1 ივლისიდან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და კარდიოქირურგიაში სანებართვო მოთხოვნები მკაცრდება

1 ივლისიდან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და კარდიოქირურგიაში სანებართვო მოთხოვნები მკაცრდება

access_time2020-05-25 10:00:57

საქართველოს მთავრობის № 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ ახალი ცვლილებების დრო დადგა. ამჯერად, საქმე ეხება №385-ე დადგენილებას, რომელიც სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს არეგულირებს. კერძოდ, 394-ე და 149-ე დადგენილებებით, 385-ე დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის საფუძველზეც გამკაცრდა სანებართვო მოთხოვნები „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY)“ და კარდიოქირურგიის მიმართ.

 

2020 წლის 6 მარტის დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ კარდიოქირურგიული მომსახურების მიმწოდებელი ყველა სტაციონარული დაწესებულება ვალდებულია, 2020 წლის 1 ივლისამდე თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს ამ დანართით განსაზღვრულ პირობებთან და 2020 წლის 31 დეკემბრამდე მოიპოვოს ნებართვის დანართი – „კარდიოქირურგიული მომსახურება“. აღსანიშნავია, რომ დანართით დადგენილი და განსაზვღრული ახალი მოთხოვნების რაოდენობა საკმაოდ ბევრია. 

 

კლინიკა „გულის“ გენერალური დირექტორი, ანზორ მელია იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელსაც 385-ე დადგენილება ჰოსპიტალურ სექტორს შეუქმნის. ექიმი აცხადებს, რომ მაშინ როდესაც ქვეყანაში ურთულესი მდგომარეობაა და კლინიკების შემოსავალი მინიმუმამდეა დასული, საქართველოს მთავრობის დადგენილება დამაზიანებელია. კარდიოლოგი „კომერსანტთან“ ახლად დადგენილ იმ რამდენიმე მოთხოვნას განხილავს, რომელიც ჰოსპიტალურ სექტორს მნიშვნელოვან ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის.

 

გვახრჩობენ, არ შეიძლება ასე. ერთ-ერთი პუნქტი გულისხმობს იმას, რომ კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სერვისი ადგილზე იყოს ხელმისაწვდომი. მანამდე გამოქვეყნებული დადგენილებით, მონო-პროფილურ კლინიკებს, შეეძლოთ ხელშეკრულება გაეფორმებინათ სხვა კლინიკასთან, რომელსაც აქვს კომპიტერული ტომოგრაფი ერთ მისამართზე. ჩემგან 50 მეტრში არის 2 კომპიუტერული ტომოგრაფი. გვეგონა, რომ გადავრჩებით, ახლა როდესაც მომართვიანობა შემცირებულია, როდესაც 520-ე დადგენილებამ ყველა ცუდ მდგომარეობაში ჩაგვაგდო, კიდევ ახალი ხარჯები წარმოგიდგენიათ რას ნიშნავს კლინიკისთვის? იგივე კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი, რომელიც დაახლოებით 150 000 ევრო ღირს, შემდეგ ტექნიკის განთავსებისთვის ფართი უნდა მოაწყო, ბარიუმით უნდა დაფარო კაბინეტი, საბოლოოდ ყველა ხარჯი 200 000 ევრომდე დამიჯდება. როდესაც კომპიუტერული ტომოგრაფი მჭირდებოდა, პაციენტი ჩემი სასწრაფოთი 50 მეტრში მიმყავდა და არავითარი პრობლემა არ იქმნებოდა. კლინიკაში მე მაქვს ექო-კარდიოსკოპი, რომელიც გულის გამოკვლევების ყველა მონაცემს აკმაყოფილებს, ახალი დადგენილებით ითხოვენ 3D ექო-კარდიოსკოპიის აპარატს, რომელიც იშვიათად დამჭირდება. საბედნიეროდ შემიძლია პროგრამულად მოვაგვარო, მაგრამ ესეც ხომ ხარჯია. გარდა ამისა, არის ისეთი წვრილმანები, რომელიც ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

 

44 წლის სტაჟის მქონე კარდიოლოგი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები ჯანდაცვის სექტორის დანგრევისკენაა მიმართული. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით ჰოსპიტალური სექტორი განვითარებას შეწყვეტს.


