დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას კიდევ 60 დევნილ ოჯახს გადასცემს. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„დღეს, ერთოთახიანი, ოროთახიანი, სამოთახიანი და ოთხოთახიანი ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. კენჭისყრის პროცედურის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ დევნილი ოჯახები. ოთახების რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.
60 დევნილ ოჯახს ახალი ბინის გასაღები უახლოეს დღეებში გადაეცემა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.