ექსპერტების შეფასებით 6G-ს ინტერნეტის სიჩქარე 5G-ზე 1000-ჯერ უფრო ძლიერი იქნება. მეექვსე თაობის ქსელში მონაცემთა გადაცემის სიჩქარემ წამში შეიძლება ერთ ტერაბიტს მიაღწიოს. ამის შესახებ ინფორმაციას PhonAndroid-ი ავრცელებს.
6G-ის სიჩქარის შესახებ კვლევები სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერმა მაჰიარ შირვანიმოგადამმა ჩაატარა. სპეციალისტის აზრით, კომუნიკაციის ახალი სტანდარტები კაცობრიობისთვის ტექნოლოგიების ახალ სტანდარტებს წარმოშობს და ხელს შეუწყობს ტექნოლოგიურ პროგრესს.
სპეციალისტის შეფასებით, 6G-ს სიჩქარე წამში 1 ტერაბიტს ან 8000 გიგაბიტს მიაღწევს.
წყარო:imedinews