6 წელიწადში ფინტექ ოპერაციები 1-დან 8 მლრდ ლარამდე გაიზარდა - ვახტანგ ჩქარეული

6 წელიწადში ფინტექ ოპერაციები 1-დან 8 მლრდ ლარამდე გაიზარდა - ვახტანგ ჩქარეული

access_time2023-03-23 21:00:54

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ტექნოლოგიური და ინოვაციური  ტენდენციების შესახებ ყოველთვიური კვლევითი ანგარიში გამოაქვეყნა. თებერვლის ანგარიში ფინტექ ბაზარს, არსებულ ტენდენციებს, პერსპექტივებსა და სტრუქტურას ეხება. რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორმა ვახტანგ ჩქარეულმა განაცხადა, რომ საქართველოში ინტერნეტ მომხმარებლებიდან ინტერნეტ ბანკინგს ყოველი მე-4 იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ფინტექ-სერვისების მიღებაში ჩართული არიან.

 

„საქართველოში ფინტექ ბაზრის და მისი მოცულობის შეფასებისთვის მთავარი ინდიკატორი ფინტექ გადახდებია. თუ ის 2022 წელს დაახლოებით 1 მლრდ დოლარის ფარგლებში მერყეობდა, 2023 წელში 19%-იანი ზრდის მოლოდინი არსებობს და 2027 წლისთვის ფინტექ გადახდები 2 მილიარდს გადააჭარბებს, რაც დიდი ზრდის ტემპი,“ - აცხადებს ვახტანგ ჩქარეული.

 

მისი თქმით, ფინტექ ბაზარზე გადახდები მოიცავს მობილური POS-ები საშუალებით გადახდას  და ციფრულ კომერციას. ციფრული კომერცია გულისხმობს ნებისმიერი ტიპის სამომხმარებლო ონლაინ გადახდებს, მობილურ POS-ები - ელექტრონული საფულით გადახდებს.

 


„მობილურ POS-ს მთლიანი გადახდების დაახლოებით 332-მილიონიანი წილი უჭირავს, ციფრული კომერცია ამ მხრივ 3-ჯერ დიდია და მისი მოცულობა დაახლოებით 830 მილიონს უახლოვდება. 2027 წლისთვის მობილური პოსების წილის გასამმაგებას ვარაუდობენ.

 

2017-2022 წლებში ინტერნეტით განხორციელებული ფინანსური ოპერაციები, 7.5-ჯერ - 1 მილიარდიდან 8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. გასულ წელს 115 მილიონი ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2021 წელთან შედარებით 16%-იანი ზრდაა, ხოლო გადარიცხვების კუთხით 8 მილიარდს გადააჭარბა და თითქმის 25%-იანი ზრდა იყო 2021 წლის ნიშნულთან შედარებით“, - აცხადებს ვახტანგ ჩქარეული.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up