობით



როგორც ჟურნალისტი წერს, საქართველო ცნობილია სტუმართმოყვარეობით, უძველესი ღვინითა და გემრიელი კერძებით. მისი თქმით, კერძები ტრადიციულად მზადდება. რეპორტიორი საქართველოში მოგზაურებს, ლობიოს, სალათის, ხაჭაპურის და ა.შ. დაგემოვნებისკენ მოუწოდებს.


BM.GE 



თეგები:
WANDERLUST



მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება

მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება
access_time2019-10-14 20:51:04
ტაქსების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ფუძნდება. როგორც საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ,...

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2019-10-14 18:25:10
ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომერსანტი იცვლელად გთავაზობთ:“გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით...

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი
access_time2019-10-14 17:36:21
TV პირველის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს თითქმის ექვსი თევა იკავებს.ტელეკომპანიას მთავრობის საკადრო ცვლილებაზე ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია. მიმდინარე წლის აგვისტოში TV პირველი აცხადებდა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ბრუნდებოდა. ორივე ეს პროგნოზი გამართლდა.ნათია თურნავას მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პანკისში საპოლიციო ძალები...

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა
access_time2019-10-14 16:39:33
კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარვუდგინეთ. ეს ითვალისწინეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ბურთი მთავრობის მხარესაა, - ასე ეხმაურება...

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს
access_time2019-10-14 19:30:25
რა შედეგები აქვს საქართველოს მიწის რეგისტრაციის რეფორმის...


მსგავსი სიახლეები

up