5,5%-იანი ეკონომიკური ზრდით დასავლეთის ქვეყნების დასაწევად საქართველოს 70 წელი დასჭირდება

5,5%-იანი ეკონომიკური ზრდით დასავლეთის ქვეყნების დასაწევად საქართველოს 70 წელი დასჭირდება

access_time2018-08-30 18:30:24

ქვეყნის ეკონომიკური ზრდა კვლავ მოსახლეობის კეთილდღეობის მიღმა რჩება. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ასე გაგრძელდება მომავალშიც, სანამ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ მიიღწევა, რაც საკმაოდ შორეული პერსპექტივაა. აქედან გამომდინარე, ფუჭია იმედი, რომ მშპ-ს ზრდა მოსახლეობის მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება, რაც ვერც 5,5%-იანი ეკონომიკური ზრდით გახდება შესაძლებელი. როგორც ცნობილია, სავალუტო ფონდმა 2018 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი სწორედ 5.5 პროცენტამდე გაზარდა, რასაც ჩვენი საზოგადოების დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.


თუმცა საუბარია იმაზეც, რომ ეკონომიკური ზრდის ასეთი ტემპი ქვეყნის სოციალურ ფონს დიდად ვერ შეცვლის, რათა მასების კეთილდღეობაზე გავლენა იქონიოს. საგულისხმოა, რომ არა მარტო წელს, ეკონომიკური ზრდის გავლენა მოსახლეობაზე მოკლე და საშუალოვადიან პერიოდებშიც ნაკლებად მოსალოდნელია. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ამ ორი პროცესის (მშპ-ს ზრდა და მოსახლეობის კეთილდღეობა) თანხვედრა შესაძლებელია დაახლოებით 2020 წლიდან, რაც სამუშაო ადგილების შექმნითა და წარმოების განვითარებით იქნება შესაძლებელი.


ჯერჯერობით კი, როცა ხელისუფლების ხელის შემყურეა ლამის მთელი საქართველო და შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ნახევარ მილიონს აჭარბებს, მოსახლეობის კეთილდღეობა და მდგრადი განვითარება კეთილ სურვილს ჰგავს, რომელსაც ხალხი არჩევნების წინ ისმენს.


თუმცა ოფიციალური სტატისტიკა საკმაოდ იმედიანად განგვაწყობს, რასაც უცხოური ორგანიზაციების კვლევებიც ამყარებს.


ეკონომიკური ზრდის ტემპი არ აეჭვებთ ეკონომიკის სფეროს წამყვან სპეციალისტებს, რომლებიც მთავრობას ურჩევენ, აქცენტი წარმოების განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე დასვან.


ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია ფიქრობს, რომ ეკონომიკური ზრდის გავლენა მოსახლეობის კეთილდღეობაზე მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.



“ქვეყნის ეკონომიკა და მოსახლეობა დღეს სხვადასხვა გზით მიდიან. ამიტომაა, რომ მშპ-ს ზრდა სოციალური ფონის გაუმჯობესებას ვერ განაპირობებს. ეს პროცესები ხალხის შემოსავალზე ასე სწრაფად არ აისახება. ქვეყნის ეკონომიკური ზრდის სიკეთე შეიძლება იგრძნონ რამდენიმე წლის შემდეგ, ჯერჯერობით ეს შეუძლებელია. ალბათ დაახლოებით 2020 წლის შემდეგ უფრო შესამჩნევი გახდება მოსახლეობისთვის ეკონომიკური ზრდის პოზიტიური გავლენა. რაც შეიძლება ამ მხრივ მოქმედებდეს და შეიძლება სამუშაო ადგილები შექმნას, სწრაფი ეკონომიკური ზრდაა, მაგრამ საქართველოში ასეთი რეალობა დღესდღეობით არ არის. მარტივი საქმე როდია, როცა სოციალურ შემწეობას ნახევარი მილიონი ადამიანი იღებს. კარგია, რომ სახელმწიფო ეხმარება საკუთარ მოქალაქეებს, მაგრამ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ასეთი საჭიროება არ იდგეს ქვეყნისთვის. წარმოების განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის გარეშე არაფერი გამოვა. პირველ რიგში, ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. ჩვენ გვინდა რეალური სამუშაო ადგილები და არა პოპულიზმი, რითაც ქვეყანა ვერასდროს წავა შორს”, – აცხადებს ჯგერენაია.


ეკონომისტ ირაკლი მაკალათიას განცხადებით, პროგნოზი არ ნიშნავს ზუსტ ციფრს, ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებში ცდომილების ზღვარი ყოველთვის გათვალისწინებულია. როგორც მან “კომერსანტს” განუცხადა, სავალუტო ფონდის პროგნოზი რეალისტურია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ 2018 წლის პირველ კვარტალში არსებულ 5.3-პროცენტიან ზრდას.


როგორც მაკალათიამ აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ 5 პროცენტზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საქართველოს არ ჰქონია, თუმცა 5.5-პროცენტიანი ზრდა საქართველოს ეკონომიკისთვის გარდამტეხი არ იქნება. “ეს მაჩენებელი დაბალია, განსაკუთრებით საქართველოსა და მსგავსი ტიპის ქვეყნებისთვის. ჩვენთან განვითარებაზე რომ ვისაუბროთ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს,” – განაცხადა მაკალათიამ.


სპეციალისტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ეკონომიკური ზრდის სარგებელს მოსახლეობა მიიღებს, თუმცა ეს პროცესი იმდენად ნელი ტემპით მიმდინარეობს, რომ ძნელად შესამჩნევია.


ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველოს დასავლეთის ქვეყნების დასაწევად, სულ მცირე, 70 წელი დასჭირდება. ქვეყანას კი უნდა ჰქონდეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომ რეალურად მიიღოს სარგებელი.


