„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში კომუნიკაციის პრობლემაა-№520-ე დადგენილება სამინისტროს  არც ბიზნესთან და არც პარლამენტთან არ განუხილავს

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში კომუნიკაციის პრობლემაა-№520-ე დადგენილება სამინისტროს არც ბიზნესთან და არც პარლამენტთან არ განუხილავს

access_time2019-11-29 12:30:06

520-ე დადგენილების შესახებ სკანდალი არ მთავრდება. როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია, კომუნიკაცია აღნიშნულ რეფორმაზე  ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს შორის არ ყოფილა. ეს ფაქტი ჩვენთვის განსაკუთრებით გასაოცარია გამომდინარე იქიდან, რომ  სამინისტროც და კომიტეტიც ერთი გუნდია და მათ შორის, კომუნიკაცია უმაღლეს დონეზე უნდა ყოფილიყო.  როდესაც  საუბარია ჯანდაცვის სექტორში საკმაოდ მნიშვნელოვან რეფორმაზე, კომიტეტის ხელმძღვანელები 520-ე დადგენილებაზე  „კომერსანტთან“ კომუნიკაციას გაურბიან, ხოლო წევრები განმარტავენ, რომ დოკუმენტის შინაარსი მისი ამოქმედების შემდეგ გაიგეს. 


გვინდა შევახსენოთ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეს და  კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს, რომ  ისინი  ხელფასებს პირველ რიგში, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებში ჩართულობასთან დაკავშირებით  იღებენ და არა პოლიტიკური განცხადებების გამო. რაც 520-ე დადგენილება ამოქმედდა, აკაკი ზოიძე საერთოდ კონტაქტზე არ გამოდის, დიმიტრი ხუნდაძე კი პოლიტიკური განცხადებების გაკეთებითაა დაკავებული. 


25 სამედიცინო დაწესებულება ახლად დანიშნული ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ გატარებული პირველივე რეფორმის გადავადებას 10 დღეა უშედეგოდ ითხოვს. ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები პრობლემის მოგვარების მიზნით ხან პრესკონფერენციას მართავენ, ხან ბიზნესომბუდსმენს ხვდებიან და ხან პრემიერ–მინისტრს ღია წერილს უგზავნიან. თეთრხალათიანების მასშტაბური პროტესტის მიუხედავად, სახელმწიფო უწყებები პრობლემის მოგვარებისთვის ჯერჯერობით ქმედით ნაბიჯის არ დგამენ. არადა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ № 520-ე დადგენილება, რომლის მიხედვითაც, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი დადგინდა, ჯანდაცვის სექტორს დაანგრევს.

 


დიმიტრი მხეიძე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი


 

- როგორ აფასებთ ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმას, რომლის მიხედვითაც, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდა? 

 

–მინისტრთან ჯანდაცვის კომიტეტს არ გვისაუბრია, თუმცა,გვქონდა კომუნიკაცია, გვინდოდა საკითხი ერთად გაგვევლო, მაგრამ ვერ მოხერხდა. პარლამენტში ჩემი შემოსვლის შემდეგ, ბატონ დავით სერგეენკოს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ არსებული ტარიფები გადასახედია, რადგან არასწორად არის შედგენილი. ზოგ კლინიკას დიდი თანხა აქვს მოთხოვნილი ზოგს პირიქით –დემპინგური, რომელიც ბაზარზე ფასს აგდებს. უნდა ვიცოდეთ რა არის ოპერაციის თვითღირებულება და ამ ტარიფში უნდა გავაერთიანოთ კლინიკის პირდაპირი და არაპირდაპირი მოგება.

 

- ჰოსპიტალური სექტორი ერთხმად აცხადებს, რომ ეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯი ჯანდაცვის სექტორს დაანგრევს, ეთანხმებით მათ პოზიციას?

 

–ჯანდაცვის სამინისტროს არ უნდა აწყობდეს სამედიცინო სფეროს დანგრევა. ამიტომ მინდა პირადად გავესაუბრო მინისტრს, ან მოადგილეებს. აუცილებლად გავივლი მათთან კონსულტაციას და გეტყვით საით მიდის ეს სფერო ან რა მდგომარეობაა ამჟამად.

 

- თქვენ დადგენილი ტარიფები ნანახი გაქვთ?

