64-ჯერ გადათხრილი გზა, ისევ გასაკეთებელია - აფხაზეთის ქუჩის ამბავი წყნეთში

64-ჯერ გადათხრილი გზა, ისევ გასაკეთებელია - აფხაზეთის ქუჩის ამბავი წყნეთში

access_time2019-09-30 11:00:40


„ეს არის არაკომპეტენტურობისა და არაპროფესიონალიზმის შედეგი, რაც წყნეთში, აფხაზეთის ქუჩაზე ხდება. ორი წელია გზა დააგეს და ამ დროის განმავლობაში 64-ჯერ გადათხარეს. მოსახლეობა გაგიჟებულია და პრობლემას არავინ აგვარებს“.


მენაშენთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს. როგორც იგი ჰყვება, თავის დროზე 1800 მეტრ მონაკვეთზე გზა ისე დაიგო, კომუნიკაციების პრობლემა არ მოგვარებულა. ამიტომ ადგილზე მუდმივად დაბრკოლებები და სირთულეებია:


„წყნეთში, აფხაზეთის ქუჩაზე (ყოფილი გურამიშვილი), 2 წლის წინ დააგეს ახალი ასფალტი, სანამ დააგებდნენ, ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელსაც ვიცე მერი (ირაკლი ხმალაძე) უძღვებოდა (სულ სხვა საკითხზე იყო შეხვედრა, GWP-ს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ) ვუთხარი, რომ კომუნიკაციები იყო შესაცვლელი, და ახალი საფარის დაგება წყალში გადაყრილი ფული იქნებოდა... არაო, ყველაფერი წესრიგში არისო... - 24 თვეში, 1800 მეტრი მონაკვეთი, 64 -ჯერ გადათხარეს... (ხუმრობის გარეშე, დავთვალე!)“,  წერს ირაკლი როსტომაშვილი. 


საბოლოო ჯამში, მიუხედავად ბიუჯეტიდან გამოყოფილი მსხვილი თანხისა, მოსახლეობა ისევ სავალი გზის გარეშეა დარჩენილი:



„თავის დროზე სავარაუდოდ, არჩევნების წინ დააჩქარეს პროცესები და დააგეს გზა, მაგრამ გამოდის ტყუილად გადაიყარა მილიონები. არადა, თავის დროზე ნამდვილად ვუთხარი ვიცე-მერს, რომ თუ პრობლემა სრულად არ მოგვარდება, მომავალში 10-ჯერ მეტი დაგვიჯდებოდა და აი, შედეგიც. მოსახლეობა პანიკაშია და ყოველდღე ასეთ გზაზე გადავაადგილდებით, უკვე ორი წელია“.



წყნეთში, აფხაზეთის ქუჩა ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. როგორც HUB Georgia-დამფუძნებელი ვასო ურუშაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მსგავსი შემთხვევა საქართველოს მასშტაბით ძალიან ხშირად ხდება. არსებული მოცემულობა კი ორი მთავარი გარემოებით აიხსნება. პირველი-სახელმწიფო სტრუქტურებში არარსებული მენეჯმენტი და მეორე კორუფციული რისკები:


„თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო პოლიტიკა გამიჯნული უნდა იყოს მართვისა და მენეჯმენტისგან. ამ უკანაკსნელის ნაწილში საჭიროა კომპეტენტური და კვალიფიციური გუნდი და არა ის, რაც ხდება დღეს ხელისუფლებაში. ზოგადად, 30 წლიან პერიოდში ტრადიციად იქცა, რომ სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები დაკომპლექტებულია პოლიტიკური და პარტიული ნიშნით, ამიტომ მთლიანი სისტემა დგას თავდაყირა. გყავს არაპროფესიონალი ადამიანები, რომლებიც იღებენ არასწორ გადაწყვეტილებებს და საბოლოოდ ვიღებთ იმ შედეგს, რაც ხდება წყნეთში, აფხაზეთის ქუჩაზე.  წინააღმდეგ შემთხვევაში მარტივია, რომ გზის დაგებისას გაითვალისწინებდნენ საერთაშორისო სტანდარტებს. ვგულისხმობ თანმიმდევრობას და პრიორიტეტების მიხედვდით  გადაწყვეტილებების მიღებას: ჯერ უნდა მოწესრიგდეს წყალგაყვანილობა, ელექტროსისტემები, მიწისქვეშა კომუნიკაციები და მხოლოდ ბოლო ფაზაში უნდა დაიგოს მიწის საფარი. შემდეგ უკვე ტროტუარი და  ველოსიპედის გზა და ა.შ. ეს  სტანდარტები არსებობს, გაწერილია და ცნობილია. უბრალოდ სწორი მენეჯმენტია საჭირო, რომ იცოდეს რა როგორ გააკეთოს“