მერაბ ჯანიაშვილი: “ხელისუფლებას მრავალწლიანი პროცესი აქვს გასავლელი. მოსახლეობის კეთილდღეობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ცალკე საკითხია, დასახელებული ეკონომიკური მაჩვენებელი არის თუ არა საკმარისი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ცხადია, რომ არა! თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე იცვლება უკეთესობისკენ, რაც არ უნდა იყოს შეუმჩნეველი. გააჩნია, როგორი ტემპით მიდის ეს პროცესი. ჩვენ გვქონდა ქვეყანაში ტენდენცია – 2007-2009 წლებში ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა, მაგრამ მატულობდა უმუშევრობის მაჩვენებელი და სოციალური უთანასწორობა. მოსახლეობის მცირე ნაწილი მდიდრდებოდა და უმრავლესობა ღარიბდებოდა. დღეს ეკონომიკაში გვაქვს 5,5%-იანი ზრდა, რაც საზოგადოების დიდ ფენაზეც აისახება, მაგრამ ძალიან მცირე დოზით, რის გამოც ხალხი ამ სიკეთეს საკუთარ ჯიბეზე ვერ იგრძნობს.


დღეს ჩვენ სხვა რეალობაში ვართ, უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებელი არ იზრდება, რაც გვაიმედებს, რომ მოსახლეობა ეკონომიკური ზრდისგან გარკვეულ სარგებელს მიიღებს. ეს პროცესი საყოველთაოდ ვერ გახდება შესამჩნევი, რადგან მშპ-ს 5,5%-იანი ზრდით სარგებელს დიდად ვერ ვიგრძნობთ. მაგალითისთვის, ბალტიისპირეთის ქვეყნებს ცხოვრების დონით საქართველო 2-ჯერ ჩამორჩება, მაგრამ რა დონეზეც ისინი არიან, ამის მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის დიდი შეღავათი ნამდვილად ვერ იქნება. ჩვენ გვინდა, დასავლეთი და ჩრდილოეთი ევროპის ქვეყნების დონეზე მივიდეთ. ამისთვის კი 5,5%-იანი ეკონომიკური ზრდა არასაკმარისია. ამ ტემპით მათ დასაწევად 70 წელიც შეიძლება დაგვჭირდეს. ეკონომიკას ახასიათებს როგორც აღმასვლის, ასევე დაღმასვლის ციკლი. ამ თვალსაზრისით, 2014 წელი საკმაოდ კრიზისული იყო. 2017 წელს ვითარება გამოსწორდა და მიმდინარე წლის პირველი ნახევარიც ნორმალურია. რეგიონშიც თითქმის ყველგან უკეთესი მდგომარეობაა, ასევე – ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებშიც. ვფიქრობ, რომ არსებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გამართლება სავსებით ლოგიკურია, მაგრამ ჩვენ გაცილებით მეტი გვინდა”.


რეზონანსი






ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ

ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ
access_time2019-07-17 12:55:10
აბსოლუტურად უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. ივანიშვილის შეფასებით, რუსული ბაზრის დაკეტვისა და ვაჭრობის შეწყვეტის მსურველები ქვეყნის მტრები არიან. “თუ ყურადღებას მიაქცევთ, თვითონ ევროპელები, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი, როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე...

6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას

 6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის  80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას
access_time2019-07-17 11:30:23
ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში მეწარმეების მომართვის საფუძველზე 171 საქმე დარეგისტრირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 44 შუამდგომლობა, 29 რეკომენდაცია და 17 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა. „2019 წლის 6 თვეში 42 საქმეზე დავასრულეთ მუშაობა და საქმეების 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ჩვენი პოზიციები სრულად ან ნაწილობრივ...

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს
access_time2019-07-17 10:45:20
ტერაბანკმა დისტანციური მომსახურების კიდევ ერთი არხი - ინოვაციური ბოტი შექმნა. ტერა ბოტი პირველი ქართული ფინანსური ასისტენტია. იგი მომხმარებლებს არა მარტო ბანკის სერვისებსა და ოპერაციებზე აწვდის ინფორმაციას, არამედ მათ ფინანსების უკეთ განკარგვაში, ხარჯების შეფასებასა და თანხის დაგროვებაშიც ეხმარება.   ტერაბანკის ინოვაციური ბოტი რეალურ ადამიანთან მაქსიმალურად მიახლოებული, ავტომატურად მოსაუბრე პროგრამაა. იგი იღებს და აანალიზებს მომხმარებლის მიერ მიწერილ ქართულენოვან ტექსტურ...

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი  მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება  - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)
access_time2019-07-17 13:00:03
„ბათუმი რივიერა“ - ასე ეწოდება ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომლის აშენებასაც  „სილქ როუდ ჯგუფი“ „საქართველოს თანაინვესტირების“ ფონდის მხარდაჭერით ბათუმში გეგმავს. ეს ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული სივრცე იქნება. ბათუმის...

ბათუმის მერია „რივიერას“ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხილვას იწყებს

ბათუმის მერია  „რივიერას“ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფის  მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხილვას იწყებს
access_time2019-07-16 18:55:01
ბათუმის საკრებულომ ბათუმის მერიას დაავალა ადმინისტრაციული წარმოების დაწყება „რივიერას“ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის მოსამზადებლად. აღნიშნულ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომელიც 5 მაღალსართულიანი ნაგებობის მშენებლობას გულისხმობს. პროექტის ჯამური ინვესტიცია, დაახლოებით მილიარდი ლარი, მოხმარდება, როგორც მრავალფუნქციური შენობების აშენებას, ასევე თანამედროვე...


მსგავსი სიახლეები

up