 

–დადგენილი ტარიფები ვნახე. არ ვიცი რეალობას ასახავს თუ არა, რადგან არ ვიცი საიდანაა დადგენილი ფასები, ვინ არიან მომწოდებლები და სანამ დეტალები არ მეცოდინება გამიჭირდება პასუხის გაცემა. ამ კვირაში უნდა შევხვდე მათ და გავარკვევ საიდან აქვთ მათ ეს მონაცემები. ჯანდაცვის კომიტეტსაც და მეც პირადადაც ბევრი კითხვები გვაქვს.

 

-დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეკატერინე ტიკარაძის 520-ე დადგენილება პრაქტიკულად დავით სერგეენკოს პოლიტიკის საპირისპიროდ გამოიცა

 

–საპირისპიროდ ვერ ჩავთვლი .ვფიქრობ, ჯანდაცვის სამინისტრომ ფინანსების ოპტიმიზაცია მოინდომა და გადაწყვიტა თანხებს სწორი მიმართულება მისცეს.

 

- ფინანსების ოპტიმიზაცია საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯზე უნდა მოხდეს?

 

–ვფიქრობ, რომ ლოგიკიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ოპტიმიზაცია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სამინისტრო არა ლოგიკურს  რამეს აკეთებს.

 

-როგორ შეაფასებთ დავით სერგეენკოს მინისტრობის 7 წელს?

 

–ბატონი დავითის პერიოდი, რომ შევაფასოთ ვიტყვი, რომ სამედიცინო სფეროს აღმავლობა იყო. წარმატებულად ვაფასებ მის პერიოდს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა წარმატებით განვითარდა, რადგან ბევრმა ადამიანმა სიცოცხლე გადაირჩინა ამ პროგრამით.

 

-იმის ფონზე, რომ სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან ხარჯების ხელოვნური ზრდა ხდებოდა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა წარმატებული გგონიათ?

 

–თუ ჩვენ მომხმარებლები ანუ კლინიკები ცუდად ვიყენებთ იმ სიკეთეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეფორმამ ცუდად ჩაიარა. თანხები რაც გამოიყოფა სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვაში, ეკონომიურად და მიზანმიმართულად უნდა გავანაწილოთ. არ უნდა გვქონდეს ის განცდა, რომ ფული არაგონივრულად დავხარჯოთ.

 

- საყოველთაო ჯანდაცვა თითქმის ყოველწლიურად იმაზე უფრო ძვირი ჯდებოდა, ვიდრე ეს წინასწარ იყო განსაზღვრული, ამის გამო 2017 წელს 150 000 ადამიანი პროგრამიდან გამოვიდა, ესეც მის წარმატებაზე მიუთითებს?

 

–მომსახურებას ყველა იღებდა, უბრალოდ 40 000 ლარზე მეტი ვისაც ჰქონდა შემოსავალი გადავიდა კერძო დაზღვევაზე, ამის პარალელურად პროგრამას სერვისები დაემატა, სფერო განვითარდა. როგორც მე ვიცი, კვლევების მიმართულებით ბიუჯეტი უფრო მეტად გაიზარდა.

 

- როგორ აფასებთ ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეთათვის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას, რომელიც როგორც ამბობენ დავით სერგეენკოს თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი გახდა?

 

–მინისტრი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი ეს არ ყოფილა და ამას მის ავტორიტეტზე უარყოფითად არ უმოქმედია. ნებისმიერ რეფორმას სჭირდება დახვეწა, მომავალში გვაჩვენებს პრაქტიკა თემა საით და როგორ წავიყვანოთ. როდესაც დაფინანსდა ქრონიკული დაავადების პრეპარატები, ეს ხარვეზები აღმოიფხვრა. დღეს რომ არის 10 ქრონიკული დაავადებული ადამიანი, რომელსაც 10 წამალი ეკუთვნის, ამ ადამიანებს კიდევ ემატებათ ადამიანების რაოდენობა. ჩვენ რომ განვსაზღვრეთ 10 წამალი აღმოჩნდა, რომ 12 მედიკამენტია საჭირო და საბოლოოდ, სიმბოლურ ფასად გასაცემი წამლების რაოდენობა არ იყო საკმარისი. აფთიაქებიც ცუდ მიმართულებას აძლევდნენ პაციენტებს, ვერ უხსნიდნენ რაში იყო საქმე, ამიტომ უარყოფითი ტალღა ჩვენსკენ წამოვიდა.

