520-ე დადგენილებაზე მუშაობას BAG იწყებს - როგორია მარიანა მორგოშიას გეგმები

520-ე დადგენილებაზე მუშაობას BAG იწყებს - როგორია მარიანა მორგოშიას გეგმები

access_time2021-07-27 13:00:40

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს უკვე ერთი თვეა რაც ახალი მოადგილე მარიანა მორგოშია ჰყავს.  გააძლიერებს თუ არა საჯარო და კერძო სექტორებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონდე მენეჯერი ქვეყნის ყველაზე მსხვილ ბიზნეს ასოციაციას და რა მიმართულებით იმუშავებს ის. ამბობს, რომ მისი საქმიანობა, გამოცდილებიდან გამომდინარე, პირდაპირ იქნება დაკავშირებული სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ჯანდაცვის სფეროებთან.

 

სწორედ ჯანდაცვის სექტორი იქნება ერთ-ერთი ის პირველი თემა, რომელზეც „კომერსანტი“ მარიანა მორგოშიასთან ისაუბრებს. აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალური სექტორი აქტიურად საუბრობს 520-ე დადგენილების ნეგატიურ შედეგებზე. მედიაჰოლდინგი დაინტერესდა, როგორია მისი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით და იქნება თუ არა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ეს ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც აღმასრულებელი დირექტორის ახალი მოადგილე იმუშავებს.

 

„ბიზნეს ასოციაცია იცავს წევრი კომპანიების ინტერესებს და შესაბამისად მუშაობს ყველა იმ ლეგიტიმურ და საერთო საკითხებზე, რაც ბიზნესის მხრიდან არის დაყენებული, მათ შორის ჯანდაცვის კუთხით.

 

ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან და სამედიცინო მომსახურების სატარიფო პოლიტიკა არის მათთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი. სამედიცინო მომსახურების ტარიფები დადგენილია წლების წინ, თუმცა მიუხედავად კოვიდ პანდემიით გამოწვეული დატვირთულობის გაზრდის, ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობის და გაძვირებული სახარჯი მასალებისა, ტარიფების გადახედვა არ მომხდარა  და ეს საკითხი ახლა კიდევ უფრო მწვავედ დადგა ჰოსპიტალური სექტორის წინაშე. საჭიროა წარმოდგენილი ტარიფების ინდექსაციის ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ჰოსპიტალური სექტორის საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელებას და მიმართული იქნება სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

 

ბიზნეს ასოციაცია, დაინტერესებული ძირითადი მხარეების ჩართულობით, მოამზადებს ჩარჩო დოკუმენტს, სადაც პრობლემატიკა და გადაჭრის გზები იქნება წარმოდგენილი. 520-ე დადგენილება, მათთვის აქტუალურ სხვა საკითხებთან ერთად, არის იმ საკითხთა ჩამონათვალში, რაზეც ასოციაცია იმუშავებს, როგორც ბიზნესთან, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან“, - განაცხადა მარიანა მორგოშიამ.

 

მისივე თქმით, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, კოვიდ პანდემიის პირობებში, რეგულაციების გათვალისწინებით, ბიზნესი რთული გამოწვევების წინაშე დადგა, კომპანიებს დიდი ფინანსური ზარალი მიადგათ და კონკრეტულ ბიზნეს ოპერატორებს, განსაკუთრებით ტურისტულ სექტორში, საქმიანობის შეფერხება/შეჩერება მოუწიათ. მარიანა მორგოშია ამბობს იმასაც, რომ შეზღუდვების შემსუბუქება და ტურისტული ნაკადის ზრდა ეკონომიკურ ზრდაშიც აისახა. იგი მიიჩნევს, რომ ბიზნესს ოპტიმისტური მოლოდინი აქვს, რომ აღდგენის პროცესი გაგრძელდება, თუმცა ამავდროულად რეგულაციების ხელახალი დაწესების რისკებს აცნობიერებს. „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის განცხადებით, კოვიდ პანდემიის შედეგად, მდგომარეობა მსოფლიო ბაზარზეც არასტაბილურია, რაც ვალუტის კურსზე, საქონლის ფასებზე და სავაჭრო პროცესებზე აისახება. ეს ფაქტორები კი მისი განმარტებით პროგნოზირების და დაგეგმვის პროცესს ართულებს. მარიანა მორგოშია იმ მთავარ გამოწვევებზე საუბრობს რომელიც დღეს კერძო სექტორს აქვს

 

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია PMC კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით, ყოველკვარტალურად აქვეყნებს BAG ინდექსის კვლევის შედეგებს, სადაც ხდება  ასოციაციის წევრი და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვა. 2021 წლის II კვარტლის მონაცემებში, გამოკითხვის შედეგად, ბიზნესი 4 ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორს ასახელებს:

 

— სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები  (რის ფარგლებშიც ყველაზე მწვავე ფაქტორად სახელდება კოვიდ 19-ით გამოწვეული შეზღუდვების შედეგები, რასაც მოჰყვება მარეგულირებელი გარემო, სასამართლო სისტემა და ადმინისტრაციული საკითხები)

 

- მოთხოვნის სიმცირე

 

- სპეციალისტების ნაკლებობა

 

- შეზღუდული ფინანსური რესურსები

 

მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ბოლო კვლევაში, ახალი პუნქტის დამატება მოხდა  - ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა, რაც დასახელებულ 4 ფაქტორთან შედარებით, კიდევ უფრო მწვავე აღმოჩნდა“, - აცხადებს მარიანა მორგოშია.


