7%, 10% თუ 11% - რამდენი იქნება წლის ბოლოს ინფლაცია

7%, 10% თუ 11% - რამდენი იქნება წლის ბოლოს ინფლაცია

access_time2022-09-23 10:00:05

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოში 2022 წლის ინფლაციის პროგნოზი 11%-მდე გაზარდა, ხოლო 2023 წელს წლიური ინფლაცია 5%-ზე ივარაუდა. აპრილში გაკეთებული პროგნოზით, 2022 წელს წლიური ინფლაცია ქვეყანაში 7% უნდა ყოფილიყო, ხოლო 2023 წელს 4%. ADB-ის შეფასებით, საქართველოში ინფლაციის გაზრილი პროგნოზი მსოფლიოში სამომხმარებლო საქონელზე მოსალოდნელზე მაღალი ფასებითა და ძლიერი შიდა ზრდით არის განპირობებული. აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი ყველაზე პესიმისტურია ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებს შორის.


ინფლაციის პროგნოზზე საუბრისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ დღევანდელი პროგნოზით ინფლაცია წლის ბოლოს დაახლოებით 9.5% იქნება, მიზნობრივ მაჩვენებელს კი მომავალი წლის შუა პერიოდში დაუახლოვდება.


„დღეისათვის პროგნოზირებაც რთულია. თუმცა იმ პროგნოზით, რომელიც ჩვენ გვაქვს ინფლაცია გააგრძელებს შემცირების ტრენდს, თუმცა ის მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. მაგალითად თუ ახლა გვქონდა 10.9% წლიური ინფლაცია, დაახლოებით 9.5% იქნება წლის ბოლოს, თებერვლიდან დაიწყებს შემცირებას და 2023 წლის შუა ნახევრიდან დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს. თუმცა შეიძლება ისეთი სიტუაცია მოხდეს, რომლის წინასწარ გათვალისიწინება შეუძლებელია. თუმცა ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პროგნოზი, ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდიც და მსოფლიო ბანკიც იზიარებს“, — განმარტავს კობა გვენეტაძე.


საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორ არჩილ გაჩეჩილაძეს წლის ბოლომდე ინფლაციის შემცირების მოლოდინი აქვს.



„ბოლო ორი თვეა ინფლაციის შემცირების ტენდენციას ვხედავთ, იმედი მაქვს ეს ტენდენცია შენარჩუნდება. რამდენიმე ასპექტი, რომელიც ინფლაციაზე მოქმედებს კარგი მიმართულებით მოძრაობს - სესხების მხრიდან ინფლაციაზე ზეწოლა ნამდვილად არ არის, რადგან სესხებზე დიდი მოთხოვნა არაა; რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვას, ეს თუ დაბალანსდება წესით ინფლაცია არ უნდა გაიზარდოს“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ UK-Georgia Fintech Forum-ზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.


„თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია განმარტავს, რომ საქართველოში ფასების ზრდის ტემპი მიმდინარე წლის განმავლობაში შემცირდება, ხოლო 2023 წლის ივლისში სავარაუდოდ ფასები არა თუ გაიზრდება, არამედ შემცირდება. „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, წლის ბოლომდე შესაძლოა, ინფლაცია 7.4%-მდეც კი შემცირდეს, ხოლო მისი გამომწვევი მიზეზი ისაა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ფასები საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდებოდა.


Galt & Taggart-ი 2022 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში ინფლაციის 9.2%-მდე შემცირებას პროგნოზირებს, რადგან საგარეო ფაქტორები, როგორებიცაა ნავთობის ფასები, გადაზიდვის ღირებულება და სურსათის ფასების ინდექსი, ინფლაციის კლებაზე მოქმედებენ. Galt & Taggart-ის მოლოდინით, 2023 წლიდან ინფლაციის დონე საშუალოდ 5%-მდე შემცირდება, ხოლო 2023 წლის ბოლოსთვის ის სამიზნე 3%-ს დაუახლოვდება.


აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 10.9% შეადგინა.





თეგები:
ინფლაცია



ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება

ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება
access_time2022-10-02 23:00:51
ჩინეთის საზღვაო ფლოტი, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი - ორი ავიამზიდი ექსპლუატაციაში შევიდა და მეორე ამოქმედდა ივნისში. შესაბამისად, ჩინეთი ცდილობს დააკმაყოფილოს მოთხოვნილება კვალიფიციურ თვითმფრინავების პილოტებზე, ამბობენ ანალიტიკოსები — აღნიშნულის შესახებ Business...

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“
access_time2022-10-02 19:00:03
რომის პაპმა ფრანცისკემ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისთვის, სთხოვა მას „შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის სპირალი“ უკრაინაში და დაგმო ბირთვული თავდასხმის „უკონტროლო“ შედეგების „აბსურდული“ რისკი.  რომის პაპმა ფრანცისკემ წარმოთქვა თავისი ყველაზე მკაცრი განცხადება მეშვიდე თვის განმავლობაში არსებული კონფლიქტის შესახებ, რომელიც მან...

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას
access_time2022-10-02 15:00:07
ნატოს წევრმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი...

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა
access_time2022-10-02 13:00:01
რუსეთმა დაკარგა ადგილი გაეროს მმართველ საბჭოში, რომელიც მხარს უჭერს 193 ქვეყანას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის თანამშრომლობასა და კოორდინაციას —  აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.  რუსეთმა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, რათა...

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს
access_time2022-10-02 11:00:50
SoundCloud-ის ფლატფორმაზე წვდომა შეზღუდულია რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით.  აკრძალვის მიზეზი გაურკვეველი რჩება. არც Roskomnadzor-ს და არც გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე განცხადება არ...


მსგავსი სიახლეები

up