6 თვეში 500 მილიონამდე წმინდა მოგებით თიბისი პირველ ადგილზეა

6 თვეში 500 მილიონამდე წმინდა მოგებით თიბისი პირველ ადგილზეა

access_time2021-09-07 15:00:01

საბანკო სექტორი წელს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 6 თვეში მილიარდიან მოგებაზე გავიდა. მოგების - 45.8% ანუ 486 მლნ ლარი თიბისის ეკუთვნის, რომელიც ბოლო წლებში მის უშუალო კონკურენტს, საქართველოს ბანკს თითქმის ყველა კომპონენტში ჯობნის.



თავად საქართველოს ბანკის მოგებამ 6 თვეში 435 მლნ ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2 დომინანტ ბანკზე მოგების 87% ნაწილდება, მთლიან აქტივებში ამ 2 ბანკის წილი 77%-ა, გაცემულ სესხებსა და მიღებულ დეპოზიტებში კი 67%.



სიდიდით ქვეყნის მესამე ბანკის - ლიბერთის წმინდა მოგებამ წლის პირველ ნახევარში მხოლოდ 23 მლნ ლარი შეადგინა, რაც წილობრივად 2.3%-ზე ნაკლებია. სხვა ბანკების წილი კი მოგებაში 1–დან 2 პროცენტამდე მერყეობს, ან 1 პროცენტზე ნაკლებია.




მოგებამ თვეში შვიდნიშნა მაჩვენებელს ლიბერთის გარდა კიდევ 6 ბანკში: ვითიბიში, პროკრედიტში, კრედოში, ქართუში, ბაზისბანკსა და ტერაბანკში გადააჭარბა. ზირაათ ბანკისა და სილქ როუდ ბანკის მოგება 1 მლნ–ზე ნაკლები იყო, პაშა ბანკი კი 1.4 მილიონიან ზარალზე გავიდა.



ბანკებმა ივლისში დამატებით 178 მლნ-ის წმინდა მოგება დაწერეს და 7 თვეში 1.240 მლრდ-იან მოგებაზე გავიდნენ. ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მსგავსად ბანკების შემთხვევაშიც აღნიშნულის უმთავრესი მიზეზი ცუდი საბაზისო წელია, თუმცა სხვა სფეროებისგან განსხვავებით 2020 წელს საბანკო სექტორი მინუსში არ გასულა თუმცა მოგება 8.5-ჯერ 99 მლნ-მდე შემცირდა. პირველ ადგილზე ამ შემთხვევაშიც 21.7 მლნ–ით თიბისი იყო. ბანკებმა კონსერვატიული მეთოდით იხელმძღვანელეს და კრიზისის პერიოდში სავალდებულოზე მეტი თანხები დაარეზერვეს, 2021 წელს კი რეზერვები ბრუნვაში გაუშვეს, რამაც მათი ბუღალტრული მოგება კიდევ უფრო გაზარდა.



მას შემდეგ, რაც 2017 წელს თიბისიმ ბანკი რესპუბლიკა შეიძინა, ნელ-ნელა მეორიდან პირველ ადგილზე გადაინაცვლა. 2021 წლის მეორე კვარტლის მიხედვით მისი წილი აქტივებსა და გაცემულ სესხებში ისევე როგორ წმინდა მოგებაში საქართველოს ბანკის მაჩვენებელს რამდენიმე პროცენტული პუნქტით აჭარბებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up