 

მარიანა მორგოშია გვიყვება, რომ დღეს ბიზნესს ბიუროკრატიული აპარატი მნიშვნელოვნად აფერხებს. ამ კუთხით, მისი თქმით, ასოციაცია აქტიურად არის ჩართული და მაქსიმალურად ცდილობს  წევრი კომპანიების კონკრეტული საკითხების სწორ ადრესატამდე ოპერატიულად მიტანას და პროცესების ფასილიტაციას. როგორც „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე აცხადებს, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან არის მზაობა და ღიაობა კომუნიკაციაში, თუმცა საკითხების გადაწყვეტა გვიანდება, რაც ბიზნეს პროცესებს აფერხებს და შესაბამისად მნიშვნელოვნად აზარალებს კომპანიებს. მორგოშიას აზრით, ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივება ხელს შეუწყობს გადაწყვეტილებების დროულად მიღებას და შესაბამისად ეფექტიანობას.

 

მარიანა მორგოშიას თქმით, ხელისშემშლელ ფაქტორად ბიზნესის მხრიდან ასევე მარეგულირებელი გარემო  სახელდება. ამბობს, რომ საკანონმდებლო ჩარჩო მუდმივად იხვეწება, ახლდება, თუმცა საჭიროა ბიზნესთან მეტად აქტიური კომუნიკაცია, ბიზნესის მხრიდან წამოსული უკუკავშირის გაანალიზება და გათვალისწინება. „კომერსანტთან“ საუბარში მორგოშია აცხადებს, რომ აქტიურად ჩაერთვება იმ ნებისმიერი რეგულაციის დამუშავება/განხილვის პროცესში, რომელმაც პოტენციურად შესაძლოა გავლენა იქონიოს ასოციაციის წევრი კომპანიების საქმიანობაზე.

 

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საკანონმდებლო ცვლილებების პროცესში აქტიურად არის ჩართული, მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას ჩვენს წევრებს, ვახდენთ ბიზნესის მოსაზრებების კონსოლიდაციას და ხელისუფლებასთან კომუნიკაციას. ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შესაბამისი რეგულაციები ერთის მხრივ პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს ბიზნეს გარემოზე, მეორეს მხრივ კი დამატებითი წნეხია ბიზნესზე. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მხრიდან ნაკისრი ვალდებულებები დროში არის გაწერილი და ხშირად ნაჩქარევად ხდება რეგულაციების დანერგვა, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა არ დადგეს სასურველი შედეგი ან რეგულაციის დაწესებამ ნეგატიური ეფექტიც იქონიოს. ამიტომ, ნებისმიერი რეგულაცია სიღრმისეულად უნდა გაანალიზდეს და შესაძლო შედეგები შეფასდეს მის დანერგვამდე. RIA არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარება აღნიშნული ეფექტების შეფასებაში და სასურველია მასშტაბური ეფექტის მქონე რეგულაციები აღნიშნული მეთოდოლოგიის გამოყენებით შეფასდეს“, - განაცხადა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ.

 

საქართველოში ყველა თანხმდება იმაზე, რომ ქვეყნაში ახალი საწარმოების შექმნისთვის კარგი პირობებია. თუმცა „კომერსანტი“ დაინტერსდა მარიანა მორგოშიას აზრით, თუ რამდენად კარგი პირობებია მათი წარმატებული საქმიანობისთვის?

 

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარადგინა 10 წლიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც გაცხადებულია ეკონომიკური განვითარების და ბიზნესის მხარდაჭერის პოლიტიკა.

 

გეგმის მიხედვით, იმპორტ ჩანაცვლება და ექსპორტის ზრდა არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი. ამ მიმართულებით, 50-მდე საქმიანობის კოდი დაემატა მიზნობრივ პროგრამებს, რომელიც, თავის მხრივ, სამი მექანიზმისგან შედგება:

 

- სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება;

 

- სესხების თანა-უზრუნველყოფა (საკრედიტო-საგარანტიო სქემა);

 

- საგრანტო კომპონენტი

 

ჯამურად, აღნიშნული პროგრამების ფარგლებში, იგეგმება 1350-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა.

 

სახელმწიფო პოლიტიკა, ახალი საწარმოების გახსნის კუთხით, არის ხელშემწყობი და წამახალისებელი. თუმცა ახალგახსნილ საწარმოებს აქვთ მნიშვნელოვანი გამოწვევები და საჭიროებენ მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა ბაზარზე პოზიციონირება, მარკეტინგი, სტანდარტების დანერგვა, ტექნიკური მხარდაჭერა, პროდუქციის ექსპორტი, ბაზრების დივერსიფიცირება და სხვა“, - განმარტავს მარიანა მორგოშია.

 

 ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up