თბილისში ექსპლუატაციაში  მიუღებელი 600–800 ობიექტია-პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს

თბილისში ექსპლუატაციაში მიუღებელი 600–800 ობიექტია-პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს

access_time2019-07-29 09:00:19

პარლამენტი დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს. საუბარია, “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებსა და მისგან გამომდინარე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე.


პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი ვოლსკი, შოთა ხაბარელი, ბექა ოდიშარია, ლევან კობიაშვილი, სოფიო კილაძე, მარიამ ჯაში და მიხეილ ყაველაშვილი.


პროცესებში ჩართული იყო „საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის“  აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე. დეველოპერის განმარტებით, ეს არის ისეთი შენობები, სადაც ხალხი ისედაც ცხოვრობს და სხვადასხვა დარღვევების გამო  მისი ექსპლუატაციაში მიღება ვერ მოხდა.


„ეს იყო ძალიან ბევრი მოსახლის გაცხადებული პრობლემა. 600-დან 800 სახლამდე თბილისში აშენებული და დასრულებულია მაგრამ, ექსპლუატაციაში არ არის მიღებული. მათი უმეტესობა დაწყებულია კრიზისის პერიოდში, რაღაც დაამთავრეს, რაღაც ვერ დაამთავრეს. მანამდე პროექტები იყო ხის მოპირკეთებით, ძვირფასი კარ-ფანჯრით და ა.შ.


რეალურად კრიზის შემდეგ გადავიდნენ მარტივ ფასადებზე, რათა როგორმე ხალხი შეესახლებინათ. რა პროექტიც იყო დამტკიცებული იმის გაუარესება ხდება. შესაბამისად, არქიტექტურის სამსახური ამაზე ამბობს უარს. მშენებელს ფული არ ჰყოფნის, რომ პროექტი დაასრულოს. ცხადია, რომ იქ გარკვეულწილად დარღვევები არის, თუმცა, არ არის არსებითი, არ აზარალებს მესამე პირს  ანუ საფრთხის შემცველი არ არის. ასეთ კორპუსებში ადამიანები ცხოვრობენ და მათ მისამართი მინიჭებული არ აქვთ, რის გამოც ბევრი იურიდიული პრობლემა ექმნებათ, მათ შორის, ფინანსური. ბანკი ისეთ სახლს ,რომელსაც ამონაწერში უწერია მშენებარე, იმას მიუხედავად,რომ ხედავს ვიზუალურად დასრულებულია, გარკვეული რისკის კოეფიციენტებს უყენებს. შესაბამისად, რეალურ ღირებულებასთან შედარებით ნაკლებად აფასებს. რეალურად, 50 000 -მდე ოჯახს ეს პრობლემა მოეხსნება“, აცხადებს თორნიკე აბულაძე.

 

„საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის“  აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე განმარტავს, რომ საკანონმდებლო პაკეტი ერთის მხრივ ითვალისწინებს ამნისტიას, მეორეს მხრივ კი დასრულებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების სტანდარტის  გამკაცრებას.  


 

„ეს არ არის მარტო ამნისტია, მერია ამბობს, რომ დღეიდან ექსპლუატაციაში მიღების სტანდარტის გამკაცრებას იწყებს. პრობლემა მდგომარეობს შემდეგში– მერიას იმისთვის, რომ მორალური უფლება ჰქონდა ეთქვა, რომ დღეიდან პირობების გამკაცრებას იწყებს, ამისთვის სჭირდებოდა გაეკეთებინა ამნისტია. მთელი შინაარსი არის ის, რომ „აქამდე რაც იყო გვესმის, ამიტომ ამნისტიას ვაცხადებთ, ხოლო დღეს ვიწყებთ სუფთა ფურცლიდან მაგრამ, ვიქნებით ძალიან მკაცრები“, ეს არის ის, რამაც გამოიწვია საკანონმდებლო ინიციატივის შემოტანა“,- განმარტავს თორნიკე აბულაძე.   


„კომერსანტთან“ საკანონმდებლო პაკეტზე საუბრობს georgian construction company -ის დამფუძნებელი ჯუნა თუთბერიძე , რომელიც თვლის, რომ ბინების ექსპლუატაციაში მიღება სწორი გადაწყვეტილებაა


