ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (რაოდენობა უცნობია) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის დააჯარიმა.
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის, 2020 წლის განმავლობაში შემოწმდა საფინანსო სექტორის 23 წარმომადგენლი, მათ შორის, 10 სუბიექტი, რომლის ინსპექტირება 2019 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდა. დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობამ ჯამურად 584,000 ლარი შეადგინა.
„საანგარიშგებო წელს სესხის გამცემი სუბიექტების დისტანციური ზედამხედველობა დაინერგა. ამ მიზნით, „სესხის გამცემი სუბიექტების მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესი“ შემუშავდა და დამტკიცდა.
2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საზედამხედველო ღონისძიებები, როგორც კომპლექსურ, ისე თემატურ, სპეციალურ და საკონტროლო ტიპის ადგილზე შემოწმებებს მოიცავდა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანერგილმა დისტანციური ტიპის საკონტროლო (ე.წ. Follow-up) შემოწმებებმა საზედამხედველო პროცესის მიმდინარეობაზე პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის მნიშვნელოვნად შემცირება უზრუნველყო“, — ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.