520-ე დადგენილებაზე განხილვები გაგრძელდება – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ

520-ე დადგენილებაზე განხილვები გაგრძელდება – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ

access_time2021-06-28 12:30:32

უახლოეს მომავალში ჰოსპიტალური სექტორის, ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის დაცვის საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან. განსახილველი საკითხი საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილებას ეხება, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებს სახელმწიფომ ტარიფები შეუმცირა. დაგეგმილი შეხვედრის შესახებ „კომერსანტს“ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრმა ზაზა ლომინაძე განუცხადა. ეს იყო ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრისგან მივიღეთ.


დამატებით დეტალები ჰოსპიტალური სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ საკითხზე არ იცის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლადო კახაძემ. თუმცა, მმართველი გუნდის წევრი აცხადებს, რომ კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის შეთანხმება აუცილებლად უნდა მოხდეს. შეთანხმების პროცესში კი, მისივე თქმით, არც ჰოსპიტალური სექტორი უნდა დაზიანდეს და არც პაციენტი:

 

„შეთანხმება არის აუცილებელი, ეს დიდი სადავო საკითხია, რომელსაც კერძო სექტორი სახელმწიფოსთან ვერ აგვარებს, დავა კი პაციენტზე არ უნდა აისახოს. რა ცვლილებაც არ უნდა შევიდეს ეკონომიკურ ბლოკში პაციენტს არ უნდა შეეხოს. ამავდროულად არ უნდა იზარალოს სამედიცინო სექტორმა. მე ყოველთვის დარეგულირების მომხრე ვიქნები. რა პოზიცია მექნება განხილვის პროცესში – გამოჩნდება, რადგან საკითხი ნაწილობრივ ვიცი“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

 

520-ე დადგენილების შესახებ განხილვების განახლების მოთხოვნით სახელმწიფო უწყებებს კარდიოლოგიის განხრით მოქმედმა ასოციაციებმა მიმართეს. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი სულხან ლომინაძეა.  ექიმის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლიდან ჰოსპიტალური სექტორი სერიოზული გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე დგას, პანდემიის პერიოდში ამ საკითხზე კომუნიკაცია მინიმუმამდე იყო დასული. დღეს ლომინაძე მიიჩნევს, რომ მიღებულ დადგენილებაზე მსჯელობა ისევ უნდა განახლდეს. კარდიოქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ კი ლარი ისევ გაუფასურება და იმ მაქსიმალურ ნიშნულს გადასცდება, რომელიც 2021 წელს ეროვნულმა ვალუტამ დააფიქსირა, კლინიკების ოპერირება ძალიან გართულდება:


 

„520-ე დადგენილებით გამოწვეული პრობლემის მოგვარება სისტემურად უნდა მოხდეს. ჯანდაცვის სამინსიტროს დაგეგმილი აქვს „ DRG“ – [დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების] სისტემაზე და სელექტიურ კონტრაქტირებაზე გადასვლა. ეს ორი საკითხი თუ მოგვარდა, თავისთავად მოხდება ტარიფის გაზრდა. ლარის დევალვაციდან და ინფლაციიდან გამომდინარე, ფასები აუცილებლად უნდა გადაიხედოს. სამინისტროსთან შეხვედრა იმიტომ გვინდა, რომ რაღაც კონკრეტიკამდე მივიდეთ. კარგი იქნებოდა, ფასები გაზრდილიყო, თუმცა ჩვენც ბევრი რამ გვესმის, პანდემიასაც ვითვალისწინებთ, ამის გამო მცდელობაც არ გვქონია სექტორის პრობლემები გაგვეჟღერებინა. მე თუ მკითხავთ, დღეს პრიორიტეტული საკითხია მოსახლეობის ვაქცინაცია, თუმცა რაღაც გეგმაში ეს საკითხიც უნდა მოხვდეს, არავის ეგონოს, რომ შექმნილ ვითარებას ჰოსპიტალურ სექტორი შეგუებულია. საკითხს აქტუალობა რომ არ დაჰკარგვოდა, სამინისტროსა და პარლამენტს წერილი მაგიტომ მივწერეთ“, - აცხადებს სულხან ლომინაძე.

 

საკითხი, რომ ძალიან აქტუალურია, ეთანხმება „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად 520-ე დადგენილება ტიკარაძის დროს იქნა მიღებული, დღეს ჯანდაცვის სექტორში შექმნილი რთული მდგომარეობა „ქართული ოცნების“ და დავით სერგეენკოს პოლიტიკის შედეგია, რომელიც 2013 წელს დაიწყო.

 

„520-ე დადგენილება არის მთელი იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც „ქართული ოცნება“ ჯანდაცვის სექტორში 2013 წლიდან ახორციელებდა. პრობლემას 520-ე დადგენილების გადაწერა ვერ უშველის და ვერც ტარიფებზე კამათი. საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგვარდება, თუ ჩვენ სადაზღვევო მედიცინას დავუბრუნდებით. სახელმწიფომ მიზნობრივი ჯგუფებისათვის ჯანდაცვის ხარჯების დაფინანსება თავის თავზე კი არ უნდა აიღოს, არამედ მათთვის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტები იყიდოს, რა დროსაც ფინანსური ანაზღაურება მოხდება სადაზღვევო სისტემასა და სამედიცინო სექტორს შორის. ასეთ შემთხვევაში სახელმწფო იქნება მიუკერძოებელი არბიტრი და მართლაც შეუძლია იზრუნოს პაციენტის მკურნალობის ხარისხზე და მეორეს მხრივ, იზრუნოს იმაზე, რომ სადაზღვევო სექტორმა სამედიცინო სექტორს თანხა დროულად აუნაზღაუროს. ამ სისტემაზე თუ გადავალთ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები მოიხსნება. როდესაც ვლაპარაკობ იმაზე, რომ სახელმწიფომ დაზღვევის პაკეტები უნდა იყიდოს, რა თქმა უნდა, დაზღვევის პაკეტების ფასი უნდა დადგინდეს იმის გათვალისწინებით, რომ ლარის დევალვაციამ გამოიწვია დიდი ინფლაცია სამედიცინო მომსახურების სფეროში. ვალუტის გაუფასურება ფასში უნდა აისახოს, რათა ჩვენ სამედიცინო სექტორი გაკოტრებისაგან ვიხსნათ“, - განმარტავს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

 

სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა ძალაში 2019 წლის 21 ნოემბრიდან შევიდა. რეფორმის უარყოფით შედეგებზე ჰოსპიტალური სექტორი თავიდანვე საუბრობდა და დადგენილების დროებით შეჩერებას ითხოვდა. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრომ  სამედიცინო საზოგადოების აზრი არ გაითვალისწინა. კლინიკების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ  დადგენილებით განსაზღვრული ერთიანი ტარიფი სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე დაბალია და შედეგად, პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევას ვეღარ შეძლებდნენ.


ბაჩო ადმია 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up