 

ეჭვი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ დიდმა კლინიკებმა იარსებონ, ხოლო პატარა კლინიკები ჩაიძიროს. საქართველოს მთავრობა ქართულ მედიცინას ანგრევს, ექიმების გადაკიდება მათ ძალიან ძვირი დაუჯდებათ. იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციონერის მამა ვარ და ყოველთვის თავს ვიკავებ აზრის გამოთქმისგან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მომწონს. ჩემი აზრით, მსგავს დამანგრეველ გადაწყვეტილებებს ჯანდაცვის სამინისტრო კი არ იღებს, არამედ მთავრობა და პარლამენტი. ჯანდაცვის სამინისტროსთან პრეტენზია არ მაქვს, ყველანაირად გვერდში გვიდგანან, რასაც ვერ ვიტყვი მთავრობაზე. ჩვენთან ახლა ისეთი უნიკალური ოპერაციები ტარდება, რაც ევროპის წამყვან კლინიკებშიც კი იშვიათობაა. ესენი კი უფრო და უფრო აუარესებენ სამედიცინო სფეროს, რატომ უნდათ ექიმები საზღვარგარეთ წავიდნენ? რატომ უნდათ რომ ჯანდაცვის სექტორი არ განვითარდეს? “ , -  აცხადებს ანზორ მელია.

 

ახალ პირობებზე გადაწყობა სავარაუდოდ მთელ ჰოსპიტალურ სექტორს მოუწევს, რადგან ახალი დადგენილება როგორც უკვე აღვნიშნეთ „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY)“ მიმართულებითაც გამკაცრდა. შეიცვალა სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები, რაზეც „კომერსანტთან“ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი, გიორგი ლობჟანიძე საუბრობს. ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენელი აცხადებს, რომ დადგენილებაში არის საკითხები, რომელიც მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობის გათვალისწინებით, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორს აქვს მოლოდინი, რომ რეგულაციების ძალაში შესვლის თარიღი გადაიწევს.

 

დადგენილება განსაზღვრავს გადაუდებელი დეპარტამენტის და კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ინფრასტრუქტურული მოწყობის წესს. არის მოთხოვნები, რომელიც საჭიროებს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ცვლილებებს. მაგალითად, ემერჯენსში ძველი რეგულაციებით ერთ პაციენტზე გათვლილი თუ გვქონდა რვა კვადრატული მეტრი, ახლა სავალდებულოა 12 კვადრატული, იქ სადაც იზოლირებული საწოლებია, ის კედლები მთლიანად უნდა მოიშალოს და აშენდეს ახალი რეგულაციის მიხედვით. ამ სამუშაოების განხორციელება ახლა ფიზიკურად შეუძლებელია. ამ საკითხზე შეხვედრებიც გაიმართა სამინისტროსთან სადაც ვთქვით, რომ რაციონალურად არ გამოიყურება ის მოთხოვნები რომელიც დაწესებულია. მაგრამ შემდეგ ეპიდემიის გამო განხილვები შეჩერდა. 385-ე დადგენილება იმ ფორმით არის ახლაც და გვავალდებულებს ეს პირობები წლის ბოლომდე განვახორციელოთ“, - განმარტავს გიორგი ლობჟანიძე.

 

„Medi Club Georgia“ - ს დირექტორი გიორგი გოცაძე  აცხადებს, რომ მოთხოვნები რეალურად ასახავს იმ წესებს, რომელიც უნდა იყოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში. მისი თქმით, დადგენილება საერთაშორისო სტანდარტებთანაა მიბმული და  მეტნაკლებად ადაპტირებულია ქართულ რეალობასთან.

 

„ცვლილებები შეიძლება ვიღაცებისთვის მოულოდნელი იყოს, მაგრამ რაღაცები გასაკეთებელი იქნება ნამდვილად.  კლინიკებისთვის ნამდვილად რთულია მოთხოვნების შესრულება იმ რთულ რეალობაში, რომელიც დღესაა, ამიტომ კომპრომისები უნდა დაიშვას, როდესაც ეს ცვლილებები დაიგეგმა იმ დროს ასეთი კრიზისული მდგომარეობა არ ყოფილა ქვეყანაში. რამდენად უპრიანია ყველაფერი ასეთ მტკივნეულ პერიოდში შეცვალო, არ ვიცი, არ მგონია რომ ეს კარგი იყოს“, -  განაცხადა გიორგი გოცაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 21 ნოემბერს ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას გულისხმობდა. მიღებული გადაწყვეტილება უკვე 6 თვეა ექიმებისა და კლინიკების მფლობელთა უკმაყოფილების მიზეზია. ჰოსპიტალური სექტორი ერთხმად აცხადებს, რომ დადგენილი ტარიფები რეალობას არ შეესაბამებოდა და 520-ე დადგენილებით ფინანსური რესურსი რითაც სახელმწიფო პაციენტის მკურნალობას აფინანსებდა შემცირდა.

 

ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up