კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 2 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1740 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე კი დილიდან ვაჭრობა $1/3.1706 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.1750-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა მცირედით გამყარდა, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/6.7918 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 6.7817-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/500.8500 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 500.2300 -ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი კი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/1.7000 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.7000-ის ნიშნულზე იყო.