62 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალში“ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ეთერ ლაფერაძის განცხადებით, პაციენტს რომელიმე საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება. კლინიკაში ასევე იმყოფება მისი და, რომლის ნიმუშები აღებულია ტესტირებისთვის.
ამ წუთებში კლინიკაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ, რომლებიც დაადგენენ 62 წლის ქალის კონტაქტებს, თავად პატიენტს კი სავარაუდოდ გორის ჰოსპიტალში გადაიყვანენ.
imedinews