ექსპერტები ხედავენ მცირე ბიზნესის მფლობელების უამრავ შეცდომას, როდესაც ისინი ინფლაციასთან, კადრების დეფიციტთან და მიწოდების ჯაჭვის ქაოსთან გამკლავებას ცდილობენ. Bloomberg-მა ენტერპრენერებსა და ბიზნესის კონსულტანტებს ყველაზე ძვირადღირებული შეცდომებისა და მათთან გამკლავების გზების შესახებ ჰკითხა.
შეცდომა: ფასების შემცირება მომხმარებლების მოსაზიდად და შემოსავლის გასაზრდელად.
რატომ არის ეს ცუდი: WallStreetZen-ის დამფუძნებელი, ნეიტ ცანგი მიიჩნევს, რომ “მომხმარებლები მოუთმენლად ელიან სხვა აქციებს მომდევნო წელს”. მომხმარებლები ურჩევენ მეგობრებს, დაელოდონ სადღესასწაულო ფასდაკლებას და დროთა განმავლობაში კომპანიის გრძელვადიანი შემოსავალი თითოეულ კლიენტზე შემცირდება.
გამოსავალი: შეინარჩუნეთ ფასების სტაბილურობა. თუ გსურთ სადღესასწაულო აქციის გაკეთება, შემოიტანეთ ახალი ფუნქციები ან “უფასო” დანამატი. მყიდველები ამას დააფასებენ.
შეცდომა: სეზონურ საქონელზე, სერვისებსა და დანამატებზე უარის თქმა.
რატომ არის ეს ცუდი: ბრენდის ანალიტიკოსი, მელანი პეტესონი ამბობს, რომ “ბევრი ადამიანი სეზონურად ყიდულობს პროდუქტს. თუ გამოტოვებთ სეზონურ პროდუქტებს, ხელიდან გაუშვებთ ფულის გამომუშავების შესაძლებლობას”.
გამოსავალი: განათავსეთ სეზონური პროდუქტები ან სერვისები და თუ თქვენი ბიზნესისთვის აზრი აქვს, დაიწყეთ საახალწლო შეთავაზებების განთავსებაც. “ზოგიერთს უყვარს შოპინგი სეზონის დაწყებამდე”.
შეცდომა: ნოემბერსა და დეკემბერში მარკეტინგული კამპანიების შეჩერება ჩვეულებრივი პრაქტიკაა იმ კომპანიებს შორის, რომლებიც ფიქრობენ, რომ კლიენტებს არდადეგების გამო დაკარგავენ. „ბევრი ბიზნესის მფლობელი ასუსტებს მარკეტინგულ საქმიანობას წლის ბოლომდე, როდესაც გაყიდვები სათუოა”,- ამბობს ოპერაციების კონსულტანტი დაიან ლამი.
რატომ არის ეს ცუდი: ეს იწვევს დუნე იანვარს და ხელიდან უშვებს დასვენების პერიოდის შესაძლებლობებს. “მე პირადად $40,000-ის პროდუქტი 2020 წლის დეკემბრის ბოლო ორ კვირაში გავყიდე. ბიზნესის მფლობელები ცდილობენ ინვესტირებას დეკემბერში, რათა ანაზღაურდეს მათი 2021 წლის საგადასახადო შემოსავლები”,- ამბობს ლამი.
გამოსავალი: გააგრძელეთ გუნდის უწყვეტი მუშაობა.
შეცდომა: სადღესასწაულო აქციების განთავსება სოციალური მედიის უამრავ პლატფორმაზე.
რატომ არის ეს ცუდი: ეს ხელს უშლის თქვენს ძალისხმევას, შეიძინოთ რეალური მომხმარებლები. “ძალიან მიმოფანტული ხარ, განსაკუთრებით არდადეგების დროს“,- ამბობს კაილ დულეი, Collabstr-ის დამფუძნებელი. Facebook-ის მომხმარებლებს სურთ სახალისო, ადვილად ათვისებადი შეტყობინებების გაზიარება; Instagram-ის მომხმარებლები პასუხობენ კონტენტს, რომელიც ვიზუალურად ასახავს თქვენი კომპანიის ესთეტიკას; LinkedIn-ის მომხმარებლები მოიხმარენ ბიზნეს ინფორმაციას.
გამოსავალი: „გამოიყენეთ ერთი ან ორი არხი ძლიერი აუდიტორიის შესაქმნელად. შემდეგ შეგიძლიათ პირდაპირ გაყიდოთ პროდუქტი ამ აუდიტორიაზე რეკლამის ყიდვის ნაცვლად,- ამბობს დულეი.
შეცდომა: ძირითადი კონკურენტების ვადებისა და ქმედებების მიუღებლობა.
რატომ არის ეს ცუდი: მოგვწონს თუ არა, დიდი კომპანიები აყალიბებენ მომხმარებლის მოლოდინებს. “ჩვენ უკვე ვხედავთ მსხვილ საცალო მოვაჭრეებს, რომლებიც ათავსებენ შავი პარასკევის შეთავაზებებს და ავრცელებენ სადღესასწაულო განცხადებებს. მცირე ბიზნესმაც იგივე უნდა გააკეთოს,- ამბობს კენია ადამსი, PantyBuddy-ის საჯარო ტუალეტის პროდუქტების ხაზის აღმასრულებელი დირექტორი.
გამოსავალი: თუ ინდუსტრიის ლიდერები რაღაცას აკეთებენ, თქვენც უნდა გააკეთოთ ეს. მიჰყევით ტენდენციებს,- ამბობს ადამსი.
შეცდომა: თანამშრომლების დაუფასებლობა.
რატომ არის ეს ცუდი: “ნიჭიერი ადამიანების შენარჩუნება ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. დასაქმების პირობები მკვეთრად შეიცვალა. ნიჭიერი დაქირავებას ორჯერ მეტი დრო სჭირდება”,- ამბობს ჩარლზ ეჯი, სარისკო აქტივების კაპიტალის კოამპანია Bootstrappers.mn-ის ტექნოლოგიური ოფიცერი.
წყარო: Bloomberg, "ბიზნეს ფორმულა"