 

- როდესაც ბენეფიციართა პოტენციური რაოდენობა 800,000-ს (ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, პენსიონერები, შშმ პირები) აღწევს და პროგრამით 30 000 ადამიანი სარგებლობს ეს თქვენი აზრით წარმატებაა?

 

–იქედან გამომდინარე რა ოდენობის ბიუჯეტიც გვაქვს, ისე დავიწყეთ თანხის გადანაწილება. პირველ რიგში, სოც. დაუცველები, პენსიონრები და მარტოხელა პენსიონრები, ეტაპობრივად ეს ჩაიშალა, ერთბაშად ყველაფერი ვერ გაკეთდება, ყველაზე მეტად ვისაც სჭირდებოდა პრეპარატები იმათ მივაწოდეთ.

 

- თქვენ თქვით, რომ ნებისმიერ რეფორმას დახვეწა სჭირდება, სრულიად ჰოსპიტალური სექტორი აპროტესტებს ჯანდაცვის სამინისტროს № 520-ე დადგენილებას. რას მოუტანს ქვეყანას მმართველობის ფორმა, რომლის მიხედვითაც, ჯერ რეფორმას ატარებთ, ხოლო შემდეგ მის დადებით და უარყოფით მხარეებზე მსჯელობთ?

 

ნებისმეირ გადადგმულ ნაბიჯს უნდა გაანალიზება და რის შემდეგაც უნდა გადაიდგას მეორე ნაბიჯი. აუცილებლად უნდა გავიაზროთ რა სარგებელი მოგვიტანა მეორე ნაბიჯმა და მერე გადავდგათ მესამე ნაბიჯი. აქედან გამომდინარე ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ და მონიტორინგს ვახორციელებთ, რომ რეფორმა მოსახლეობაზე რაც შეიძლება მეტად იყოს მორგებული, ვერ ვიტყვით რომ იდეალურია მაგრამ, ვიმედოვნებთ რომ მორგებული იქნება მოსახლეობაზე.


 

ლევან ბეჟანიძე - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი

 

- როგორ აფასებთ ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმას, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდა.

 

–ვთვლი, რომ ერთიანი ტარიფი მისაღებია, მაგრამ დასახვეწია.იქნება ალბათ მრგვალი მაგიდა, სადაც კონკრეტულ საკითხებზე ისაუბრებენ. როგორც მე მივხვდი, ამ ეტაპზე სამინისტრომ კონსულტაცია მხოლოდ ფინანსური მენეჯერებისგან მიიღო და კლინიკების ხელმძღვანელებთან უშუალოდ საუბარი არ ჰქონიათ. დროთა განმავლობაში რეფორმა უფრო მეტად დაიხვეწება.

 

- რას მოუტანს ქვეყანას მმართველობის ფორმა, რომლის მიხედვითაც, ჯერ რეფორმას ატარებთ, ხოლო შემდეგ მის დადებით და უარყოფით მხარეებზე მსჯელობთ?

 

–პიონერული პროექტია, რასაკვირველია და შეუძლებელია მისი ყველა ნიუანსის წინასწარ დაგეგმვა. არის აზრთა სხვადასხვაობა და გზადაგზა მომავალში დაიხვეწება, ეს ნორმალური მოვლენაა.რაც მთავარია არის დინამიკა, არის სახელმწიფოებრივი მიდგომა. საჭიროა ცვლილება ცვლილების შემდეგ კი საკითხი ბოლომდე დალაგდება.

 

- 25 სამედიცინო დაწესებულება ამბობს, რომ ერთიანი ტარიფის რეფორმა ჯანდაცვის სექტორს დაანგრევს, თქვენ იზიარებთ ჰოსპიტალური სექტორის პოზიციას?

 

–ჩვენ ჯანდაცვის კომიტეტზეც საკითხზე გვქონდა საუბარი. რეფორმა დანგრევით არაფერს დაანგრევს, გადამეტებული აზრია, საკითხი უბრალოდ დასახვეწია. ჩვენც გვაქვს ჩვენი პრეტენზიები, რასაკვირველია,გავაცანით სამინისტროს წარმომადგენლებს ეს საკითხები და რეფორმა დაიხვეწება. კლინიკების ფასებს შორის სერიოზული სხვაობა არ უნდა იყოს.