რაც შეეხება კორუფციულ რისკებს, ვასო ურუშაძის თქმით, ზოგადად, გზის დაგება და ინფრასტრუქტურა ის მიმართულებაა, სადაც ძალიან ხშირად შესაძლო კორუფციული რისკები იკვეთება. აღნიშნულს მოწმობს არაერთი ტენდერი, სადაც გამარჯვებული კომპანია დაკისრებულ მოვალეობას უხარისხოდ ასრულებს:


„ხშირად როცა ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტი და იხარჯება ფული, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია არა მიღებული შედეგი, არამედ პირადი ინტერესი. უფრო ზუსტად, კონკრეტულმა პირებმა ამ ყველაფრისგან მიიღონ შემოსავალი. ძირითადად ესაა მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული კერძო კომპანიები, რომლებიც იმარჯვებენ ტენდერებში. თუმცა უხარისხოდ ასრულებენ სამუშაოებს, სამაგიეროდ ამ ყველაფრისგან სარგებელს იღებს მესამე პირი“.


რა ბედი ეწევა აფხაზეთის ქუჩას წყნეთში?   ამ კითხვით „კომერსანტი“ თბილისის მერიას დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განგვიცხადეს, აღნიშული მონაკვეთ კახა კალაძის მერობის დროს არ გაკეთებულა. დღევანდელი მიდგომები კი ზუსტად იმით განსხვავდება წინამორბედებისგან, რომ გზის საფარის დაგება კომუნიკაციების პრობლემის მოგვარებით იწყება.


სალომე ლემონჯავა





Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია

Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია
access_time2020-04-01 20:00:58
1 აპრილს მილიონობით ამერიკის მაცხოვრებლისთვის იჯარის გადახდის ბოლო ვადა ყველაზე დამამძიმებელი აღმოჩნდა. უძრავი ქონების ყოველი მეოთხე მოქირავნე ახლა შემოსავლის მეოთხედზე მეტს საცხოვრებელზე იხდის. საცხოვრებლის ქირა კი მხოლოდ პირველია იმ გადასახადების რიგში, რისი მოგვარებაც აპრილში ხალხს მოუწევს -  კომუნალური გადასახადები, საკრედიტო ბარათები, დაზღვევა, იპოთეკა, სტუდენტური გადასახადი - ბევრი რამ რასაც არაერთი ამერიკელი უბრალოდ ვერ გასწვდება. კარგი ამბავი ისაა, რომ აპრილიდან სექტემბრის...

ლიბერთი მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

ლიბერთი  მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს
access_time2020-04-01 17:50:52
დღეიდან, 1 აპრილიდან, ლიბერთის გადაწყვეტილებით, არაასაკობრივი პენსიონერები „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. ,,ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებელზე ზრუნვას და მათ უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე მორგებულ კიდევ ერთ სიახლეს ვთავაზობთ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, არაასაკობრივ პენსიონერებს შეეძლებათ შეუფერხებლად და რაც მთავარია, ნულოვანი ტარიფით გაიაქტიურონ ‘პენსია ჩარიცხვამდე’ სერვისი სერვისცენტრებსა და ლიბერთის ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით. გვინდა, ვთხოვოთ...

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა
access_time2020-04-01 19:00:37
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2413 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა...

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა
access_time2020-04-01 18:10:11
საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა. როგორც „კომერსანტმა“  გაარკვია, შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა.    ინფორმაციის გადამოწმება მთავრობის ცხელ ხაზზეც ვცადეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ დეველოპერული საქმიანობა ქვეყანაში გუშინ აიკრძალა. 144-ზე გვითხრეს, რომ შპს-ს იმ შემთხვევაში აქვს მუშაობის უფლება...

ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს

 ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს
access_time2020-04-01 17:50:09
„თუ იქნება ჰესი, არ იქნება მდინარე აქ. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ აქ იქნება პატარა, რუჩუაზე ოდნავ დიდი ნაკადული“, - ეს სიტყვები მოძრაობა „არა ონის კასკადის“ ერთ-ერთ აქტივისტს ეკუთვნის, რომელიც მან რაჭის სოფელ ნიგავზების მდინარის ვიდეოკადრებთან ერთად გამოაქვეყნა. ასე გააპროტესტა მან რაჭაში ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა. გარემოს დაცვის სამინისტროსგან მშენებელი კომპანიისთვის რამდენჯერმე შენიშვნებით უკან დაბრუნებული პროექტი მოწონებულია - 2020 წლის 17 მარტს, როცა ქვეყანა მთლიანად...


მსგავსი სიახლეები

up