240 ჰა სასოფლო–სამეურნეო მიწას 61 მოიჯარე დაისაკუთრებს

240 ჰა სასოფლო–სამეურნეო მიწას 61 მოიჯარე დაისაკუთრებს

access_time2021-07-20 16:00:14

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 61 მოიჯარეს 240 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცემათ. ამ გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.


მინისტრის თქმით, პროგრამის ფარგლებში, სხვა დანარჩენ მოიჯარეებსაც, საქართველოს მასშტაბით, ეტაპობრივად გადაეცემათ იჯარით აღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.


„ჩვენ გასულ წელს დავამტკიცეთ ეს  სპეციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე მეტ ხელმისაწვდომობას, როდესაც ფერმერებს, რომლებიც გრძელვადიანი იჯარით ფლობდნენ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, მიეცათ საშუალება, გამოისყიდონ მიწები და ეტაპობრივად გამოგვაქვს მთავრობაზე ეს გადაწყვეტილებები. დღეს დავამტკიცეთ განკარგულება 61 მოიჯარესთვის მათ მიერ იჯარით აღებული მიწების გამოსყიდვის თაობაზე, რაც ნიშნავს, რომ 61   მცირე და საშუალო ფერმერი საკუთრებაში მიიღებს დაახლოებით 240 ჰა მიწას, რომელიც შედარებით მცირე ნაკვეთებად იყო დაყოფილი, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.



ნათია თურნავას განმარტებით, პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, მოიჯარეები შეძლებენ უკვე საკუთრებაში არსებული ქონებით ისარგებლონ და მიიღონ საბანკო დაფინანსება, ასევე მონაწილეობა მიიღონ მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებში და გამოიყენონ ქონება უფრო საინვესტიციო რესურსად.  „რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, პროგრამა გაგრძელდება და ჩვენ ეტაპობრივად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა უფრო ეფექტურად იყოს დამუშავებული და განმტკიცდეს მიწაზე კერძო საკუთრება, - აღნიშნა მინისტრმა.


სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა 2020 წელს საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცდა. პროგრამა შემდგომში კიდევ უფრო გაფართოვდა და მასში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. პროგრამა გულისხმობს იჯარით გაცემული, დაახლოებით 11 000 ჰა მიწის მოიჯარეებისთვის პირდაპირ მიყიდვას 25 პროცენტიანი ფასდაკლებით - ნაკვეთების საბაზრო ღირებულების მხოლოდ 75 პროცენტის გადახდის სანაცვლოდ. საუბარია იჯარით გაცემულ „სახნავი და „სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთებზე, რომელთა ჯამური ღირებულებაც  ათეულობით მილიონი ლარია. პროგრამის მიხედვით, მოიჯარეებს შეუძლიათ სახელმწიფოსგან გამოისყიდონ 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით იჯარით გაცემული სახნავი და სათიბი მიწის ნაკვეთები.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up