65 წელს გადაცილებული ადამიანების სიცოცხლის დაზღვევა არ ხდება, რაც მათთვის  საკრედიტო პროდუქტებს აძვირებს - აფბა

65 წელს გადაცილებული ადამიანების სიცოცხლის დაზღვევა არ ხდება, რაც მათთვის საკრედიტო პროდუქტებს აძვირებს - აფბა

access_time2021-11-24 12:55:32

„როგორც სადაზღვევო კომპანიების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან გამოიკვეთა, სიცოცხლის დაზღვევას ექვემდებარება 65 წლის ასაკამდე პიროვნება, ხოლო 65 წელზე უფროსი ადამიანისთვის აღნიშნული პროდუქტი ხელმისაწვდომი არ არის“, - ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. აფბამ სადაზღვევო ბაზარის მოკვლევა ჩაატარა, რომლის მიზანიც იმის გარკვევა იყო,  ხელმისაწვდომია თუ არა, სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტით სარგებლობა 65 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

 

„აფბა აქტიურად სწავლობს საპენსიო და სხვა სოციალური გასაცემლებისა და მასთან დაკავშირებული საპენსიო სესხების საკითხს. სწორედ ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ორგანიზაციამ მიზანშეწონილად მიიჩნია  ამ ასაკობრივ სეგმენტში სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტის ხელმისაწვდომობის საკითხის შესწავლა. ხაზგასასმელია, რომ დაზღვევის კომპონენტი, მისი ოდენობა და საერთოდ, ამ პროდუქტის არსებობა-არარსებობის თემა, ხშირად ხდება საკითხთან დაკავშირებული პოლემიკის საგანი.

სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის მოკვლევის მიზნით, აფბამ შესაბამისი კითხვით მიმართა  ბაზარზე არსებულ ყველა სადაზღვევო კომპანიას. როგორც მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან გამოიკვეთა, სიცოცხლის დაზღვევას ექვემდებარება დაზღვევის მომენტისათვის 65 წლის ასაკამდე პიროვნება, ხოლო 65 წელზე უფროსი ადამიანისთვის აღნიშნული პროდუქტი ხელმისაწვდომი არ არის.

 

სადაზღვევო კომპანიების განმარტებით, ასაკობრივ შეზღუდვას განაპირობებს  სადაზღვევო ლიმიტი და გადამზღვეველთან შეთანხმებული ასაკი. ასევე, სტატისტიკური მონაცემების და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით, სადაზღვევო კომპანიები უარს ამბობენ გარკვეული ასაკის (ეს ზღვარი 65 წელია) ზევით პიროვნების დაზღვევაზე. სადაზღვევო კომპანიების განმარტებით, ასაკის მატებასთან ერთად იმდენად მაღალია სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტის ღირებულება, რომ ასაკოვანი მოქალაქისთვის მისი შეძენა აზრს მოკლებულია.


 

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ შეფასებით, ეს ფაქტი განსაკუთრებით საგულისხმო და დამაფიქრებელია იქიდან გამომდინარე, რომ ამ ასაკობრივ სეგმენტში სიცოცხლის დაზღვევის არარსებობა ართულებს მათთვის საბანკო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას და ამავადროულად, საგრძნობლად უძვირებს მათ საკრედიტო პროდუქტებს.

როგორც აღმოჩნდა, მიმდიანრე მომენტისთვის, ერთი მხრივ, სადაზღვევო ბაზარზე 65 წელს გადაცილებული მომხმარებლებისთვის უბრალოდ არ არსებობს სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტი, ხოლო მეორე მხრივ არც სახელმწიფოს მხრიდან ხდება სიცოცხლის დაზღვევის რისკის გაზიარება.  ამ რეალობაში, ბუნებრივია, ნებისმიერი კომერციული ბანკისთვის იზრდება უფროსი თაობის ადამიანებზე პოტენციურად გასაცემი სესხების რისკი, რაც თავისთავად განაპირობებს საპროცენტო განაკვეთის ზრდას.

აფბას მიაჩნია, რომ 65 წელს ზევით ასაკობრივი სეგმენტისთვის სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტის ხელმისაწვდომობის პრობლემა სერიოზული გამოწვევაა, რომლის დაძლევასაც სადაზღვევო ბაზრის ფიგურანტების და მთლიანად მთავრობის მხრიდან, ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობა ესაჭიროება. მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს ის შესაძლებლობები, რომელთა ამოქმედება 65 წელს გადაცილებული ასაკობრივი კატეგორიისთვის მოქალაქეებისთვის ამ პროდუქტის ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

ამ პროცესში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა“, - ნათქვამია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up