აუდიტორიული კომპანია Grant Thornton-ის ერთ-ერთი პარტნიორი პაატა შურღაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:
- 6 შეკითხვა ბიზნესს განვითარებისთვის❗️
დღეს უკვე, ნებისმიერი რიცხვი ინფიცირებულთა და გამოჯანმთელებულთა რაოდენობის შესახებ განეკუთნება მხოლოდ სტატისტიკურ ანალიზს და მოგვემსახურება პრაგმატული აზროვნების ჩამოყალიბებაში. თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, დაძლიოს ემოციური ფონი და შიშების ფაზიდან გადაინაცვლოს შემეცნებისა და პარარელურად, შესაძლებლობების და განვითარების ფაზაში.
ემოციური საზღვრები გავარღვიეთ - და, ეს იყო გუშინ, გუშინწინ, ყველა 227, 666, 1,169 და ნებისმიერი შემდეგი შემთხვევა არის რიცხვითი მანიპულაცია და ბიზნესის მხრიდან ამ კუთხით ნებისმიერი ჰიპოთეტური დაშვება არ ემსახურება პრაგმატიზმზე დაფუძნებულ კრიზისულ მმართველობას!
ხელისუფლების მიერ გატარებული ეკო-რი ღონისძიებები და თითქმის ყველა სხვა მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებები ბადებს კითხვებს: ეს იქნება - ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, მენეჯმენტი, ფისკალური თუ მონეტარული პოლიტიკა. თითოეული საკითხი ცალკე და ინდივიდუალური განხილვის ობიექტია. ამ ჭრილში გასათვალისწინებლია ამერიკული, ევროპული და სკანდინავიური ქვეყნების გამოცდილებები, გადადგმული ნაბიჯები და მიგნებები, არამც და არამც, არ უნდა ვიყოთ რეკომენდაციების მოლოდინის რეჟიმში მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტებისგან, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში განსხვავდება ამ ქვეყნების პრაქტიკებისგან.
რაც შეეხება დღევანდელი დღის პათოსს:
დღეს ბიზნესმა უნდა დასვას კითხვები და ეძებოს პასუხები. ჩემი შეფასებით ხვალინდელი დღისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ექვსი/6 კითხვა და შესაბამისი აქტივობა.
დედუქციური მსჯელობით კითხვები ასე გამოიყურება
1) რა გვასწავლა - რა მიგნებები მოგვცა Covid -19 მა?
2) რა კონკრეტული სწავლების და მიგნების განხორციელება/იმპლემენტაცია შეიძლება მოკლევადიან და გრძელვადიან ჭრილში?
3) როგორია Covid-19_ის გავლენის მასშტაბები პატარა, მცირე და საშუალო და მსხვილ ბიზნესებზე?
4) როგორ შეიცვალა ჩვენი სამუშაო გარემო და რა ტიპის უნარ-ჩვევების აუცილებლობა დავინახეთ?
5) ინდუსტრიალიზაციის - რა სექტორს და რა მომსახურების სერვისებს გავყვეთ (კრიტიკულია არსებული სერვისების გადაწყობა, გადახალისება და განახლება როგორც მომავლის სერვისები)?
6) რა გასატარებელი ღონისძიებები/აქტივობები გააჩნია ბიზნესს - პრეკრიზისულ, კრიზისულ და პოსტკრიზისულ ეტაპზებზე? რას გულისხმობს/მოიცავს ბიზნესის მხრიდან დაკვირვების, შესწავლის და განხორციელების ციკლები?
გაურკვევლობა არის უტოპია წარუმატებლობისკენ, გარკვეულობა არის უტოპია განვითარებისკენ!