6 თვეში ბენზინისა და დიზელის იმპორტი გაიზარდა, საავიაციო ნავთის შემცირდა

6 თვეში ბენზინისა და დიზელის იმპორტი გაიზარდა, საავიაციო ნავთის შემცირდა

access_time2021-07-27 14:00:18

წლის პირველ ნახევარში ბენზინის, დიზელისა და საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი გაიზარდა, საავიაციო ნავთი კი შემცირდა. ინფორმაციას ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავსირი ავრცელებს.


2021 წლის ივნისში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 1.67 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1.47 ათასი ტონა) შედარებით  0.2 ათასი ტონით - 13.6%-ით მეტია.


იანვარ-ივმისში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.7%-ით 8.81 ათას ტონამდე გაიზარდა, რაც თავის მხრივ პანდემიამდელ მაჩვენებელს 6.9%-ით ჩამორჩება.


ივნისში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის 18% ირანიდან განხორციელდა, 15% რუსეთიდან, 14.4% თურქეთიდან და 9.6% გერმანიიდან.



ივნისში  4.6%-ით 6.8 ათას ტონამდე გაიზარდა საავიაციო ნავთის იმპორტიც. იმპორტის 44.1% თურქმენეთიდან განხორციელდა, 29.4% იტალიიდან. 10.3% თურქეთიდან და 1.5% საბერძნეთიდან.


წლის პორველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საავიაციო ნავთის იმპორტი 2.8%-ით 28.1 ათას ტონამდე შემცირდა. ისევე როგორც ივნისში, ექვსთვიან ჭრილშიც იმპორტსი თურქმენეთი ლიდერებობს. მისი წილი ბაზარზე 62%-ს აღწევს.


მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში 6.9%-ით, 532 ათას ტონამდე გაიზარდა საწვავის იმპორტიც. ბენზინის იმპორტი დიზელისას უტოლდება და თითოეულ შემთხვევაში 266 ათას ტონას უდრის.


ფასების ზრდის გამო თანხობრივმა ზრდამ, რაოდენობრივ ზრდას გადააჭარბა. 6 თვეში ნავთოპროდუქტების იმპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, $96 მლნ-ით $327 მლნ-მდე გაიზარდა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up