„კანონპროექტს კარგად არ ვიცნობ, საინტერესოა რა შენობებზეა საუბარი. ერთის მხრივ, კარგია, რომ ამნისტია მოხდება, მაგრამ კრიტერიუმები დაცული უნდა ჰქონდეს შენობებს ექსპლუატაციაში მიიღებისას. ესე უბრალოდ ამნისტიის გამოცხადება მგონია, რომ საშიშია, ისედაც იმდენი უბედური შემთხვევები ხდება. თუ საუბარია მცირე გადაცდომებზე, მაშინ კარგი ინიციატივაა, რადგან ხშირად ასეთ საცხოვრებლ სახლებში  ადამიანები უკვე ცხოვრებენ. შეიძლება ეს იყოს ბიზნესის არათანაბარ პირობებში ჩაყენება მაგრამ, იმ ადამაინებმა რა დააშავეს, რომლებსაც სახლი ნაყიდი აქვთ და წლებია ცხოვრობენ. ერთჯერადი ამნისტია ალბათ კარგი იქნება, მაგრამ მომავლში აღარ უნდა გამეორდეს დარღვევები, რათა აღარ მოგვიწიოს სახელმწიფოს ამნისტიის გამოცხადება“,- განაცხადა ჯუნა თუთბერიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ექსპლუატაციაში მიღება იმ ობიექტებს ეხება, რომლებზეც გაცემულია მშენებლობის ნებართვა და 2019 წლის 15 მაისის მდგომარეობით მშენებლობა დასრულებულია, გარდა მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოებისა.დაინტერესებულმა პირმა, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში უნდა მიმართოს.

 

აღსანიშნავია, რომ სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობების ექსპლუატაციაში მიღება - ე.წ ამნისტია არ გულისხმობს დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლებას ან სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის ბიუჯეტში ჯარიმის, საურავის ან მისი ნაწილის სახით გადახდილი თანხის სამართალდამრღვევ სუბიექტისათვის უკან დაბრუნებას.

 

“საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ გარდა, ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსშიც“ ხორციელდება, რომლის მიხედვით, შესაბამისი ნებართვის გარეშე მშენებლობა, მშენებლობის წარმოება სანებართვო პირობების დარღვევით და მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

 

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს დაახლოებით ერთი თვის წინ წარედგინა.

 

ბაჩო ადამია





„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“
access_time2019-12-12 14:30:05
„არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი“, - ეს სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადებაა. საქართველოს პრეზიდენტის ნათქვამი საზოგადეობის დიდმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო და მთავრსარდლისგან მობოდიშება მოითხოვა.  აღსანიშნავია რომ პრეიზდენტს „ქართული ოცნების“  წევრებიც...

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“
access_time2019-12-12 15:00:44
„თებერვლის ბოლოს თუ იქნება ის მოცემულობა, რომ  ლარის კურსი  2.70-ის მიდამოებში იქნება,მაშინ შეიძლება ფასები გადაიხედოს“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თავმჯდომარე ივა ჭყონიამ განუცხადა. როგორც  ჭყონია განმარტავს,კომპანიებს გარკვეული მარაგები აქვთ, რომელიც  ნაყიდი საკმაოდ მაღალ კურსზეა, შესაბამისად,...

საქართველოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ზრდის რისკი

საქართველოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ზრდის რისკი
access_time2019-12-12 14:01:05
ბუნებრივია, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების პარალელურად ელექტროენერგიის მოხმარებაც მზარდია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთ წელიწადში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 1.4-ჯერ ზრდის მიუხედავად, საქართველოში ერთ სულზე ელექტროენერგიის მოხმარება ორჯერ ნაკლებია ევროპისა და დასავლეთ აზიის ქვეყნების საშუალო მოხმარებასთან შედარებით. ეს ის ქვეყნებია, სადაც ენერგოეფექტიანობა მთავარი სამიზნეა, თუმცა განვითარების მაღალი დონე უფრო მაღალ ენერგომოხმარებასაც ნიშნავს. ცხადია, ენერგოეფექტიანობის...

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გაძვირებულ ცხოვრებაზე

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გაძვირებულ ცხოვრებაზე
access_time2019-12-12 16:00:38
ფასების ზრდამ წლის ახალი რეკორდი მოხსნა და ინფლაციამ 7%-ს მიაღწია. იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებში ქვეყანას უფრო მაღალი მაჩვენებელიც ახსოვს, არსებული მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმეა. იმდენად, რამდენადაც არსებული ინფლაციის ფორმირებაზე, მთავარი ზეგავლენა იქონია ისეთმა ქვეჯგუფმა როგორიცაა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (ზრდა 13.4%). სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე. თუმცა, ამის გარდა ფასების ზრდა...

„კომერსანტის“ სპეციალური განცხადება

„კომერსანტის“ სპეციალური განცხადება
access_time2019-12-12 12:53:33
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ დღეს საკანონმდებლო ორგანოში განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამს. საქმე ეხება იურიდიული კომიტეტის სხდომას, სადაც უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცების განხილვისას ჟურნალისტების ნაწილს მანდატურებმა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ეს მაშინ, როცა პარლამენტში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხის-მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი მიმდინარეობს. ვთვლით, რომ საკითხი მოითხოვს როგორც...


მსგავსი სიახლეები

up