სარაგბო 6 ერი 8-მდე იზრდება? ოღონდ, საქართველოს გარეშე

სარაგბო 6 ერი 8-მდე იზრდება? ოღონდ, საქართველოს გარეშე

access_time2020-02-13 16:08:18

ტურნირში ჩართვა სამხრეთ აფრიკასა და ფიჯის სურთ


საქართველოს რაგბის ნაკრებზე საუბარი ისევ არაა


სარაგბო 6 ერი, რომელში ჩართვასაც საქართველოს ნაკრები არაერთი წელია ცდილობს, შესაძლოა, მართლაც გაფართოვდეს, ოღონდ, ევროპელების გარეშე, რაც ცხადია, ბორჯღალოსანთა აღზევებასაც გამორიცხავს.


პირველმა აღნიშნულის შესახებ ბრიტანულმა Daily Mail-მა დაწერა, მის თანახმად, 4 ერის დატოვებასა და ევროპულ რაგბში ჩართვაზე ფიქრობს სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი.როგორც ირკვევა, “ქურციკებს” ერთბაშად რამდენიმე მიზეზი ამოძრავებთ.


უფრო კომფორტული სასაათო სარტყელი – მაქსიმუმ 2 საათი სხვაობა აფრიკის დროსთან.შედეგად, ტელეტრანსლაციების უფრო კომფორტულ პერიოდში განთავსება.

სამხრეთაფრიკელი მორაგბეების სიმრავლე ევროპულ კლუბებში.



სამხრეთ აფრიკას 6 ერში ჩართვის შემთხვევაში, მცირე ლოჯისტიკური პრობლემები კი შეექმნება, თუმცა, როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, იქ ყველაფრისთვის მზად არიან.


საქართველო-ფიჯი 2019 წლის მსოფლიო თასზე


აი, Exsress.co.uk-ის ცნობით კი, დიდი შანსია, მომავალ წლებში, აფრიკელთა გარდა, 6 ერში თავი ფიჯის ნაკრებმაც ამოჰყოს. ამაზე პირველი მინიშნება ტურნირზე საფრანგეთის წარმომადგენელმა კლოდ აშერმა გააკეთა.


“დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნეგატიურ შედეგებს არ მოგვიტანს. გვესმის, რომ 6 ერის კალენდრის შეცვლა და ტურების დამატება მოგვიწევს, თუმცა, თუკი ეს საჭიროა, რატომაც არა? სხვა საქმეა, რომ ეს, ალბათ, 3-4 წელიწადში მოხდება”.


როგორც Daily Express იუწყება, თუკი “მფრინავი ფიჯელების” 6 ერში ჩართვა მართლაც მოხდა, ისინი საშინაო მატჩებს საფრანგეთში ჩაატარებენ, ამდენად, სხვა გუნდებს მოგზაურობასთან დაკავშირებული დისკომფორტი არ შეექმნებათ.


popsport.com



თეგები:
რაგბი



Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში

Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში
access_time2020-09-23 21:00:36
ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორის მეუღლე  კრემლთან დაკავშირებული რუსი ბიზნესმენისგან დაფინანსებას იღებდა. ეს დონორი - რუსული წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე ლუბოვ ჩერნუხინაა, რომლის გვარიც საეჭვოდ ემთხვევა ახლო წარსულში რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილის გვარს.   არსებული ინფორმაციის თანახმად, ეს რუსი მილიარდერია პუტინის კარის ოლიგარქი სულეიმან კერიმოვი, რომელიც ამერიკული სანქციების ქვეშაა.   პირველმა ეჭვები...

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა
access_time2020-09-23 20:00:02
ამ დღეებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ კრიპტოვალუტის მოპოვების რეგულირების თაობაზე კანონი მიიღო.   პარალელურად კი არ აღიარებული რესპუბლიკის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ჩერნომორენერგო“-ს დირექტორმა მიხაილ ლოგუამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში სავარაუდოდ ენერგიის პერიოდული გათიშვები დაიწყება.   „ისეთი დატვირთვა ენერგოსისტემაზე, როგორიც დღეს არის არასდროს ყოფილა, მაშინაც კი, როდესაც ტურისტული სეზონი ძალიან აქტიური იყო. დღეს მოხმარება...

დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან, - ილია წულაია

დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან, - ილია წულაია
access_time2020-09-23 19:00:54
„დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან“, - ასე ეხმაურება „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი ილია წულაია კომერსანტის სტატიას, სადაც თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის პროტესტზეა საუბარი. მმართველი გუნდის დეპუტატი აცხადებს, რომ ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე დეველოპერული კომპანია მშენებლობას დარღვევების გარეშე, კანონის სრული დაცვით ახორციელებს.   „მესმის რომ მეზობლებს არ სიამოვნებთ მშენებლობა, ერჩიათ როდესაც ​გადმოიხედავდნენ...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-23 21:30:55
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:  1.უბანი წყალზე - როგორ აშენებს „არქი“ პრემიუმ კლასის პროექტს „კომერსანტს“ თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა დაუკავშირდა, ისინი წლებია ძველ იპოდრომთან მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ, თუმცა უშედეგოდ. ,,არქის  წინააღმდეგ დავა წლებია სასმართლოშიც მიმდინარეობს,   მაგრამ პრობლემის...

აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებს

აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებს
access_time2020-09-23 18:13:22
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამი ყოფილი ელჩი, ჯონ ტეფტი, უილიამ კორტნი და კენეტ იალოვიცი საქართველოში დემოკრატიისა და ბიზნესგარემოს უკუსვლის შესახებ გამოცემა The National Interesrt-ში ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ.   დიპლომატები აღნიშნავენ, რომ პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება, საარჩევნო პროცესში არსებული დარღვევები და საერთაშორისო ინვესტორთა შევიწროების...


მსგავსი სიახლეები

up