 

-ეკატერინე ტიკარაძის 520-ე დადგენილება პრაქტიკულად დავით სერგეენკოს პოლიტიკის საპირისპიროდ გამოიცა, თქვენ როგორ აფასებთ ყოფილი მინისტრის მოღვაწეობას?

 

–დავით სერგეენკოს მინისტრობის პერიოდს დადებითად ვაფასებ. ან უმძიმეს პერიოდში სფერო აამოქმედა, მაშინ დაზღვევაზე საუბარი საერთოდ არ იყო, ასევე ვთვლი, რომ საყოველთაო ჯანდაცვა წარმატებული პროგრამაა.

 

-მაშინ როდესაც სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან ხარჯების ხელოვნური ზრდა ხდებოდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა წარმატებული გგონიათ?

 

–ეკატერინე ტიკარაძის რეფორმა მოწოდებულია იმისკენ, რომ თქვენ რაც თქვით ის პრობლემა მოაგვაროს. 2013 წელს როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაიწყო, პროგრამა წარმატებული და აუცილებელი იყო, რეფორმა მოსახლეობას ძალიან დაეხმარა, რადგან მათ სამედიცინო სერვისის მიწოდების პრობლება ჰქონდათ. რეალურად ამ პროგრამამ მოსახლეობა გადაარჩინა.

 

- თქვენი აზრით, ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეთათვის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაც წარმატებული იყო?

 

კი, წარმატებული იყო.

 

„კომერსანტი“





6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა
access_time2020-04-06 19:00:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული...

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა
access_time2020-04-06 17:30:46
ბაზისბანკი შექმნილი ვითარებისა და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, თავის მომხმარებლებს ინტერნეტ და სმს ბანკინგს 3 თვის განმავლობაში უფასოდ მიაწოდებს. ბანკის ელექტრონული სერვისების საშუალებით საჭირო საბანკო ოპერაციების განხორციელებას სახლიდან გაუსვლელად, ბანკის ოფისებში ვიზიტის გარეშე, უწყვეტ რეჟიმში შეძლებთ. ბაზისბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით თქვენ შეგიძლიათ: უფასოდ...

კრიზისმა ეროვნული ბანკის დაგვიანებული, არაეფექტიანი და „შეშინებული“ პოლიტიკა კიდევ უფრო სახიფათო გახადა

კრიზისმა ეროვნული ბანკის დაგვიანებული, არაეფექტიანი და „შეშინებული“ პოლიტიკა კიდევ უფრო სახიფათო გახადა
access_time2020-04-06 18:00:27
გასული კვირის ბოლოს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, კორონოვირუსისგან სულ ახლახანს გამოჯანმრთელებულმა ნიკოლოზ გამყრელიძემ, საჯაროდ უსაყვედურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს სიტლანქისა და მოუქნელობის გამო. მედიასთან საუბრისას გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მის მიერ, ანუ ქვეყნის ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური გაერთიანების პირველი პირის მიერ მიწერილ წერილზე, რომელიც პრაქტიკულად ბოქსირებული პალატიდან გაუგზავნა გვენეტაძეს და სადაც ოპერატიულ...

„სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით, საინტერესოა რას ელის ჩვენგან მინისტრი“ – „სადაზღვევო ასოციაცია“ ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივაზე

„სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით, საინტერესოა რას ელის ჩვენგან მინისტრი“ – „სადაზღვევო ასოციაცია“ ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივაზე
access_time2020-04-06 17:00:04
„ამ ეტაპზე კოვიდინფექციის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა, სადაზღვევო კომპანიებთან ფინანსურ მხარდაჭერაზე მოლაპარაკებები გაიმართება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. როგორ ჩაერთვებიან სადაზღვევო კომპანიები მთავრობის ახალ...

EBRD „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში საქართველოს და სხვა ქვეყნებს ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს

EBRD „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში  საქართველოს და სხვა ქვეყნებს ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს
access_time2020-04-06 16:10:36
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD) და საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევებზე საპასუხოდ თანამშრომლობას აღრმავებენ. ამის შესახებ EBRD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში EBRD 38 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს. როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველ დირექტორს...


მსგავსი სიახლეები

up