COVID 19-ის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 6 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი უმნიშვნელოდ გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1999 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე კი დილიდან ვაჭრობა $1/3.2000 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.2038-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა გაუფასურდა, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/7.0732 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 7.1767-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამი უმნიშვნელოდ გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/480.5800 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 481.2300-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი კი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და მხოლოდ მცირედით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/1.6985 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.7046-ის ნიშნულზე იყო.