7 აპრილიდან კორონავირუსის პანდემიის გამო იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდება. როგორც Reuters-ი წერს, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტმა, შინზო აბემ განაცხადა.
რეჟიმი 1 თვეს გაგრძელდება. მთავრობამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ, ბიზნესს კი მუშაობის დროებით შეჩერებისკენ მოუწოდა.
ამ დროისთვის იაპონიაში კორონავირუსს 85 ადამიანი ემსხვერპლა, 3 654 კი დაინფიცირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge